Category: არქივი

  • “ქვეყნის რეიდერული ხელში ჩაგდება არ გამოგივა, ხიხო”– სააკაშვილი ივანიშვილს

    საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ეხმაურება. სააკაშვილის  თქმით ივანიშვილი ცდილობს თითოეული ქართველის ცხოვრების ხელში ჩაგდებას. 

    “ივანიშვილმა დღეს დააკავა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო მისი მთავარი ცრუმოწმე ჩემ წინააღმდეგ პროცესებზე, მერაბიშვილის წინააღმდეგ პროცესებზე და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე. მაგრამ ოქრუაშვილმა გადათქვა თავისი ჩვენება  და ღიად დაუპირისპირდა ივანიშვილს. თქვენ ნახეთ რას აკეთებდა ხაზარაძეზე, თქვენ ნახეთ დღეს რაც ქნეს კვესიტაძეზე. თუ 2012 წელს მან რეიდერული შეტევა მოახერხა ხელისუფლების, ახლა ხდება რეიდერული ხელში ჩაგდება თითოეული ქართველის ცხოვრების. ეს არის ბესპრეძელშიკი რეიდერი, რომელიც ბოლომდე ახდენს ქართული ცხოვრების ყველა ასპექტის მონოპოლიზაციას და ჯიბეში ჩადებას. ეს არის ტესტი ჩვენთვის, ვართ თუ არა ერი, გვაქვს თუ არა ღირსება და ვართ ერთი ბინძური ოლიგარქის ჩვეულებრივი დასაჩაგრი გასანადგურებელი. მე ვარ მზად საბრძოლველად, დარწმუნებული ვარ საქართველოში ბევრია მზად საბრძოლველად. ეხლა ის ცდილობს აგვისტოს ბოლომდე  მოწმინდოს მთლიანად პოლიტიკური ველი და ჩაიგდოს ყველაფერი ხელში და რეიდერული ჩაგდება ქვეყნის  ხელში დაასრულოს. არ გამოვა არ გამოგივა, ხიხო  არ გამოგივა ბისპრიძელშიკო, შენი მმართველობა ძაან მალე დასრულდება ძალიან აჩქარებ მოვლენებს და კარგი რახან აჩქარებ, გამოწვევა მიღებულია ჩვენც აგიჩქარებთ ჩვენც დაგიძაბავთ ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე.”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილა ვიდეო მიმართვაში.

  • “რატომ არის აყვანილი ქუჩაში ყოფილი მინისტრი? ეს რა ფორმაა?”- მარგველაშვილი

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება. მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკურ ლიდერს ასე არ უნდა აკავებდნენ.

    “პოლიტიკური ლიდერის დაკავება, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, მაღალ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს. დაკავების ფორმას შეხედეთ. ერთი თვის წინ, რაღაც მოხდა, რომელზეც შეიძლება ედავებოდეს სახელმწიფო, მაგრამ, რატომ არის აყვანილი ქუჩაში ყოფილი მინისტრი? გეგონება, რამის ასაფეთქებლად მიდიოდა. ეს რა ფომრაა? ამ ადამიანის დაკავება, მაღალი სტანდარტით უნდა ხორციელდებოდეს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

  • პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარავი დადგეს

    პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარავი დადგეს.როგორც  საპროტესტო აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები აცხადებენ, მათ კარვის გაშლის უფლება კანონიერად აქვთ. ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მალხაზ  მაჩალიკაშვილების ოჯახს. 

    მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს “სირცხვილიას” ღია ეთერში მიიღო მონაწილეობა, სადაც პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. მან აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

  • ირაკლი ოქრუაშვილი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს

    პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს.

    როგორც ოქრუაშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის აცხადებს მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღესვე შეხვდება.

    20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირი დააკავეს.

  • “მარტო ოქრუაშვილზე გაჩერდება თუ დანარჩენებსაც მოგვაკითხავს”- გუბაზ სანიკიძე ოქრუაშვილის დაკავებაზე

    ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ გააკეთა.

    გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოქრუაშვილის დაკავებით სერიოზული შეცდომა დაუშვა. სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის გარდა, კიდევ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც დააკავონ.

    „ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის, სახეზე გვაქვს პირველი, პოლიტიკური პატიმარი, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მარტო ირაკლი ოქრუაშვილზე გაჩერდება თუ დანარჩენებსაც მოგვაკითხავს, ეს უკვე მისი ტაქტიკის საქმეა. ფაქტი არის, ეს, რომ ეს კაცი ჭკუაზე არ არის და არის სახიფათო ამიტომ ქვეყნისთვის. მას აქვს ფსიქიკური აშლილობა, ის არის გაბოროტებული და თან აქვს სისხლიანი საშინაო დავალება ვლადიმერ პუტინის მხრიდან,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

  • 5 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მოხუცი მკვლელი არ აღმოჩნდა

    5 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მოხუცი მკვლელი არ აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი სასტიკი დანაშული 85 წლის ომარ გამყრელიძის ჩადენილი არაა.

    გამოძიება ამჯერად მოხუცს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს, მკვლელობაში დახმარებას ედავება. ბრალი ომარ გამყრელიძეს მხოლოდ მაშინ შეუცვალეს, რაც ცემისა და არაადამიანური მოპყრობის მიუხედავად, მოხუცისგან ვერ მიიღეს აღიარებითი ჩვენება, რომ საკუთარი ცოლი, შვილი, რძალი და კიდევ 2 ნათესავი მოკლა.

    გამოძიება მაინც ამტკიცებს, რომ ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ აქვთ მტკიცებულებები, საბრძოლო მასალა, რამდენიმე იარაღი, ყუმბარა და ნიღაბი. თუმცა მათ წარმომავლობას საგამოძიებო უწყება ვერ ადგენს.

    მთავარი, რითიც გამოძიება ამტკიცებს, რომ ომარ გამყრელიძეც დამნაშავეა, გეკოს ტიპის იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუშია. თუმცა ყანდაურაში ყვებიან, რომ ამ იარაღს, ომარ გამყრელიძე დიდი ხანია ფლობს.

    ხუთი მოკლული და მკვლელობის ბრალდებით არც ერთი დაკავებული – ასეთია დღეს ყანდაურას საქმის რეალობა.

    გამოიძიება ახლა უკვე ყოფილ სპეცრაზმელს ეძებს. პროკურატურის ვერსიით, 5 ადამიანი რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ნოდარ გამყრელიძემ, ომარ გამყრელიძის შვილმა მოკლა. ნოდარ გამყრელიძის კავშირს სასტიკ დანაშაულთან შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი თვის კატეგორიულად უარყოფდა, როცა „კურიერში“ რეპორტაჟი გავიდა. ვიდრე გამოძიება რეალურ დამნაშავემდე გავიდა, ნოდარ გამყრელიძემ დიდი ალბათობით საქართველო დატოვა. მისი კვალი სოფელ ბადიაურთან იკარგება. საინტერესო გარემოებაა ის, რომ მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა ისე დატოვა, საზღვრის კვეთა ოფიციალურად არ უფსიქსირდება.

    ნოდარ გამყრელიძის შვილი კი მკვლელობის დღეს სოფელ ყანდაურაში იმყოფებოდა. მომხდარიდან 2 დღეში ის ავტომობილში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის გამო დააკავეს. ამბობს, რომ აღმოჩენილ მტკიცებულებებზე არ იცის ვისია და როგორ აღმოჩნდა მის მანქანაში.

    ჯერ კიდევ ორი თვის წინ მოვუყევით მაყურებელს, რომ ომარ გამყრელიძის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები შსს-ს არ აქვს და რეალური მკვლელი 85 წლის მოხუცი არ იყო. გვიან, მაგრამ მაინც საგამოძიებო უწყებას მოუწია აღიარება, რომ დაუშვეს დიდი შეცდომა, როცა მძიმე დანაშაული მალევე გახსნილად გამოაცხადეს.

  • “ყველა რომ დაგვიჭიროთ გახარია მაინც უმაგრესი მინისტრია”- თიკა ჯამბურიას ყოფილი დედამთილი

    რამდენიმე საათის წინ მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით მომღერალის ყოფილმა დედამთილმა ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქზე დაწერა რომ “ყველას ხელბორკილი, რომ  დაგვადოთ გახარია მაინც უმაგრესი მინისტრია”

  • შოთა უტიაშვილის და ეკა კვესიტაძის სახლთან გამართულ აქციას სახალხო დამცველი ეხმაურება

    შოთა უტიაშვილის და ეკა კვესიტაძის სახლთან გამართულ აქციას სახალხო დამცველი ეხმაურება.

    „ჩვენ ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არსებობს. მისი შეზღუდვა მკაცრად გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლთან შეკრებას, კანონით მხოლოდ მოსამართლეების შემთხვევაში იკრძალება. თუმცა, მიმაჩნია, რომ საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის გამართვის დროს ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლში, რაც ადამიანის პირადი და დაცული სივრცეა, შესაძლოა, იმყოფებოდნენ ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ. რომელთათვისაც აღნიშნული შესაძლებელია, გახდეს დიდი სტრესის საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირად ცხოვრებას და პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და პროტესტის გამოხატვის დროს გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები“, – ამბობს ლომჯარია.

  • თიკა ჯამბურია ხელწერილით გაათავისუფლეს

    მომღერალი თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

    შსს-ში აცხადებენ, რომ ჯამბურია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.