Category: არქივი

  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა.

    ახალი პრემიერი საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება. მან ტერეზა მეი ჩაანაცვლა.

    ჯონსონს მიაცნია, რომ დიდმა  ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს.

    შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ პრემიერ-მინისტრის პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების შესახებ მეის  გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო.

    რის შემდეგაც  მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

    ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ ტერეზა მეის წინადადება  ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა.

    დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

  • სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება – პაატა სალია განმარტებებს აკეთებს

    „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილების აღსრულებაზე  სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა  დირექტორმა, პაატა სალიამ  განმარტებები გააკეთა.

    პაატა სალიას თქმით, იუსტიციის სახლს, არანაირი საფუძველი არ ჰქონია იმისათვის, რომ არ აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. არხის გენერალური დირექტორი  ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს იუსტიციის სამინისტროს სამი თვის ვადაში არ შეეძლო აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სპეკულაციურია.

    “პირველ რიგში, შეგახსენებთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის სარჩელი და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების, ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელი განმარტების, რომ “რუსთავი 2”-ის სარჩელი, რომელზე დაკავშირებითაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შეგახსენებთ, ყველას, რომ ეს უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო და არსებობდა გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების საფრთხე. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა და გამოირიცხა ამგვარი საფრთხის არსებობდა. მართალია, უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული თავის დროზე სასამართლოს მიერ, ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა, მოგეხსენებათ ალბათ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობის ან არსებითი განხილვისას.

    შესაბამისად, განიხილა რა, “რუსთავი 2”-ის სარჩელის დასაშვებობა სასამართლომ, მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები. სასამართლომ ასევე, გადაწყვეტილებაში, სადაც შავით თეთრზე წერია, მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე, მიღებული წერილი იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა.

    შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ჩვენი მოქმედება პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერცერთი ის პირი, ვინც დღეს კომენტარები გააკეთა, ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა ამ კუთხით. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

  • ეკა ბესელიას გამოძიებამ ნიღაბი ჩამოაძრო – ზარდიაშვილი

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის შეფასებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებამ ეკა ბესელიას ნიღაბი ჩამოაძრო. მისი თქმით, ეკა ბესელია სპეკულირებდა, თითქოს გამოძიება ჭიანურდებოდა. როგორც დეპუტატი ამბობს, თუ ვიდეოს ამტვირთავი დადგინდა, იმედია შემკვეთებიც ადვილად დადგინდება.

    “თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკა ბესელია, როგორც სასამართლოს, ასევე კადრების თემას სპეკულაციისთვის იყენებდა. მარტივი ფაქტი დადგინდა. უმრავლესობის ცნობილ სხდომაზე, ეკა ბესელიას ერთ-ერთმა კოლეგამ კორუფციასთან მის კავშირზე კითხვები დაუსვა. ამ ინფორმაციამ არ გაჟონა მაშინ, როცა ყველა ინფორმაცია ჟონავდა. ეს ადასტურებს, რომ ეკა ბესელია ნოდარ მელაძესთან პირდაპირ დაკავშირებული იყო და ინფორმაციები გაჰქონდა, ხოლო სანაცვლოდ ჩვენი გუნდის წევრებზე ნეგატიურ სიუჟეტებს იღებდა. გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გატანას საზოგადოება აფასებს, როგორც ვირთხის საქციელს. ჩემთვის ეკა ბესელია არის გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გამტანი. მან იცოდა, რომ უმრავლესობაში დიდი ხანი აღარ დაედგომებოდა, რადგან მმართველი გუნდისთვის მიუღებელია კორუფცია და კორუფციასთან დაკავშირებული ადამიანები. მან ამ საქციელით მოისხა პოლიტიკური მანტია, წამებულის. თითქოს, მან ვინმე ებრძოდა და წონა ან ფორმა გააჩნდა პროცესებთან მიმართებაში. ნათელია, ეკა ბესელიას სახე. მას გამოძიებამ ნიღაბი ჩამოაძრო“, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

  • შეინარჩუნე წონასწორობა – დააზღვიე სესხი

    სესხის დაზღვევა იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას დაგიცავს , როდესაც ვეღარ ახერხებ სესხის დაფარვას. ასეთ დროს თიბისი დაზღვევა, 6 თვის განმავლობაში, შენ ნაცვლად გადაიხდის ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებას.

    შეგიძლია დააზღვიო შემდეგი ტიპის სესხები: სამომხმარებლო, იპოთეკური, ავტოსესხი და განვადება.

    დაზღვევის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენაა საჭირო. დაზღვევის ფასი იწყება 4 ლარიდან და გამოითვლება ინდივიდუალურად, ღირებულება დამოკიდებულია სესხის ოდენობას და შერჩეულ ლიმიტზე,ყოველთვიური მაქსიმალური ანაზღაურების ლიმიტი 500 ლარია.

    დაზღვევის შესაძენად აუცილებელია:
    • იყო მინიმუმ 21 წლის
    • დასაქმებული იყო საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში
    • ბოლო 1 წლის მანძილზე გქონდეს უწყვეტი სამუშაო სტაჟი საქართველოში

    რა შემთხვევები ანაზღაურდება: სამსახურიდან დათხოვნა და შრომისუუნარობა, უბედური შემთხვევის შედეგად.

    სესხის დაზღვევის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, თიბისი დაზღვევის ფილიალებში და ონლაინ არის შესაძლებელი.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში ცოფს ებრძვიან-ვირუსით გალში ერთი პირი გარდაიცვალა

    ოკუპირებულ გალში ცოფის ვირუსით  მამაკაცი გარდაიცვალა.
    ოკუპირებულ აფხაზეთში მსჯელობენ, რომ შეაჩერონ  ცოფის ვირუსის გავრცელება. გალის ადმინისტრაციაში, განგაშის გამო თათბირზე ცოფის დამარცხების სტრატეგია განიხილეს.

    გალის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გიორგი შონიამ განმარტა, რომ მხოლოდ ერთ დღეში ძაღლისა და კატის დაკბენის გამო სამედიცინო დაწესებულებას 15-მა ადამიანმა მიმართა.

    არსებული ინფორმაციით,ოკუპირებულ  აფხაზეთში არ აქვთ ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინა.

    მოსახლეობას მოუწოდეს. აცრან  შინაური ცხოველები, იმისთვის რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

    გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის თემურ ნადარაიას  განმარტებით,აუცილებელია ცოფის თავიდან აცილების მიზნით რეგიონში აქტიური ღონისძიებები გატარდეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა საჭირო ვაქცინა მათ არ მოეპოვებათ.

  • რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს

    როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებაა. ივლისის მეორე კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა და მათ შორის, თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორები 78.6%-ით შემცირდა. სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით იმავე დონეზე იყო. ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. პუბლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/Flight-ban-impact

    წინასწარი შედეგები თანხვედრაშია თიბისი კვლევების 24 ივნისის პუბლიკაციაში გაკეთებულ პროგნოზებთან https://www.tbcresearch.ge/en/Research/Russia-sanctions-on-tourism

    თუ გსურთ თიბისის მაკროეკონომიკური და სექტორული, თიბისი კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „subscribe“ უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge

  • თიბისი ბანკმა ResponsAbility Investments-ისგან 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

    თიბისი ბანკმა და ResponsAbility Investments-მა ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.

    „თიბისი ბანკი ResponsAbility Investments-თან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ეს ჩვენ მიერ განხორციელებული უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რაც მხარეებს შორის ნაყოფიერი და წარმატებული პარტნიორობის დასტურია. მოზიდული ფინანსური რესურსი თიბისი ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში წამყვანი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

    ResponsAbility Investments-ი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ინვესტიციების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ის 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, რაც კერძო სესხებითა და კაპიტალით 90 ქვეყანაში ინკლუზიური ბიზნესმოდელის მქონე 540 კომპანიის ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება.

    ResponsAbility Investments-ი 2003 წელს დაარსდა და მისი მთავარი ოფისი ციურიხში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივი ოფისები განთავსებულია ბანგკოკში, ჟენევაში, ჰონგკონგში, ლუქსემბურგში, მუმბაიში, ნაირობიში, ოსლოსა და პარიზში.

  • ბათუმის თიბისი გალერეა გურამ წიბახაშვილის გამოფენას – „ზამთარი გადატანილია“ უმასპინძლებს

    20 ივლისიდან, ბათუმის თიბისი გალერეა გურამ წიბახაშვილის გამოფენას – „ზამთარი გადატანილია“ უმასპინძლებს. ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის შეძენა კი მსურველებს მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“ შეეძლებათ.

    ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნები გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, ამ ფოტოების ისტორიებსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს. წიგნი თიბისისა და გამომცემლობა „ინდიგოს“ თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა.

    გამოფენისა და წიგნის სათაურს ავტორი თავადვე ხსნის წიგნში მოყოლილი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ისტორიით:

    „ტყუილი ქვეყანა იშლებოდა.

    გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო.

    როგორც ყოველთვის, ეს ცვლილებაც იყო ძალიან მტკივნეული და აუცილებელი. უბრალოდ, არ გვეგონა, რომ ტკივილიც გადასატანი გვქონდა და თავიდან, მარტო გვიხაროდა.

    მამუკა ცეცხლაძე მოვიდა ერთხელ, მაგას შეუძლია ძალიან მსუბუქად გითხრას მძიმე რამეები და მოდი, გამოფენა გავაკეთოთო. დავთვალოთ, რამდენი ვიქნებით შემოდგომაზე და მერე მარტში ვნახოთ, რამდენი დავრჩებითო. გამოფენასაც ეგრე დავარქვით – ზამთარი გადასატანია.“

    ამ გამოფენიდან 25 წლის შემდეგ გურამ წიბახაშვილი დროში მოგზაურობს და თავის ფოტოებში საქართველოს ისტორიის იმ გარდამტეხ მონაკვეთს აღწერს, რომელშიც, ერთი მხრივ, ახალდაბადებული სახელმწიფო ურთულეს პერიოდს ებრძვის, მეორე მხრივ, კი ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას.

    წიგნი და გამოფენა 1987-1995 წლების საქართველოს ისტორიის ერთდროულად ვიზუალური და ტექსტუალური ფორმატებით გაცოცხლების, გააზრებისა და შეჯამების საშუალებას იძლევა. 1990-იანი წლების ისტორიებს წიგნში თავმოყრილი ამბების გმირები ცოცხლად იმ ფილმში ჰყვებიან, რომელიც თიბისის ორგანიზებით სტუდია – “Film Asylum“-მა მოამზადა. ფილმი ხელოვნების სხვადასხვა დარგის – კინოს, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის ისეთ წარმომადგენლებს აერთიანებს, როგორებიც არიან: ლაშა ბაქრაძე, გოგი გვახარია, ლადო ბურდული, ილიკო ზაუტაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, მანანა არაბული, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეო ხატიაშვილი, რობი კუხიანიძე და სხვები. ფილმი ექსპოზიციის ნაწილად იქცა და მისი ნახვის საშუალება გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს აქვთ.

    გამოფენა ბათუმის თიბისი გალერეაში (ზუბალაშვილის N 37) 20 ივლისს, 19:00 საათზე გაიხსნება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

  • თიბისი IT აკადემიაში სტუდენტების მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

    თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს კურსებზე – UX და NET. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 31 ივლისამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ:

    · UX – https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7

    · NET – https://forms.gle/7Ptn8iyexPZyfgBQ6

    თიბისი IT აკადემიაში სწავლა უფასოა. საგანმანათლებლო პლატფორმა ერთი მხრივ, აერთიანებს ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი, მეორეს მხრივ, კი მათ შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.

    თიბისი IT აკადემიაში განათლების მიღება ჟიურის მიერ შერჩეულ სტუდენტებს შეუძლიათ. 4 თვის განმავლობაში, ახალგაზრდებს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე.

    სტუდენტების პირველმა ნაკადმა IT აკადემიაში 4 თვიანი კურსი უკვე გაიარა. თიბისის გადაწყვეტილებით, აკადემიის 25-ვე კურსდამთავრებული სტუდენტი თიბისი ბანკსა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდება.

    „თიბისი მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. გარდა ამისა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თიბისი ავითარებს ეკოსისტემებს, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის მონაწილე კომპანიები ინტეგრირებული სერვისების მიწოდებით ქმნიან ღირებულებას მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ფინანსური ტექნოლოგიების ცოდნის შეძენა და გავრცელება მთელ ბაზარზე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება თიბისი IT აკადემიის დაფუძნება. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კურსზე სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა სტუდენტმა შეძლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კარგი განათლების მიღება“, – ამირან შეროზია, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/it-academy.

  • საბკულტურა – ღია სივრცე წიგნის მოყვარულთათვის

    ფაბრიკაში გუშინ „საბას“ ახალი ინიციატივის, პროექტ „საბკულტურის“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის წიგნის მოყვარულთა და მკითხველთა ახალი მოძრაობა, რომლის წევრებსაც სჯერათ, რომ კითხვა ცვლის ფიქრებს, ფიქრები – ქმედებებს, ქმედებები კი გარემოს.

    „საბკულტურა“ გულისხმობს თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც წიგნებზე და წიგნებიდან მიღებული ცოდნის გარშემო საუბარი და დისკუსია მარტივი იქნება, როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სივრცეში.

    იმისათვის, რომ კითხვა უფრო საინტერესო და ყოველდღიური პროცესი გახდეს, „საბა“ გეგმავს არაერთ პროექტსა და აქტივობას, სწორედ ამის დასაწყისია განახლებული Saba Reader-იც.

    „საბკულტურა“ „საბას“ და „ლივინგსტონის” ერთობლივი პროექტია, რომლის შედეგადაც Saba Reader-ს ისეთი ფუნქციები დაემატა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით საუკეთესო კითხვის გამოცდილებას ემსახურება და კითხვა სასიამოვნო, ყოველდღიურ პროცესი იქნება.

    პრეზენტაციის დასასრულს ლევან ბერძენიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

    „საბა“, რომელიც 17 წლის წინ თიბისის ხელშეწყობით შეიქმნა, ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემიაა საქართველოში. 2012 წლიდან მას ელექტრონული წიგნების წამყვანი, ინოვაციური ვებპლატფორმა დაემატა, დღეს ელექტრონული წიგნების სახლს 190 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მის კატალოგში 6000-მდე ელექტრონული წიგნია.