“კნუტი იყო გაჩხერილი ერთ-ერთ აივანზე”-სამაშველო ოპერაცია იოსებიძის ქუჩაზე

Written by

in

თბილისში,იოსებიძის ქუჩაზე აივანზე გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაციაში პოლიციელები,  მაშველები და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები  იყვნენ ჩართულები.

გადარჩენილი კნუტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა თამთა ასათიანმა გაავრცელა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნება და ის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *