რა მუხლით დააკავეს თიკა ჯამბურია-შსს განმარტებას აკეთებს

Written by

in

ცოტა ხნის წინ თავისუფლების მოედანზე მომღერალი თიკა ჯამბურია და  დედამისი დააკავეს. ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა.  დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს.

შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ამ დროისთვის, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. თიკა ჯამბურიასთან ერთად პოლიციამ მისი მცირეწლოვანი შვილიც წაიყვანა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *