Category: არქივი

  • ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ “რუსთავი 2“-ში მენეჯერად მეზობელს დანიშნავს

    „რუსთავი 2-ის” ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.  ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვის დანიშნავს აპირებს  “რუსთავი 2-ში” მედია  მენეჯერად, ხალვაშმა უპასუხა, რომ  მეზობელს დანიშნავს.

    “მეზობელი უნდა დავნიშნო, ჩემი, გერმანიაში ჩემი მეზობელი,” – ამბობს ხალვაში.

    ქიბარ ხალვაშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას არხის საბჭოს  შექმნა არაფერში სჭირდება.  

    “ულტიმატუმს რომ დააყენებთ, კაპრიზია ეს ყველაფერი. რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! რა უნდა გამიკეთოს ბორდმა. სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?,” – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

  • “ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად”-მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა

    „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

    “სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოქმედებას ჩვენ წინააღმდეგ, რომელიც უკვე წელიწადზე მეტი გრძელდება. ეს ყველაფერი არის მიმართული ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. თქვენ იცით რომ ანალოგიური შემოტევა იყო იანვარში, 6 თვე ჩვენ ამ შემოტევამ მოგვაყენა სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს ისე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. 6 თვე დაჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ასევე ჩვენ ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე. 

    გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არაა. დღეს ვიგებთ პროკურატურის განცხადებას ისევ ტელევიზიით, რომ ზიანი მიაყენონ ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი, ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ესაა ჩვენი შვილების, მომავალი თაობის პროექტი, ესაა აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული მძლავრი ნაბიჯი“, – განაცხადა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე.

  • „რუსთავი 2“ ფინანსურმა დირექტორმა დატოვა

    დაცვის თანამშრომლების პარალელურად, „რუსთავი 2“-ს მენეჯმენტის წარმომადგენლებიც ტოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურიდან უკვე წავიდა ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე.

    გუშინ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს და ისინი ახალი თანამშრომლებით ჩაანაცვლეს. დაცვის თანამშრომლების ჩანაცვლება ტელევიზიის გენერალური დირექტორის შეცვლიდან მალევე დაიწყო და სხვადასხვა პოზიციაზე მომუშვე დაცვის თანამშრომლებს ახალი თანამშორმლები მიამაგრეს, რის შემდეგაც ძველმა თანამშრომლებმა დაწერეს განცხადებები შვებულებაში გასვლაზე, რის შემდეგაც არ აპირებენ სამსახურში დაბრუნებას.გავრცლებული ინფორმაციით, ცვლილებები ხორციელდება მენეჯმენტის სხვადსხვა რგოლში. მათ შორის, ფინანსურ და შესყიდვების განყოფილებაში.

  • ზეწოლა ჩვენი ხელწერა არ არის-ნათია თურნავა ხაზარაძის საქმეზე

    ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის – ამის შესახებ განცხადება  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გააკეთა. თურნავას განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სამართლებრივი დევნა  პოლიტიკურ ზეწოლასთან კავშირში არ არის.

    „ყველანი ვართ თანაბარი კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის. ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ. გამოძიება დაწყებულია არის ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბატონმა მამუკამ გააკეთა განაცხადი თავის პოლიტიკაში მოსვლის გეგმებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

    თურნავამ ასევე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება.

    “როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და აქედან გამომდინარე, ამ პროექტს არაფერი ემუქრება,” – განაცხადა თურნავამ.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართავს.

  • ეს არის ივანიშვილის ანგარიშსწორება -ბერძენიშვილი ხაზარაძის საქმეზე

    რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას აფასებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ანგარიშსწორებაა. ამის შესახებ ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. 

    “მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორება.ივანიშვილის ხელისუფლება არ იყოფა. მას კოშმარად ახსენდება კოალიციურობის პერიოდი, როცა შებოჭილი იყო.სტრასბურგის გადაწყვეტილებით ფრთაშესხმული ივანიშვილი ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადმოვიდა არა მარტო მთელი დემოკრატიული სივრცის, არამედ მისგან უკონტროლო სტრუქტურების მიმართაც.”ვინც ჩემთან არაა, ის ჩემი მტერია”.იესომ თქვა, რელიგიაა, პოლიტიკა კი არა. თანამედროვე პოლიტიკისთვის ეს მდარე პოლიტიკური აკვიატება მდაბიოთა არჩევანია. ეს გააზნაურებული მდაბიოც ცუდად დაამთავრებს.” – წერს დავით ბერძენიშვილი.

    გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს.

  • საზოგადოება ოქრუაშვილის მოსმენით ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ – ჩუგოშვილი

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აზრით საზოგადოება ირაკლი ოქრუაშვილის მოსმენით ზედმეტად არ უნდა გადაიღალოს, რადგან ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. დეპუტატის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის ყველა განცხადება უბადრუკი მცდელობაა, რომ დღის წესრიგში ჩადგეს.

    „მგონია, რომ საზოგადოება ამ ადამიანის მოსმენით ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ. ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და მოქალაქეებს ბევრად მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვთ. მთელი დროის ხარჯვა ოქრუაშვილის თუ სხვების წარსულში ჩადენილი ბინძური ქმედებების განხილვები, არ მგონია, სასარგებლო და პროდუქტიული იყოს. ამ ადამიანზე საუბარი და კომენტარების კეთება არც მინდა. ჩემთვის მისი ყველა განცხადება უბადრუკი მცდელობაა, რომ დღის წესრიგში ჩადგეს და ვიღაცას თავი ამართლებინოს. ეს არის მისი ტაქტიკა, როგორმე ვინმემ გააშუქოს და ვინმე ჩააყენოს თავის მართლების რეჟიმში. მისი ეს მცდელობა მართლა უკვე უბადრუკად გამოიყურება», -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

  • “უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ ქრონიკაში და არც არაფორმალურად”-ნანა ლეჟავა

    ჟურნალისტი ნანა ლეჟავა იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. ლეჟავას განცხადებით, ის ტოვებს “ქრონიკას”, თუმცა ტელეკომპანიაში მუშაობას განაგრძობს.

    „დაინტერესებულ ადამიანთა საყურადღებოდ: უკვე ორი კვირაა არც ფორმალურად ვარ ქრონიკაში და არც არაფორმალურად თუმცა, ვრჩები იმედში. მადლობა ყურადღებისთვის.“ – წერს ლეჟავა

  • პროკურატურის განცხადებიდან რამდენიმე წუთში ლონდონის ბირჟაზე TBC ბანკის აქციები გაუფასურდა

    ყველაზე მსხვილი ქართული ბანკის ორ აქციონერს პროკურატურა 16 მილიონის გათეთრებას ედავება. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლიანი პატიმრობა ელით.

    პროკურატურაში განცხადება 12 საათზე გაკეთდა. განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბანკის აქციები ლონდონის ბირჟაზე გაუფასურდა. ვარდნა ახლაც გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, 4 პროცენტიანი გაუფასურება ფიქსირდება.

    ბრალის წარდგენას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ოფისში ელოდებიან. ცოტა ხნის წინ მათთან შესახვედრად ადვოკატი ზვიად კორძაძე და „თიბისი ბანკის“ დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მივიდნენ. კონსულტაციები ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ბადრი ჯაფარიძემ შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

  • მაინც ავაშენებთ!!-მამუკა ხაზარაძის პირველი კომენტარი ბრალის წარდგენის შემდეგ

    მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში 17:00 საათზეა დაბარებული.  მანამდე კი ბიზნესმენი ანაკლიის პორტის ირგვლივ არსებულს კითხვებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    “მაინც ავაშენებთ!!!”- დაწერა ხაზარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე და ის ინფორმაცია გააზიარა, რომლის თანახმადაც ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

    Eiffage  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩატარდა. პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა.

    როგორც პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

  • ოქრუაშვილს ვინმე “ხამსამ” კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა-კალაძე

    ოქრუაშვილს ვინმე “ხამსამ” კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა, – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

    ჟურნალისტებმა ქალაქის მერს ოქრუაშვილის იმ განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მასზე განხორციელებულ თავდასხმაში კახა კალაძეს ადანაშაულებს.

    “რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე “ხამსამ” კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს,”- განაცხადა კალაძემ.