Category: არქივი

  • ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ამ ფაქტს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა რეხვიაშვილი  ადასტურებს.

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს.

    “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი “რუსთავი 2-ში”, გადაცემა “ვანოს შოუში” იმყოფებოდა. ოქრუაშვილი  სამაუწყებლო კომპანიიდან გასვლის შემდეგ  დიღომში  დააკავეს. რუსთავი2 მისი დაკავების კადრებს ავრცელებს.

  • მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს

    მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიტაიმი“ ავრცელებს. 

    გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა.

    როგორც თავად დაკავებულები ამბობდნენ, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.

    ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლების განცხადებით,  დაკავებულმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    დაკავების მომენტში ადგილზე  თიკა ჯამბურიას  მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა, რომელიც ტიროდა და შეშინებული იყო.

    როგორც ჯამბურია და დედამისი აცხადებენ,  პოლიციამ მათი და ბავშვის უფლებები დაარღვია. ადგილიდან ბავშვი დაკავებულ მშობელთან და ბებიასთან ერთად პატრულის მანქანით წაიყვანეს.

  • ნერვების ომი რომ ვერ მომიგეს სახლთან მომადგნენ, სადაც ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობს – ეკა კვესიტაძე

    „პირდაპირ ხელისუფლებიდან მოდის… ამ ფორმით ცდილობენ, რომ მდგომარეობიდან გამომიყვანონ, არსად წასვლას არ ვაპირებ “რუსთავი 2-დან“, – ასე პასუხობს „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „აქცენტების“ წამყვანი, ეკა კვესიტაძე მის სახლთან გამართულ აქციას.

    კვესიტაძე დარწმუნებულია, რომ მის საცხოვრებელ სახლთან გამართული აქცია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არის ორგანიზებული. გადაცემის წამყვანი ამას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ მასზე ასე ცდილობენ ზეწოლის განხორციელებას.

    „აქ ხომ გამორიცხულია, რომ ეს ყველაფერი შოთას ფეისბუქ სტატუსის გამო ხდებოდეს, რომლის შინაარს შეიძლება ვიღაც დაეთანხმოს, არ დაეთანხმოს, აბსოლუტურად, გულუბრყვილობაა და არავის არ სჯერა ამის. პირდაპირი ზეწოლა ხდება ჩემზე, ამ ნერვების ომში, რომელიც დღეს “რუსთავი 2-ზე” მიმდინარეობს და ეს ნერვების ომია იმიტომ, რომ ჩვენ დავრჩით იქ, ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას, გავაგრძელებთ აუცილებლად და იქ, რომ ნერვების ომი ვერ მომიგეს და ვერ მომიგებენ, ახლა სახლთან მომადგნენ, სადაც ცხოვრობს ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი და ცხოვრობს ჩემს ქვემოთ მეზობლები, რომელთაგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობების არის, სხვა მეზობლებსაც ბავშვები ჰყავთ და აქ ისმოდა, მთელი ერთი საათის განმავლობაში, გინება, შეურაცხმყოფელი სიტყვები, მოღალატის ძახილი,“ – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

  • “სტატუსი დიდად წაკითხული არ მაქვს”-აქციის მონაწილე, რომელიც უტიაშვილის სტატუსს აპროტესტებდა

    შოთა უტიაშვილის სახლთან ცოტა ხნის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები შოტა უტიაშვილის სტატუსს აპროტესტებდნენ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გუშინ  დაწერა.

    გაირკვა, რომ აქციის რამდენიმე მონაწილეს,  აღნიშნული სტატუსი არ წაუკითხავს, თუმცა ისინი უტიაშვილის სტატუსს მაინც აპროტესტებდნენ და მის წასვლას მოითხოვდნენ, შეძახილებით:”წადი”, “მოღალატე”.

    “ქვეყანას შეურაცხყოფა მოაყენა, წაკითხული ესე არ მაქვს სტატუსი დიდად მაგრამ რაც არის მთავარი, რომ პლიუსიაო ისა რომ მიწები და რაღაცეები დავკარგეთო და ეგ როგორი პლიუსია?”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

    აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სტატუსი არ წაუკითხავთ, თუმცა მათ იციან რომ უტიაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა გმირებს და ქართველ ხალხს.

  • “მსვლელობით ავუარეთ გახარიას საცხოვრებელ სახლს და გზად არც გავჩერებულვართ”-დიღმელაშვილი

    ანტისაოკუპაციო აქციის “სირცხვილიას” ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში   შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის სახლთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. 

    “თვეზე მეტია შსს მინისტრის წინააღმდეგ გამოსვლებში ვართ და შიშველი ხელებით მთელი სახელმწიფო რესურსისა თუ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის დარტყმებს ვიგერიებთ. ჩვენ წინააღმდეგაა მთელი სახელმწიფო აპარატი და ამას გარდა, დაუდეკლარირებელი პოლიტიკური ფულით ნაკვები “კერძო” ტროლქარხნები.

    ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე, ათასობით ადამიანთან ერთად მსვლელობით ავუარეთ გახარიას საცხოვრებელ სახლს და გზად არც გავჩერებულვართ, არც გვიხმაურია, პირიქით, მუსიკას ჩავუწიეთ და ხალხი არ შევაწუხეთ, რადგან გაცეცხლებულებმაც კი კერძოსა და საჯაროს გამიჯნვა ვიცით, პოლიტიკურ მტერსაც კი არ მოვექცევით უღირსად, მით უმეტეს, არ შევაწუხებთ მის ოჯახს, შვილებს

    ჩანს, წესიერება იმდენად შორსაა მთავრობისგან, რომ ვერც სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიცემული მაგალითით სწავლობენ. რაღაც ფბ-პოსტის გამო ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის საცხოვრებელი სახლის წინ მიურეკიათ ნახირი და ბღავიან. მართლა #სირცხვილია “-წერს დიღმელაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შოთა უტიაშვილისა და მისი მეუღლის  ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია გაიმართა. გორელი აქტივისტები ითხოვდნენ უტიაშვილმა  ბოდიში მოიხადოს სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო. შეგახსენებთ, რომ გუშინ უტიაშვილმა სტატუსი აგვისტოს ომისა და რუსეთის გავლენების შესახებ დაწერა.

  • რესტორან “ვეფხი და მოყმეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)

    თბილისში, გაგარინზე, რესტორანი “ვეფხი და მოყმეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. სახანძრო სამაშველო ჯგუფი უკვე ადგილზე  მობილიცებულები არიან. ვიდეოს “Radio Fortuna” ავრცელებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

  • “ყველა ოლიგარქს ერთი ხელწერა აქვს”- სააკაშვილი კვესიტაძის სახლთან გამართულ აქციაზე

    “ყველა ოლიგარქს ერთი ხელწერა აქვს ” ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი თბილისში ეკა კვესიტაძესა და შოთა უტიაშვილის სახლთან მიმდინარე აქციას. 

    “ზუსტად ასე მიქსევდა ხოლმე პოროშენკო სახლთან ტროლებს,როგორც ახლა უკეთებს ივანიშვილი შოთას და ეკას.
    ყველა ოლიგარქს ერთი ხელწერა აქვს და მერე ყველა ერთნაირად ცუდად ამთავრებს.”- წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    ამ წუთებში ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს. ეკა კვესიტაძე მის სახლთან გამართულ აქციას ხელსიფულების ზეწოლად მიიჩნევს. აქციის მონაწილეები შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისგან ბოდიშს მოითხოვენ. მათი უკმაყოფილება სოციალურ ქსელში უტიაშვილის ფეისბუქ სტატუსს მოჰყვა, სადაც მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე დაწერა.

  • ეკა კვესიტაძე მის სახლთან გამართულ აქციას ხელისუფლების ზეწოლად თვლის

    ამ წუთებში ეკა კვესიტაძისა და შოთა უტიაშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს.  ეკა კვესიტაძე  მის სახლთან გამართულ აქციას ხელსიფულების ზეწოლად მიიჩნევს.  

    “მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2ის ჟურნალისტის მისამართით- საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან – თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება.”- წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

    აქციის მონაწილეები შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისგან ბოდიშს მოითხოვენ. მათი უკმაყოფილება სოციალურ ქსელში უტიაშვილის ფეისბუქ სტატუსს მოჰყვა, სადაც მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე დაწერა.