Category: არქივი

  • “ღარიბაშვილმა 15 წუთში დაფქვა,მე არ ვიყავი,კალაძე იყოო“ — ვინ ესროლა ოქრუაშვილს 2016 წელს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ  2016 წელს მას ქართული ოცნების მაღალჩინოსნების დავალებით ესროლეს. როგორც მან გადაცემა რეაქციაში განაცხადა, სროლა სწორედ იმ დოკუმენტს უკავშირდება, რომლის საფუძველზეც ის რუსთავი 2-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებს.

    “2016 წელს, როდესაც მომთხოვეს ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა პრეტენზიებზე, თქვენ გგონიათ ვიღაც ხამსამ მესროლა? ღარიბაშვილს შევუთვალე, შენ იდექი ამის უკან მეთქი და 15 წუთში დაფქვა მე არ ვიყავი კახა კალაძე იყოო. ამ დოკუმენტის მიცემაზე რომ უარი ვუთხარი, ამის მერე მესროლეს. მათ მშვენივრად იცოდნენ რომ ეს  არის ნამდვილი. გგონიათ, ეს დოკუმენტი რვა თვე სამხარაულში რომ დევს ექსპერტიზაზე, ივანიშვილს გარკვეული არ აქვს ნამდვილია თუ არა?” — განაცხადა ოქრუაშვილმა.

    2016 წელს გორში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. იმ პერიოდში კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი კი არცერთ თანამდებობას აღარ იკავებდა. 

    ოქრუაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან სწორედ ამ პერიოდში  ესროლეს. მაშინ თავდასხმის შედეგად ოქრუაშვილის თანმხლები ორი პირი დაიჭრა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. სროლაში მმართველი პარტია ქართული ოცნება დაადანაშაულა.

    გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. მას  17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

  • ბესელია ივანიშვილს “ყველა კარტის გახსნით“ ემუქრება

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მორიგი თავდასხმა ეკა ბესელიაზე – ყოფილ თანაგუნდელებს შორის დღეს დაპირისპირებამ უკიდურეს ნიშნულს მიაღწია. კობახიძე – ზარდიაშვილი – მდინარაძის დაჯგუფებამ დღეს ეკა ბესელიაზე ახალი იერიში მიიტანა. ვანო ზარდიაშვილი არა მხოლოდ ეთიკის ფარგლებს გასცდა, არამედ შეურაცხყოფაზე გადავიდა და ერთ დროს თანაგუნდელ დეპუტატს ვირთხა უწოდა.

    ზარდიაშვილი განსაკუთებით აგრესიული ტონით კამერის წინ რამდენიმეჯერ გამოჩნდა და ერთადერთი სამიზნე ჰყავდა – ეკა ბესელია. “ოცნების” ახალმა სახემ პარტიის ვეტერანი წევრი კორუფციულ გარიგებებშიც ამხილა. ზარდიაშვილი ამტკიცებს, რომ ეკა ბესელია “რუსთავი 2-ის” ფარული ინფორმატორი იყო და გუნდის კულუარულ ამბებზე ინფორმაციის არხს აწვდიდა.

    კობახიძე – ზარდიაშვილი – მდინარაძის დაჯგუფებიდან დღეს კამერების წინ მხოლოდ უსტატუსო დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ჩანდა. იერიშს მალევე შეუერთდა დავით მათიკაშვილი, რომლის სამრეცხაო ბიზნესინტერესების შესახებ რეპორტაჟი “შაბათის კურიერმა” მოამზადა, მათიკაშვილი დღეს ეკა ბესელიას ოცნების შიდა ამბების გავრცელებაში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ “რუსთავი 2-ის” ინფორმატორი “ოცნებიდან” დემარშით წასული დეპუტატია.

    ეკა ბესელია, რომელიც ზარდიაშვილის თავდასხმის ობიექტი პირველად არ გამხდარა, ფიქრობს, რომ მდინარაძე-კობახიძის დაჯგუფებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ამიტომ, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ გახსნის ყველა კარტს და ღიად ილაპარაკებს “ოცნების” შიდა ამბებზე, რომელიც დღემდე არ თქმულა.

    ეკა ბესელიაზე შეტევის მორიგი ეტაპზე “ქართულმა ოცნებამ” ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბესელიას განცხადებებს – პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოძიებაზე – დამღლელი უწოდა. დღეს კი მაია ცქიტიშვილმა უფრო მძიმე განაცხადი გააკეთა. თქვა, რომ არაეთიკური არაფერი უთქვამს და ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

    ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში განაცხადს შეიტანს. უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი უნდა დატოვოს და ამისთვის ბრძოლა უკვე დააანონსა.

  • “გაგიკვირდებათ და ვგაზავ”-გვარამია და ნაყოფია კიევში გაემგზავრნენ

    “რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი კობა ნაყოფია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააფიქსირეს.

    ფოტომასალა “პრაიმტაიმმა” გაავრცელა. თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენა ცოტა ხნის წინ შესრულდა.  გვარამიამ დაადასტურა რომ კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

    “გაგიკვირდებათ და ვგაზავ. ყველა დამფუძნებელი იქაა შეკრებილი და ანგარიშის ჩასაბარებლად და მომავალი სტრატეგიის დასაგეგმად მივდივარ. მიშას ვნახავ თუ არა, ეს თუ გაინტერესებთ, კიევშია თუა ვნახავ, თუ არაა – ვერ ვნახავ.

    ისე აწი კიდე ბევრგან დავგაზავ, და ბევრ ვინმეს შევხვდები. აბა რა გგონიათ, მოვკვდი და ჩავყევი რ2 საფლავში თუ უკეთესს ვერ მოვიფიქრებ რამეს. ვაი თქვენ პატრონს, ვინც ასე ფიქრობთ”-დაწერა გვარამიამ.

    შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშმა გადაიფორმა. ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი სწორედ კობა ნაყოფიას შვილი ნიკოლოზ ნაყოფია იყო.

  • ქუთაისში მამაომ გაზგასამართი სადგური აკურთხა (ვიდეო)

    ქუთაისში მამაომ ერთ-ერთი გაზგასამართ სადგური აკურთხა. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეო მასალას ფეისბუქის  ერთ-ერთი მომხმარებელი მარიამ კუხიანიძე ავრცელებს. 

    ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს პროცესი, როგორ აკურთხა მამაომ გაზგასამართი სადგური.სოციალურ ქსელში ვიდეოს და ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

  • “კნუტი იყო გაჩხერილი ერთ-ერთ აივანზე”-სამაშველო ოპერაცია იოსებიძის ქუჩაზე

    თბილისში,იოსებიძის ქუჩაზე აივანზე გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაციაში პოლიციელები,  მაშველები და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები  იყვნენ ჩართულები.

    გადარჩენილი კნუტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა თამთა ასათიანმა გაავრცელა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნება და ის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

  • ფოთში 4-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში ბანაობა აიკრძალა

    ფოთის სანაპირო ზოლზე წითელი დროშები აღმართეს, რაც იმას ნიშნავს რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციიით, ამ დროისთვის ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია.

    საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, 25 ივლისამდე შენარჩუნდება.

  • დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის საქმე – ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა

    დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს სასამართლომ უვადო პატირობა შეუფარდა. გამოძიების თანახმად, გურამ კვეზერელი ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ მოკლეს, წელიწადნახევრის შემდეგ კი გარდაცვლილის ცხედარს სამართალდამცველებმა კოჯორში, ყუფარაძის კუთვნილი სახლის ეზოში მიაკვლიეს.

    მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებმა კვეზერელების საცხოვრებელი სახლიდან 12 000 დოლარი, ცეცხლსასროლი იარღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. არსებული ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე და გიორგი გოშაძე წარსულში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდნენ.

    2 თვის წინ გამყრელიძეების ოჯახის ორი წევრი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

  • საქართველოში არაფერი გესაქმებათ -დუმა რუსებს საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს

    რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ დეგტიაროვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებმა თავისუფლად შეიძლება ჩაანაცვლოს საქართველო. 

    სპეციალურ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ 2018 წელს რუსეთიდან საქართველოში დასასვენებლად 2 მილიონი ტურისტი წავიდა და მათ მთლიანობაში 3,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც ქვეყნის მშპ-ს 10%-ს შეადგენს.

    დეგტიაროვმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად სამართლიანად მიიჩნევს საქართველოსთან რეგულარული რეისების შეწყვეტას, რადგან „ტურისტების უსაფრთხოება ამ ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი“.

    “რა შეიძლება რუს ტურისტებს შევთავაზოთ სანაცვლოდ? ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები მშვენიერი, თანამედროვე და იაფია. გვაქვს რეგულარული პირდაპირი ფრენები მახაჩყალასა და გროზნიში, ვლადიკავკაზში, ნალჩიკში და მინვოდში. გამარჯობა ჩრდილოეთ კავკასია, ყველა გველოდება, ყველა მუშაობს. იქ ყველა რუსულად ლაპარაკობს და რუსულ რუბლს იყენებენ. არის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები და საქართველოში კი არაფერი გესაქმებათ”, – განაცხადა დეგტიაროვმა.

    რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. ეს ყველაფერი კი “გავრილოვის ღამეს” მოჰყვა.

    მისმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა საზოგადოება გააღიზიანა, შედეგად, მას ვიზიტის სასწრაფოდ შეწყვეტა და რუსეთში დაბრუნება მოუწია, სავარძლის მეპატრონე ირაკლი კობახიძეს კი თანამდებობის დატოვება. გავრილოვის გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. [შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ასეული დაიჭირეს, ხოლო ორი ცალი თვალით დაბრმავდა]

  • თბილისის მერია ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსს შეიძენს

    თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, 24 ივლისს სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.

    ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვედრას გამართავს ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group–ის ხელმძღვანელებთან, ეწვევა ISUZU-ს ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, თანამედროვე EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.

    ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

  • „ეს არის გატუტუცებული, გათავხედებული კაცის სიტყვები” – ლევან გოგიჩაიშვილი ზარდიაშვილის განცხადებაზე

    „ეს არის გატუტუცებული, გათავხედებული კაცის სიტყვები” – ასე ეხმაურება ლევან გოგიჩაიშვილი ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ ეკა ბესელია ვირთხაა და ის კულუარულ ინფორმაციას “რუსთავი 2-ს” აწვდიდა.  გოგიჩაიშვილის თქმით, ვანო ზარდიაშვილი გატუტუცებული ადამიანია.

    „ეს არის უზრდელობა, გატუტუცებული, გათავხედებული კაცის სიტყვები არის. ამას რომ ლაპარაკობ შენ კოლეგა ქალზე და პრეტენზია გაქვს, უკვე აღარაფერში აღარ ზიხარ. ფსკერის ქვემოთ არის, ფსკერის ქვემოთ ადამიანებზე მე არ ვაკეთებ კომენტარს,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.