“შუბლი აქვს გახვრეტილი,” – ადგილობრივები მკვლელობის დეტალებზე

Written by

in

 


გურამიშვილის გამზირზე ახალაშენებულ კორპუსში  მოკლული 2 ახალგაზრდას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ მიყენებული. როგორც ადგილობრივები ვარაუდებენ , მკვლელმა გასროლა მაყუჩიანი იარაღით განახორციელა, რადგან მომხდარის შესახებ მხოლოდ სამართალდამცავების მისვლის შემდეგ გაიგეს.

“ნახევარი საათის მოსული ვიყავი. პოლიციაც მოვიდა, მაგრამ არაფერი გაგვიგია, სროლის ხმა საერთოდ. არაფერი გვითხრეს, სროლის ხმა ხომ არ გაგიგიათო, და არ გაგვიგია. ტყმელაძე რომ არის ვიცი, აქ ცხოვრობდნენ,“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

მეზობლები აცხადებენ, რომ იმ დროს როცა მკვლელობა მოხდა მათი დიდი ნაწილი ეზოში იმყოფებოდა პარკინგის თემაზე მოსალაპარაკებლად და მათ მკვლელი არ დაუნახავთ.

ასევე არსებობს ინფორმაცია,  რომ მკვლელობის იარაღი მკვლელმა ადგილზე დატოვა.

ადგილობრივების თქმით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა. მოკლულები დაახლოებით 20 და 21 წლის ბიჭები არიან.

ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს ნასროლი.

“შუბლი აქვს გახვრეტილი, შაკო ტყემალაძეა ერთ-ერთი, მის ძმას ვიცნობდით”-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *