Category: არქივი

  • საზარელი ავარია ხულოში-დაღუპულია ბაბუა და შვილიშვილი

    ხულოში ავარიას  ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ღორჯომში მოხდა.

    „უაზის“ მარკის ავტომანქანა, ხრამში გადავარდა. მანქანაში მყოფი 2  მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

    სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოხუცი და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი  ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • “იმედის” საინფორმაციო სამსახურს ირაკლი ჩიხლაძე უხელმძღვანელებს

    ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა, ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიაში დაადასტურეს. 

    ჩიხლაძე ამავდროულად გადაცემების“პირისპირ” და “იმედის კვირის”  წამყვანია.

    საინფორმაციო სამსახურს მანამდე   ნანა ლეჟავა ხელმძღვანელობდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიაში რჩება, თუმცა “ქრონიკაში აღარ იქნება.

    ჯერჯერობით უცნობია, რომელ გადაცემაზე განაგრძობს ლეჟავა მუშაობას ტელეკომპანიაში.

  • ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა საქართველოზე რუსეთის დროშის გადაფარება იქნება – ლევან ბოძაშვილი

    პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.

    მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა და რუსეთისთვის მისი დათმობა, „რუსეთის დროშის გადაფარება იქნება საქართველოზე“.

    „რაღაც მოვლენები უნდა დავაკავშიროთ ერთანეთთან, რომ ლოგიკურ ჯაჭვამდე მივიდეთ. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ და ამ პროექტის მიმართ ზოგადად. დღეს უკვე ცალსახაა, რომ თუ გავრილოვი იყო სიმბოლურობის გარდა, პროპაგანდისტული ელემენტი, რუსული გავლენების გაძლიერებისა საქართველოში, ანაკლიის პორტის დათმობა რუსეთისთვის, ამ პროექტის ჩავარდნა, არის უკვე ფიზიკური არეალი და რუსეთის დროშის გადაფარება საქარველოზე უკვე ფიზიკური თვალსაზრისით, რადგან ეს არის გეოსტრატეგიული ტიპის პროექტი, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განზომილება“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

  • “პრეზიდენტი ნუშისა და ლავანდას პლანტაციებს ესტუმრა”-პრესსამსახური

    “პრეზიდენტი ნუშისა და ლავანდას პლანტაციებს ესტუმრა,” – ეს ინფორმაცია  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

    მაი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა საგარეჯოს რაიონში ნუშისა და სიღნაღის რაიონში ნუკრიანის ლავანდას პლანტაციები დაათვალიერა.

    “პლანტაციებს პრეზიდენტი მცირე და საშუალო აგროპროექტების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში ესტუმრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რეგიონს სხვადასხვა მიმართულებების თვალსაზრისით, განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელსაც ათვისება სჭირდება,” – აღნიშნულია  განცხადებაში.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარავს არ აშლევინებენ

    მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის წინ კარავს არ აშლევინებენ, მიზეზად კი მას პოლიციელებმა  რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუსაოები დაუსახელეს.

    პოლიცია ვერ აკონკრეტებს როდიდან იწყება ტერიტორიის რეაბილიტაცია. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ როდესაც რეაბილიტაცია დაიწყება, ის კარავს აიღებს.

  • აშშ-ს საელჩო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    ამერიკის საელჩო საქართველოში თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ დაწყებულ გამოძიებაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

    ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.

    მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

    ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას”-აღნისნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • მუშა, რომელიც გორის Fashion Week-ის ბანერის გადატანის დროს მანქანიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

    მუშა, რომელსაც გორში Fashion Week-ის ბანერის გადატანის დროს მანქანიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში დღეს  გარდაიცვალა.

    მამაკაცს 22 ივლისს Fashion Week-ის ბანერი მანქანით გადაჰქონდა, რა დროსაც ქარის გამო საბარგულზე  თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

  • ლენტეხში სამი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

    ლენტეხის რაიონში სტიქიაა.  რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. სტიქიის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელ დვრიშში, ტვიბსა და ესიერთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.

    სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია.

    ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და  სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ.

  • ანკარაში ბელარუსი დიპლომატი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

    თურქეთში ბელარუსი დიპლომატი ცეცხლსასროლი იარაღით  დაჭრეს. შემთხვევა ანკარაში მოხდა, მეზობელმა ალექსანდერ პოგანშევი  ჯერ დაჭრა, შემდეგ კი  თავი მოიკლა. 

    დიპლომატი  შვილთან ერთად სეირნობდა, შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

    დიპლომატი საავადმყოფოში იმყოფება,  მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

    მომხდარის მიზეზად პირად კონფლიქტს ასახელებენ და დიპლომატის საქმიანობასთან კავშირს გამორიცხავენ.