Category: არქივი

  • 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, ჩემ მიერ იყო დაფინანსებული-ოქრუაშვილი

    ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით,მის  მიერ იყო დაფინანსებული. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

    „მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და  მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

  • ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2-ში” ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დაკმაყოფილდა

    საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2-ში” ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღების მოტხოვნაზე  არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

    „როგორც მოსალონდელი იყო, სხვას არც ველოდით, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე „რუსთავი 2“-ის წილებზე, სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის, თითქოს მოთხოვნა ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით ამისთვის გვქონდა 10 დღიანი ვადა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ახლა გვაქვს არჩევანი: გავასაჩივროთ ეს განჩინება თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ იურისტებთან.

    ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი გავასაჩივროთ განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე, ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს განცხადება თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

    ოქრუაშვილმა საქალაქო  სასამართლოს 19 ივლისს მიმართა.

    შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ოფიციალურად 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ  გადაიფორმა.

    რუსთავი 2-ის 60%-იანი წილის  მფლობელი ქიბარ ხალვაშია.

  • “ალბათ, მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს რომ შინ ტრაგედია აქვს” – წულუკიანი მუხაშავრიას პასუხობს

    “ალბათ, მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს რომ შინ ტრაგედია აქვს”-ეს კომენტარი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლია მუხაშავრიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

    იურისტმა ლია მუხაშავრიამ  „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა და თეა წულუკიანის ტანსაცმლის ფერზე გაამახვილა ყურადღება.

    „თვალში საცემი იყო, იმ დღეს წულუკიანი შავებში რომ იყო გამოწყობილი. ეტყობა, არ იცოდა, რა გადაწყვეტილება იქნებოდა და ალბათ, არ მოელოდა ამ შედეგს, თორემ როგორც სჩვევია, ფერად ტანსაცმელს ჩაიცვამდა”-განაცხადა მუხაშავრიამ.

    ამ შეფასებას თეა წულუკიანი ფეისბუქის  პირად გვერდზე გამოეხმაურა.

    „არც კი ვიცი, როგორ ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანი ასე მიდის ხელიდან… და მისთვის იმ ადამიანის პირადი ტრაგედია და გლოვაც კი დასაცინი ხდება ხოლმე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვერ იტანს. ალბათ, პოლიტიკოსმა და მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, შინ ტრაგედია აქვს. დასანანია..”, – დაწერა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში.


  • მიშამ იცოდა, რომ ბარიერის ნახევარსაც ვერ მიაღწევდა -დავით ბერძენიშვილი

    “მიშამ იცოდა, რომ ბარიერის ნახევარსაც ვერ მიაღწევდა“ – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და უკრაინაში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა.

    მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პარტია კატასტროფულ მდგომარეობაშია.

    “მიშამ იცოდა, რომ ბარიერის ნახევარსაც ვერ მიაღწევდა. 5%- იანი ბარიერია, ორიოდე პროცენტი მაინც ვერ გვიშველის და ზელენსკის პარტიას მიეცით ხმა პროპორციულშიო, ამ სიტყვებით მიმართა მის ამომრჩეველს… 1%- ზე ნაკლები ჰქონდა გამოკითხვებით. 88 მაჟორიტარი ჰყავდა 199- დან, როგორც მახსოვს. კატასტროფა აქვს მაჟორიტარებშიც… რასაც გადავხედე, მეორე ადგილზეც არ ჩანს ჯერჯერობით მისი რომელიმე კანდიდატი. მისი პარტია ვირტუალურია, მიინგრა მიშას უკრაინიდან
    გაძევების შემდეგ.. მასზე გაცილებით ძლიერ პროდასავლურ სუბიექტებს გაუჭირდათ – ჯამში არანაკლებ 15% მიართვეს ბარიერის გადაულახაობის გამო იმათ, ვის წინააღმდეგაც მისცეს ხმა- ყველაზე მეტი ზელენსკიმ, მერე პრორუსებმა, ასევე პოროშენკომ და ტიმოშენკომ და ვაკარჩუკმა იხეირეს ამით….მათ წინააღმდეგ მიცემული ხმები მათ მანდატებად იქცა – 30/35 მანდატია, ბევრია. პოლიტიკური კლასის ყველაზე გოთვერნული ნაწილი( პოროშენკოს და ტიმოშენკოს წრე) გადარჩა, სხვები კი განადგურდნენ ან ღრმა პერიფერიაზე აღმოჩნდნენ..ამდენი არაპოლიტიკური სისხლი რადაში უკეთესია? არ ვარ დარწმუნებული… არაკვალიფიციური ნაცრისფერი უმრავლესობა ეყოლება ზელენსკის? ვნახოთ… მე არ მიტაცებს ეს ტენდენცია-არც იტალიელი კლოუნის მდარე პოპულიზმი მომწონს( რომის მერია ამ პარტიის- დასუფთავების სამსახური თბილისში გაცილებით უკეთ მუშაობს)))) და არც უკრაინელი შოუმენით ვარ დაიმედებული…რუსეთთან მიმართებაში რას იზამს რადაში გამარჯვების მერე, კაცმა არ იცის…ერთზე არ ვწერ- მაინც მაგ ქვეყნის იმედად ვართ”-წერს ბერძენიშვილი.

  • უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია ლიდერობს

    უკრაინის საპარლამენტო არცევნებზე ვლადიმერ ზელენსკის პარტია ლიდერობს.

    წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტის პარტიამ, სახელწოდებით  “ხალხის მსახური” ხმების 42 პროცენტზე მეტი მოაგროვა.

    ამ დროის მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში სულ 5 პარტია ხვდება. მათ შორის პრორუსული  პარტია “ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის”, პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” და იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა”. 

    პეტრო პოროშენკოს “ევროპულმა სოლიდარობამ” და იულია ტიმოშენკოს “ბატკივშჩინამ” 8-8 პროცენტი მოაგროვეს.

    დარანარჩენმა პარტიებმა 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობამ”.

    გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტივობამ 50 პროცენტი შეადგინა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალია მაჩვენებელია.

  • მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი-ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2-ის” ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “რამდენიმე დღე გავიდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა რომ სამართალი, შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება.

    რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით, მშვიდად და ცივილიზებულად ვცდილობთ განვაგრძოთ თანამშრომლობა.

    18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო, ემუშავა უკლებლივ ყველა თანამშრომელთან, ნიკა გვარამიას გარდა.

    ასევე, მე ხაზგასმით ვთქვი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა დაცული.

    სამწუხაროდ, ჩემს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნებული ტელეკომპანიის ეთერიდან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი რამ მოვისმინეთ ისეთი, რაც სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება. ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ და უნისონშია ჩემს მიერ გათავისუფლებული გენერალური დირექტორის განცხადებებთან. ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ეს კი დიდი ალბათობით უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება.

    მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას და ჩემს მიერ დანიშნული დირექტორი, კონსულტანტებთან ერთად, პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში ეცნობა კომპანიაში ვითარებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ურთულესია.

    ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და უზრუნველვყოთ არხის გამართული მუშაობა.

    ასეთ ვითარებაში, როდესაც, ერთის მხრივ, კომპანიის დირექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ხოლო, მეორეს მხრივ, ეთერიდან გვესმის ჟურნალისტების აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს, როდესაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხდება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ვფიქრობ, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში.

    მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.

    მე, ბუნებრივია, საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი.

    მიმაჩნია, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე ცივილიზებული მედია. ესაა ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლების პირობებში მიღწეული მიუკერძოებლობა და გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე, რამაც სანდოობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება.

    ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები, დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებისთვის ახალი არაა და მჯერა, რომ ამ პრინციპების დაცვით შევძლებთ ერთობლივ მუშაობას. სწორედ ამ პრინციპების და სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას”-აღნიშნულია  ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

  • ხულოში სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა. ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

    ხულოში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

    ავტოსაგზაო შემთხვევისას სამარშუტო ტაქსში მყოფი შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვლა, დაშავებულია 3 მგზავრი.

    არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბათუმში მიდიოდა.

  • “შოკირებული ვიდექი”-ზუგდიდელი გოგონა აშშ-ში “მსოფლიო ჩემპიონის” ვარსკვლავი გახდა

    ქართველი  მომღერალი თამუნა ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო ფესტივალ World Championships 2019-ის ფინალში გადავიდა და მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი გახდა. ლილუაშვილი ზუგდიდიდან არის, მან საქართველოს სამი მედალი მოუტანა: 1 ოქრო და ორი ვერცხლი.

    აღსანიშნავია, რომ აშშ-ში აღნიშნულ კონკურსზე საქართველო პირველად წარსდგა და პირველივე ჯერზე გამარჯვება მოიპოვა.

    “ვერც წარმოვიდგენდი რომ ფინალში გადავიდოდი რადგან ნახევარ-ფინალში ყოფნა უკვე გამარჯვება იყო ჩემთვის რადგან უამრავ კონკურსანტს შორის ჩვენ მოვახერხეთ და მოვხვდით.
    მეორე დღეს უნდა გამოეცხადებინათ ფინალისტები ხოლო მე უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა დავკმაყოფილებულიყავი მხოლოდ ნახევარ-ფინალით რადგან ვერ მოვხვდებოდი ფინალში, ძლიერი კონკურენტების გამო მაგრამ თურმე სასწაულებიც ხდება. უცებ სცენაზე ჯერ პირველად გაისმა “Georgia” და იქ უკვე მივხვდი რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც უნდა შეცვლილიყო. შემდეგ გაისმა ჩემი სახელი და გვარი. თავიდან უბრალოდ შოკირრებული ვიდექი ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული რომ წამყვანებმა მართლა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის. რომ მე ოკეანის მიღმა პატარა ქვეყნიდან მქონდა დიდი ბედნიერება რომ საქართველო წარმედგინა “ world championship”ის საფინალო შოუში,სადაც მხოლოდ 5 მა ვოკალისტმა მოახერხა გადასვლა და სასწაული იყო იმის გაცნობიერება რომ იმ ხუთეულში ვიყავი მეც. საქართველო პირველია რომელიც პირველად წარსდგა “მსოფლიო ჩემპიონატზე” და პირველ ვიზიტზე გახდა ფინალისტი”-წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

  • პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა

    პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა. 27 წლის ქართველი ამ დროისთვის ხერხემლის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა.

    როგორც გაირკვა ქართველი ახალგაზრდა პოლონეთში სამშენებლო ობიექტზე მუშის პოზიციაზე მუშაობდა. მისი ახლობლების  განცხადებით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. 27 წლის მამაკაცის  ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.