Category: არქივი

  • “საბრალო ბიძინა ივანიშვილი” – ეკა ბესელია

    “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც დეპუტატმა ეკა ბესელიას ვირთხა უწოდა.

    ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს აღნიშნული განცხადების გამო ლაჩარი და არარაობა უწოდა.

    “საბრალო ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება ზარდიაშვილისნაირი სპიკერები და ის, რომ დღეს ზარდიაშვილი, რომელიც კაკო ბობოხიძემ ყველაზე უკეთ დაახასიათა პლენარულ სხდომაზე და მას მე პირველად დავეთანხმე აბსოლუტურად, რა როლის შემსრულებელი იყო ის ადეიშვილის კარზე და რისი მატარებელი გახლდათ ეს არარაობაა, ეს უთხრა პირდაპირ ბობოხიძემ და ხმა ვერ ამოიღო ამ მხდალმა, ამ ლაჩარმა ადამიანმა. გაფრთხილებას ვაკეთებ ახლა ძალიან მკაფიოდ. ამ არარაობას ახლა, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფრად არ ვთლი, ამას რომ არ ვაპატიებ, ეს თავისთავად ცხადია. მის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხს დავაყენებ ეთიკის საბჭოში, რომ მას დაატოვებინონ საერთოდ პარლამენტის მანდატი, რომელიც მოიპოვა ჩინჩალაძის წყალობით და მისი შუამავლობით ჩაასმევინა „ქართულ ოცნებას“ თავი. ამას აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს და მასაც მოვთხოვ პასუხს, რა თქმა უნდა, ისე, რომ მასთან არავითარ პოლემიკაში არ შევალ, იმიტომ, რომ აი, ამაზე უფრო დაბლა ადამიანი ფსკერი არ არსებობს და მინდა ივანიშვილი გავაფრთხილო, თუ ასეთ არარაობებს კვლავ გამოიყვანს სპიკერად აი, ასეთი სიბინძურეების სალაპარაკოდ, ძალიან მკაცრი იქნება და ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება ჩემი პასუხები. აი, აქ დავსვამ მე ახლა წერტილს და მემგონი, გასაგებად ვლაპარაკობ,“- განაცხადა ბესელიამ.

  • ახალი ტაქსი თბილისის ქუჩებში-ძმები დედის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან

    თბილისის ქუჩებში ახალი ტაქსი გამოჩნდა წარწერით, “მაიასთვის – დავამარცხოთ ლეიკემია”. მგზავრობის ფასი განსაზღვრული არ არის, რადგან ტაქსი საქველმოქმედო დანიშნულებისაა. წამოწყება ნიკა და რატი ქართველიშვილებს ეკუთვნით, რომლებიც დედის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

    “მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ორი დღეა, რაც ჩვენი ოჯახის ძველი მანქანა დავასტიკერეთ და მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა, ჩვენი ტაქსი საქველმოქმედოა, აქ არავინ არავის არ ევაჭრება, თუ მგზავრს არ აქვს საშუალება უფასოდ მიგვყავს დაიშნულების ადგილზე, ხოლო თუ აქვს რაიმე საშუალება მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას თავისი სურვილისამებრ, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედას ჯანმრთელობას მოხმარდება.

    ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ერთი ლარით მაინც გვეხმარება და მომავალში დაგვეხმარება, უთქვენოდ მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობისთვის საკმარისი თანხის მოგროვება.

    მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავერთიანდეთ დედასთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.

    p.s გთხოვთ ამ პოსტის გავრცელებაში დამეხმაროთ, რათა მარტივად ამოიცნონ მოქალაქეებმა ტაქსი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად((

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მჯერა, რომ მე და რატი თუ ვერა, ღმერთი აუცილებლად ყველას სიკეთით გადაგიხდით”-წერს ნიკა ქართველიშვილი.

  • “მადლობა მინდა მოვუხადო ნოდარ მელაძეს… მან დაადასტურა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია” – ვანო ზარდიაშვილი

    უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა, ნოდარ მელაძის განცხადების საპასუხოდ, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ცოტა ხნის წინ “რუსთავი2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მას უსმენენ. 

    ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მელაძის ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ ეკა ბესელია ნამდვილად იყო რუსთავი 2-ის  ინფორმატორი.

    „დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ბატონ ნოდარ მელაძეს. მან პრინციპში დაადასტურა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. მისი კომენტარიდან მე ამოვიკითხე ეს. ოღონდ მან საიდან მოიტანა, რომ მოსმენებით მოხდა ამის დადგენა, ეს არის ისევ “რუსთავი 2-ის” ნარატივი. მე გეტყვი, საიდან მოხდა ამ ფაქტების დადგენა. ეს იყო ჩემი დაკვირვება, როდესაც მხოლოდ ის ინფორმაციები ჟონავდა უმრავლესობიდან, რომელიც ეკა ბესელიას აწყობდა და არ შედიოდა სხვა არავის ინტერესში. ხოლო არ ჟონავდა ისეთი ინფორმაციები, რომელიც ეკა ბესელიასთან მიმართებაში კორუფციულ ბრალდებას ეხებოდა. პირველი ეს და ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, რომ ამის დაკვირვების საშუალება გვქონოდა. ასევე გაგიმხელთ, რომ მათ შორის ჩემი წყარო იყო ერთ-ერთი “რუსთავი 2-ის” თანამშრომელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ნოდარ მელაძემ აღიარა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. შესაბამისად, ჩემი წყაროს ინფორმაცია იყო ზუსტად და მადლობა ნოდარ მელაძეს. მე მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარებოდა. ყოჩაღ მას. ყოფილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავდა წყაროდ, რომელსაც, როგორც ჩანს, ხშირად აწვდიდა ინფორმაციებს,

    ეკა ბესელია ნაბიჯს არ დგამს ისე თუ რაიმე ფინანსური დაინტერესება არ აქვს. მას თუ საშუალებას მისცემ, იგი აუცილებლად ჩაიძირება კორუფციაში. რისი საშუალებაც არ მისცა სასამართლო ხელისუფლებამ. მას პირდაპირი ინტერესები ჰქონდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში დაენიშნა მოსამართლეები და მან ეს ვერ მიიღო. შესაბამისად, გამწარდა და იკადრა უკადრებელი,“ – განაცხადა  ზარდიაშვილმა.

  • გენპროკურორის საეჭვო დიპლომი- რომელ საგანში გამოჰყვა თადუმაძეს 3-იანი

    “მე არაფერი დასამალი არ მაქვს, არც დიპლომი” –  გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე  მისი დიპლომის ირგვლივ არსებულ შეკითხვებს ეხმაურება. მისი მტკიცებით, დიპლომთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები არ არსებობს.

    “კურიერის” ინფორმაციით კი, შალვა თადუმაძის დიპლომში გარკვეული უზუსტობებია. დიპლომის მიხედვით, თადუმაძეს დამთავრებული აქვს “თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი”.
    “რუსთავი 2-ის” მიერ მოპოვებულ დოკუმენტში გარკვეული უზუსტობებია წლებთან დაკავშირებით. ნიშნების ფურცელში მითითებულია, რომ 1993-1998 წლებში ამ ინსტიტუტში სწავლობდა შალვა თადუმაძე, თუმცა ოფიციალურად ინსტიტუტი დაარსებულია და ლიცენზია მიღებული აქვს 1994 წელს. თადუმაძე ამბობს, რომ მის მიერ დამთავრებულ უნივერსიტეტს ჩაბარების დროს ლიცენზია ჰქონდა.

    ნიშნების ფურცლის მიხედვით, შალვა თადუმაძეს სახელმწიფო და სამართლის ზოგად ისტორიაში სამიანი (დამაკმაყოფილებელი) გამოჰყვა. ამ საკითხზე ვრცელი კომენტარი მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა არ ისურვა.

    „ეს ჰკითხეთ განათლების სამინისტროს, რადგან ჩავაბარე ე.ი. ჰქონდა სტატუსი, მაქვს ინფორმაცია, არის დიპლომი და არ ვაპირებ წლების და რაღაცების თარგმნას. მით უმეტეს, არ ვიცი რაზე საუბრობთ”-განაცხადა თადუმაძემ.

  • ჩინეთის ყოფილი პრემიერი ლი პენი გარდაიცვალა

    ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ყოფილი პრემიერმინისტრი ლი პენი, რომელიც „პეკინელი ყასაბის“ სახელით არის ცნობილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ლი პენი 1928 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის პოსტს კი 1988-1998 წლებში იკავებდა.

    „პეკინელი ყასაბი“ ლი პენს 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე დემონტრაციის ტანკების გამოყენებით დაშლის გამო შეარქვეს, როდესაც სამხედროებმა ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლეს.

  • თუ ხარ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მომხრე, მაშინ ყველაფერი გეპატიება- გოცირიძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა, „რუსთავი 2“-ის საკითხის გადასაფარად არის გამიზნული.მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხის წამოწევა მათ იმიჯს ანგრევს.

    „ქართულ ოცნებაში“ არის ასეთი პრინციპი – მოიპარე, იქურდე, ოღონდ იყავი ჩვენიანი. თუ ხარ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მომხრე, მაშინ ყველაფერი გეპატიება, ყველაფერი შეგრჩება, ქონებებსაც გადმოგიფორმებენ, ტენდერშიც მოიგებ, მაგრამ საკმარისია ჩამოცილდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ადამიანის მიმართ იწყება ობიექტური თუ არაობიექტური ცილისწამებები და ბრალდებები. ეს არის მათი ჩვეული მეთოდი. ახლა ვინც დატოვებს „ქართულ ოცნებას“, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნებიდან“ ბევრი ადამიანი გავა, ისინიც ერთ მშვენიერ დღეს გახდებიან საძაგლები და საშინელი ადამიანები“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

    ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, ეკა ბესელიას ერთ-ერთმა კოლეგამ კორუფციასთან კავშირზე კითხვები დაუსვა. თუმცა, ვინ დაუსვა კითხვები, ვანო ზარდიაშვილი ვინაობას არ ასახელებს.

  • ირანთან გარიგების დადება სულ უფრო ნაკლებად მსურს – ტრამპი

    შეერთებული შტატები ირანთან გარიგების დადების სურვილს კარგავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. მიზეზად კი პრეზიდენტმა ირანის მიერ გადადგმული ნაბიჯი დაასახელა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ირანელების მხრიდან ყველანაირ ქმედებას ელის, მათ შორის გონივრულ ნაბიჯსაც.

    ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა ირანში 17 ადამიანის დაკავება. თეირანმა მათ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა და რამდენიმეს შეერთებული შტატების სპეცსამსახურთან თანამშრომლობისთვის სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანა.

    პარალელურად, ვაშინგტონმა ჩინურ კომპანიას სანქციების დარღვევისა და ირანული ნავთობის შეძენისთვის სანქციები დაუწესა.

  • ” ტირილით დამსდევდა რო გამარჯობა მეთქვა და დავლაპარაკებოდი”- ბესელია ზარდიაშვილზე

    ამ არარაობასთან ერთად როგორ უნდა გავჩერებულიყავი “ქართულ ოცნებაში”, ტირილით დამსდევდა, რომ სალამი მიმეცა და დავლაპარაკებოდი, ასე აფასებს დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილის განცხადებას მის კორუმპირობასთან დაკავშირებით.

    “ამ არარაობასთან ერთად როგორ უნდა გავჩერებულიყავი “ქართულ ოცნებაში”. იმდენი ხანი, რამდენიც მომიწია წელიწადნახევარი, როდესაც ჩინჩალაძის თხოვნით შემოიყვანეს “ქართული ოცნების” სიით, მომიწია მასთან ერთ სივრცეში ყოფნა. მე ზარდიაშვილს უფლებას არ ვაძლევდი, რომ ჩემთან ოთახში შემოსულიყო. ტირილით დამსდევდა, რომ სალამი მიმეცა და დავლაპარაკებოდი. იმ დონის ფსკერია ზარდიაშვილი, რომ მასზე კომენტარი არ ვიცი როგორ გავაკეთო”, განაცხადა ბესელიამ.

    შეგახსენებთ, დღეს უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელია კორუმპირებულია. „მის პარტიაში ვინს გაწევრიანდება, ან დოლარებისთვის მიდის, ან დოლარების მისაღებად“, – განაცხადა

  • სუსი მისმენს უკანონოდ-ნოდარ მელაძე

    „კურიერის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი  ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უსმენენ. მელაძე ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

    „დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, “რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც “კურიერისთვის” მომზადდა, მათ შორის “ქართული ოცნების” დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. ამ ინტერვიუთი დგინდება.

    1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართელი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

    2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.

    3. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა. “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი. Eka Gigauri Mikheil Benidze Giorgi Mshvenieradze Sulkhan Saladze Baia Pataraia Nino Lomjaria
    პ.ს. ანუ ეთერში 100 % სიზუსტით ვყვებოდით ყველაფერს რომ ამტკიცებდით იგონებთო”, – წერს ნოდარ მელაძე.

    მელაძის გაკომენტარი  ვანო ზარდიაშვილის განცხადებას მოჰყვა.  “ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, რომ ეკა ბესელია მმართველი პარტიის სხდომებიდან ინფორმაციას ნოდარ მელაძეს აწვდიდა.

  • ახალციხის მთავარ საათს მეხი დაეცა

    ახალციხის ცენტრში მდებარე საათი  მიმდინარე წლის აპრილში დადგეს. ბოლო ორი თვეა კი გაჩერებულია.  აღმოჩნდა, რომ საათს მეხი დაეცა და მისი მექანიზმი დაზიანდა.

    ამის შესახებ ადგილობრივ გამოცემას, “სამხრეთის კარიბჭეს” ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

    ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საათის დაზიანებულ მექანიზმს უახლოეს მომავალში შეცვლიან.