Category: არქივი

  • გურამიშვილის გამზირზე ორი მამაკაცი მოკლეს

    მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე – მოკლულია ორი მამაკაცი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან მეტი პირის მიმართ

  • 3 სტუდენტი ევროპაში იმოგზაურებს და ტურისტებს საქართველოში დაპატიჟებს

    SHARA – Georgia on Track საქართველოს, მისი ისტორიისა და ტუსიტული ადგილების პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროექტია.

    პროექტის ავტორები არიან როლიკო ბაღათურია, დიმიტრი ობოლაძე და სტანისლავ მაჰულა. კამპანიის მონაწილეები ევროპულ ქალაქებში ინგლისურ და გერმანულ ენებზე დამზადებულ საინფორმაციო ბროშურებს დაარიგებენ.ისინი თავიანთ მოგზაურობას სპეციალურად პროექტისათვის შექმნილი დიზაინის მქონე ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ და 7 ქვეყნის გავლით საქართველოში დაასრულებენ.

    გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი და თურქეთი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელსაც პროექტის ავტორები  1 კვირის მანძილზე შემოივლიან და დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მიაწვდიან. 

    “SHARA – Georgia on Track საქართველოს, მისი ისტორიისა და ტუსიტული ადგილების პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროექტია. როლიკო ბაღათურია, დიმიტრი ობოლაძე და სტანისლავ მაჰულა ამ პროექტის ავტორები არიან. ისინი თავიანთ მოგზაურობას სპეციალურად პროექტისათვის შექმნილი დიზაინის მქონე ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ და 7 ქვეყნის გავლით საქართველოში დაასრულებენ. გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი და თურქეთი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელსაც SHARA – Georgia on Track 1 კვირის მანძილზე შემოივლის და დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მიაწვდის. პროექტის სამიზნე ჯგუფი განსხვავებული და უნიკალური თავგადასავლების მაძიებელი ადამიანებია. ავტორების აზრით, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომლისგანაც ყველა გემოვნების ადამიანს დაუვიწყარი მოგონებები დარჩება.

    მრავალფეროვანი ბუნება, გამორჩეული სამზარეულო, ღვინის უნიკალური სახეობები, კულტურული მრავალფეროვნება, მთისა და ბარის იდეალური ნაზავი, თავისუფალი საქართველოს ღამის ცხოვრება – ეს იმ სანახაობათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველო თითოეულ სტუმარს სთავაზობს. აქ სტუმრებს განსაკუთრებულად ეპყრობიან, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. კამპანიის მონაწილეები ქალაქებში ორენოვან საინფორმაციო ბროშურებს დაარიგებენ. SHARA – Georgia on Track ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების საშუალებით დაანონსებს გაჩერებებს თითოეულ ქვეყანაში.

    ასევე, პროექტის სოციალური გვერდების მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მოგზაურობისათვის თვალის დევნება, საქართველოს შესახებ საინტერესო ფაქტების გაცნობა და სურვილის შემთხვევაში, პროექტის ავტორებთან შეხვედრა რომელიმე ქალაქში, სადაც ისინი უფრო დეტალურად გაეცნობიან საქართველოს. პროექტის ავტორები კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ ყველა იმ ადამიანს, ვისზეც საქართველომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, რათა საინფორმაციო მასშტაბი მაქსიმალურად გაიზარდოს და ერთობლივი ძალისხმევით საქართველო უფრო ცნობილი და პოპულარული ქვეყანა გახდეს. SHARA – Georgia on Track სამი მეგობრის მოხალისეობრივი პროექტია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია კამპანიის მხარდასაჭერად საკუთარი წვლილის შეტანა.”- წერია SHARA – Georgia on Track-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

    მათი თქმით, პროექტის სამიზნე ჯგუფი არის განსხვავებული და უნიკალური თავგადასავლების მაძიებელი თითოეული ადამიანი.

  • შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა.

    დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორდავა ცოტა ხნის წინ პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად აირჩია.

    ნინო ცაციაშვილი პროფესიით სამართალმდცოდნეა და 2017 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

  • “ვირთხა, ჩამშვები ეკა ბესელია ყველაფრის ღირსია” – ზარდიაშვილი

    ვანო ზარდიაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიიდან მისი გაშვება გადაწყვეტილი ჰქონდა. მისი თქმით, ერთადერთი მათ გუნდში ეკა ბესელია იყო, ვის მიმართაც საზოგადოებაში კორუფციის ბრალდებები არსებობს.

    „გადით ქუჩაში, დაუსვით კითხვები მოქალაქეებს, 100-დან ასივე გიპასუხებთ, რომ თუ ვინმე კორუმპირებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ეს არის ეკა ბესელია.

    ვირთხა, ჩამშვები, ნებისმიერი ეპითეტით, რომლითაც შეგვიძლია ამ შინაარსით შევავსოთ, ეკა ბესელია ყველაფრის ღირსია,“-ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

    მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ვანო ზარდიაშვილმა ვირთხა უწოდა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბარი დაიწყო. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვანო ზარდიაშვილის გუნდიდან გაშვებას აპირებდა. ბესელია ვანო ზარდიაშვილის კანონდარღვევებზე საუბრობს და მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

  • „​აგვისტოს ომმა საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა“-შოთა უტიაშვილი

    შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებში 2008 წლის  აგვისტოს ომის მნიშვნელობას   აფასებს და  წერს, რომ ამ ფაქტმა მეზობელ სახელმწიფოს ზეწოლის ბერკეტი წაართვა. უტიაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მთავრობის არაპროფესიონალიზმის წყალობით, რუსეთმა გავლენები კვლავ დაიბრუნა.

    „​აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს დაჩმორება იოლი არ იქნებოდა.
    დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს.
    უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.
    აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია – რუსთავი 2 დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
    დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს“-წერს უტიაშვილი

  • თავის გადაპარსვა ჩემი ხელწერა არ არის- ნიკა მელია

    ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში “ ეკონომიკის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათია თურნავა ბიზნესზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს რომ ეს ქართული ოცნების ხელწერა არ არის.

    „ბახტაძე: რეზინის ტყვიები ეს ჩვენი ხელწერა არ არის.

    თურნავა: პროკურატურა და ბიზნესის ტერორი ჩვენი ხელწერა არ არის.

    მელია: თავის გადაპარსვა ჩემი ხელწერა არ არის” – წერს ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე.

  • ლარი გაუფასურებას განაგრძობს

    ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

    ეროვნული ბანკის  მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9010 ლარი​ გახდა.

    კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8971 ლარი იყო.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2343 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.2390 ლარს შეადგენდა.

  • ეს არის მამუკას და ჩემ მიმართ პირადი დევნის გაგრძელება – ბადრი ჯაფარიძე

    რამდენიმე წუთის წინ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურა დატოვეს. მათ  ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

    ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიმდინარე გამოძიება არის მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პირადი დევნა. მისივე თქმით, პროექტები, რომელშიც ისინი არიან ჩართული, არ შეფერხდება.

    „ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ეს არის მამუკას და ჩემ მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, რა თქმა უნდა, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცე ერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილეობთ, არ შეფერხდეს. არც ერთ მათგანს არ შეეხოს მათი განხორციელება. ჩვენ ახლა განვიხილავთ ყველა ზომას, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

    პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

  • მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში – მამუკა ხაზარაძე

    მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში – მამუკა ხაზარაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან პროკურატურას საბჭოთა პროკურატურა უწოდა.

    მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის წაყენებულ ბრალს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად.

    „ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ეს არის მამუკას და ჩემ მიმართ პირადი დევნის გაგრძელება. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, რა თქმა უნდა, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცე ერთი პროექტი, სადაც მე და მამუკა ვმონაწილეობთ, არ შეფერხდეს. არც ერთ მათგანს არ შეეხოს მათი განხორციელება. ჩვენ ახლა განვიხილავთ ყველა ზომას, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

    გამოძიება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

  • სვანეთისკენ მიმავალ გზაზე მანქანა ხევში გადავარდა. დაღუპულია ტურისტი

    ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა.

    ჩინელი ტურისტი, რომელიც საჭეს თავად მართავდა, ლახანის მონაკვეთთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა. ტურისტი  ადგილზე გარდაიცვალა.

    შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდოდ ამინდის გაუარესება გახდა.

    ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

    ჩინელი ტურისტი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, ის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობით იყო დაკავებული.