Category: არქივი

  • თიბისი ბანკის ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

    თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო დარწმუნებულია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, – ამის შესახებ თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი.

    „ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.

    მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეცდეებიან კვლავ შეუერთდნენ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში 26 ივლისს მოუსმენენ

    26 ივლისს, პარლამენტში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ.

    დვალი და აქიმიძე  დამოუკიდებელ დეპუტატებს ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან.

    დეპუტატების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ “რუსთავი2-ის” საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყოს საჯარო.

    დავით დვალმა განაცხადა, რომ ის მიესალმება დამოუკიდებელ დეპუტატთა ინიციატივას და პარლამენტში ჯარჯი აქიმიძესთან ერთად მივა.

  • “ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს, სანამ ეს აბსურდული პროცესი არ დასრულდება”-ხაზარაძე და ჯაფარიძე

    მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებს გამოძიების დასრულებამდე ტოვებენ.ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

    “როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა თბსბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 % გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციოერებმა დღეს 130 მლ დოლარით იზარალეს . წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ქონდა.
    ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.
    აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი . ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას.
    სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!”- წერს მამუკა ხაზარაძე.

  • ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ 24 საათით წყლის მიწოდება შეუწყდება

    თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდება.

    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე, 2.3 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელები შეიცვალა.

    პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ სისტემაზე საკვანძო ჭები, ჰიდრანტები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. აღნიშნულ ორ მონაკვეთზე წყალმომარაგების სიტემის განახლებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აგვისტოს პირველ კვირაში დაასრულებს.

    ხვალ კი, კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განმარტავს, რომ სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 ივლისს 10:00 საათიდან 27 ივლისს 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.

  • თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედანის, ვერეს ბაღის, ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის, თვალჭრელიძის, ნიკოლაძის, ბოცვაძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერეს, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, ახვლედიანის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, გოგებაშვილის, ტატიშვილის, გუნიას, შანიძის, კერესელიძის, გალის, ჯანაშიას, ბარნოვის, აბაშიძის, თერგის, მილორავას, ყაზბეგის, ბელინსკის, პეტრიაშვილის, მაჭავარიანის, ერისთავ-ხოშტარიას, ზანდუკელის, გუდაურის, თარხნიშვილის, ბაშალეიშვილის, ჭოველიძის და რჩეულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ფატმანის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბუდაპეშტის და გურამ ფანჯიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, IV, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ქავთარაძის, შავიშვილის, თოფურიას, ჟღენტის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის და პაბლო პიკასოს ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიას, ყაზბეგის გამზირის, შავგულიძის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძის, იოსელიანის, ჯიქიას, დავით თავხელიძის, ფხაკაძის, თოფურიას, პოლიტკოვსკაიას, უნივერსიტეტის და ანა კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები -გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და შოთა ნიშნიანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “უბიწოებას ქადაგებდე და 7 წელი ბიძინას ლოგინში იწვე, მაგას განსაკუთრებული ნიჭი უნდა“–ოქრუაშვილი უსუფაშვილზე

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი შენების მოძრაობის ლიდერს ღიად დაუპირისპირდა.

    22 ივლისს, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წელს ივანიშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დასამყარებლად შუამავლობა პარლამენტის  მაშინდელ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს თხოვა. ჩვენება კი, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ რუსთავი 2 დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წაართვეს, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მისცა. ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს 2014 წლის მოკლე ტექსტური შეტყობინება წაუკითხა, სადაც, მისი თქმით, დავით უსუფაშვილი გადასცემს ბიძინა ივანიშვილის გზავნილს, რომ ირაკლი შოთაძე დაუკავშირდებოდა, ისაუბრებდნენ და დანარჩენზე მერე ილაპარაკებდნენ.

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქრუაშვილს 2014 წელს მართლაც შეხვდა და ხელისუფლებისთვის მისი გზავნილის გადაცემას დაპირდა, უსუფაშვილმა დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ  ოქრუაშვილის ცრუ ჩვენების შესახებ არაფერი იცის. “ მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, რაც დაახლოებით ასეთი იყო: პროკურატურასთან თანამშრომლობისა და ჩვენებების ნაწილში ირაკლი შოთაძე დაუკავშირდებოდა, ხოლო დანარჩენ საკითხებზე მომავალში იფიქრებდნენ და იმსჯელებდნენ.

    ამის შემდეგ მე არ მქონია არანაირი შეხება ამ თემასთან, მათ ურთიერთობასთან და ა.შ. ანუ, ყოველგვარი საუბარები იმის თაობაზე, რომ ის რაიმე ყალბი ჩვენების მიცემას აპირებდა, მზად იყო სიცრუისთვის და რაღაც ამ ტიპის ნონსენსები, ჩემთან ოქრუაშვილის საუბარში, ცხადია, არ ყოფილა ნახსენები და ვერც იქნებოდა. ესაა სიმართლე. დანარჩენი ახლა, ვის რა და როდის სჭირდება, ეს ცოტა რთული საქმეა”– თქვა უსუფაშვილმა. ამ განცხადებების შემდეგ ოქრუაშვილმა და უსუფაშვილმა რამდენიმე სატელევიზიო ეთერში მიიღეს მონაწილეობა, სადაც უსუფაშვილმა ოქრუაშვილის განცხადებებს მწვავე შეფასებები მისცა.

    ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:

    “თუ გაკრეფაა ბარემ ბოლომდე გაიკრიფოს შუა. ღიად გამოჩნდეს ვინ ბიძინასთანაა და ვინ მის წინააღმდეგ.

    ისე იყო უსუფა გუშინ ტრუსიკიდან ამომხტარი, რომ აშკარად აახია ბიძინამ ყურები – ეს რა ქენი, დანაშაულის თანამონაწილედ როგორ მაქციე, ჩემთან შუამავლობა რომ დაუდასტურეო.

    გვიან მიხვდით შეცდომა რომ დაუშვით?

    მთელი ცხოვრება უბიწოებას ქადაგებდე და 7 წელი ბიძინას ლოგინში იწვე, მაგას განსაკუთრებული ნიჭი უნდა.“

  • მკვლელობა გურამიშვილზე- ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

    ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის  გამზირზე  დაახლოებით 20-21 წლის ახალგაზრდები არიან.საცხოვრებელ კორპუსში  ორი ახალგაზრდის ცხედარი  ერთ-ერთი მოკლულის მამამ ნახა. მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში მე-6 სართულზე დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა.

    მკვლელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • თბილისში შესაძლოა, მგზავრობა გაძვირდეს – საერთაშორისო სააგენტომ გაძვირების რეკომენდაცია გასცა

    თბილისში შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდეს. თბილისის მერია ინფორმაციას უარყოფს, თუმცა გაძვირების რეკომენდაცია უკვე გასცა საერთაშორისო სააგენტომ, რომელიც მერიის დაკვეთით სატრანსპორტო ქსელის შექმნაზე მუშაობს.

    მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. სააგენტომ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ექსკლუზიურ ინტერვიუზე დაყრდნობით ახსნა, რომ ინტეგრირებული ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდოს.

    ფრანგულ კომპანიას დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კვლევა მერიამ დაუკვეთა. ამის მიხედვით შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და მგზავრი ერთი ბილეთით საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.

    საკრებულოს ოპოზიცია უკვე აანონსებს, რომ არ დაუჭერს მხარს გაძვირების გადაწყვეტილებას და მერიას საკუთარ გაანგარიშებებს სთავაზობს. ლევან ხაბეიშვილი ამჯერად მერიას სოციალურად დაუველი ადამინების კვებისათვის საჭირო თანხების დაანგარიშევას სთხოვს. „ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ ტარიფის ზრდა კლების ნაცვლად, მერიის არასწორ პოლიტიკას ნიშნავს.

    სატრანსპორტო ექსპერტები ერთიანი საგადასახადო სისტემის შემოღებას – ტრანსპორტის საერთო ტარიფით ხედავენ. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი აზრის შესწავლითაა დაკავებული.

    2021 წლიდან თბილისის მერია ახალი სატრასპორტო სისტემის დანერგვას გეგმავს. ახალ ავტობუსებთან ერთად დედაქალაქში გეგმის მიხედვით, უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურაც. თანხას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა ელექტრონულად, საკუთარ თავზე მორგებული ოფციით გადაიხდის. სავარაუდოდ, ამ პერიოდიდან გაძვირდება მგზავრობის ტარიფიც. თუმცა რამდენით ჯერ ისევ დაუდგენელია.

  • “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება

    იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაშვილი ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ ქრონიკა +“ ის რედაქტორი ელისო კილაძემ ფეისბუქში წერს.

    “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება,რუსთავი 2-ზე მისი მეუღლე ნათია აბრამია.ანუ ,მარტივად ვანო ჩხარტიშვილი ხდება მედიამაგნატი.

    p.s.ცოლ ქმარი იმნაიშვილები დღემდე ულაგებენ ჩხარტიშვილს მედიაში ,თეთრი კონვერტებით”- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში

    მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა, არხის საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე მედიაში სხვადასხვა კანდიდატები სახელდება. ხოლო „იმედის“საინფორმაციოს უფროსის თანამდებობა, ნანა ლეჟავას წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით ვაკანტურია.