Category: არქივი

  • ბათუმში ერთ-ერთ კორპუსში ჩაწყდა ლიფტი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა

    ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე,  კორპუსს ლიფტი მოწყდა. ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა 2 ადამიანი. მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.

    ამ დროისთვის დაშავებულები საავადამყოფოში იმყოფებიან.

    შემთხვევა მშენებარე კორპუსში მოხდა.

  • ჩემს ძმას “რუსთავი 2-ის” გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია-ეროსი კიწმარიშვილის ძმა

    ჩემს ძმას “რუსთავი 2”-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია, – ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

    „ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას “რუსთავი 2”-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გამიჯნული იყო. აქედან გამომდინარე, ეროსისთან რა მოილაპარაკეს და შესრულდა თუ არა პირობა, ვინც გადაიხადა, მან უნდა თქვას. ხალვაშისგან მსმენია, რომ მას ეროსი არ უნახავს და არც თანხა არ გადაუცია. ეროსისთვის არასდროს მიკითხავს, რა გაყიდა და რა მიუტანეს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, არ დამიმალავდა. ის ნამდვილად ვიცი, რომ მას ისევე ეკუთვნის “რუსთავი 2″, როგორც მათ, ვინც ახლა ყურადღების ცენტრშია. „რუსთავი 2”-ის მფლობელობიდან გასვლის საკითხი ეროსისთვის იმ მომენტში დღის წესრიგში არ იდგა, ეს იყო შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება. წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო“, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

    ზურაბ კიწმარიშვილი აპირებს გვერდში დაუდგეს მისი ძმის  ოჯახს, თუ ეროსი კიწმარიშვილის ცოლი ია კიწმარიშვილი ჩაერთვება ქონებრივ დავაში.

    „თუ წილობრივ და ქონებრივ დავაში ია რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გვერდში დავუდგები. ეს მისი, როგორც სამართალმემკვიდრის გადასაწყვეტია. ვიცი, რომ ეროსის ჰქონდა პრეტენზია “რუსთავი 2”-ზე და თვლიდა, რომ მისი ინტერესი არ იყო დაკმაყოფილებული“, – აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.

  • თუშეთში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაკარგული ახალგაზრდის ძებნა დილიდან განახლდა

    დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოები თუშეთში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაკარგული 18 წლის ახალგაზრდის მოსაძებნად განახლდა.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხევში ჩავარდნილი მანქანის ამოსატანად მაშველებს დამატებით, მძიმე ტექნიკა დასჭირდებათ, რის გამოც თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ჩაიკეტა.

    შეგახსენებთ, 27 ივლისს, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე,  „კამაზის“ მარკის ავტომანქანა ხევში გადავარდა,  ავტომობილში 12 ადამიანი იმყოფებოდა. გადავარდნის  შედეგად გარდაიცვალა 6, დაშავდა 2 და ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

    გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • რა დეზინფორმაცია გაავრცელეს დეპუტატზე. გოცირიძემ გაზეთ „ალიას“ და „ჯეო თაიმსს“ დავა მოუგო

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გაზეთ „ალიასა“ და „ჯეო თაიმსს” დავა მოუგო. დეპუტატი გამოცემას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა და საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში ჰქონდა შეტანილი. ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ზემოთაღნიშნულმა ორმა  მედიასაშუალებამ დეპუტატის წინააღმდეგ  ცრუ ინფორმაცია მიზანმიმართულად გაავრცელა. 

    “სადავო მასალებში კონკრეტულ ფეისბუქ გვერდზე დაყრდნობით ნათქვამი იყო თითქოს დეპუტატმა შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის შესახებ ნეგატიურად ისაუბრა. თავად რომ გოცირიძე ამტკიცებდა, რომ მსგავსი რამ მას საეთოდ არ უთქვამს.

    ქარტიის საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ ალიამ და ჯეოთაიმსმა დაარღვიეს სიზუსტე (პირველი პრინციპი) და ფაქტები განზრახ დაამახინჯეს (მეთერთმეტე პრინციპი). გარდა ამისა, ალიას დაუდგინდა მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაც”-აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    სტატია ამ დრომდე „ალია“-ს ვებ-გვერდზე დევს. გაზეთის რედაქტორს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. შემდგომი რეაგირებისთვის დეპუტატი ჩივილს სასამართლოშიც გეგმავს. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ მსგავსი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღკვეთილი და მათ გამავრცელებლებს გარშემომყოფებმა მორალური დისკომფორტი უნდა შეუქმნან.

    „ქარხანა არსებობს ეგეთი ტროლების, იცით, შექმნა „ Facebook“ პოსტი ჩემი, ყალბი და აი, ეს „ Facebook“ პოსტი ყალბი შემდეგ გადაამრავლა „ალია“-მ და ჯორჯიან თაიმზ“-მა და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რომ ეს არის საშინელი სიყალბეა, დღემდე დევს ეს მათ ვებ გვერდზე. ყველა ასეთი უმსგავსობა უნდა ამხილოს ადამიანმა, რომ მათ ჰქონდეთ მორალური დისკომფორტი, მათ რეალურად სირცხვილის გრძნობა უნდა აწუხებდეთ, არ უნდა მიესალმონ მეგობრები, ნათესავები, საზოგადოებაში ისინი უნდა იყვნენ ფურთხის ღირსი,“- განაცხადა დეპუტატმა.

    საქმე ეხება სტატიას, რომლის მიხედვითაც დეპუტატმა თითქოს და „ Facebook“ სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც ზაზა სარალიძის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს შეიცავდა. რომან გოცირიძემ თავიდანვე აღნიშნა, რომ ეს ბინძური ჭორი იყო და მსგავსი სტატუსი არასდროს დაუწერია.

    ალიამ დამახინჯებული ინფორმაცია 10 ივნისს გაავრცელა და მასალა ვებგვერდზე დღემდე ხელმისაწვდომია. 

    “საბოდიშო „ალიას“ არაფერი აქვს. რაც შეეხება სასამართლოში ჩივილს, მიბრძანდით, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს კარი თქვენთვის ღიაა.”-წერს გაზეთი
    „ალია“.

  • ლენტეხის რაიონში სოკოთი ინტოქსიკაციით 1 ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია

    ლენტეხის რაიონში, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

    76-ისა და 67 წლის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. მოწამლულები და გარდაცვლილიც ერთმანეთის  ნათესავები იყვნენ.

  • საბერძნეთში რუსმა პატიმარმა ქართველი მოკლა

    საბერძნეთში რუსმა პატიმარმა საქართველოს მოქალაქე მოკლა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. რუსმა პატიმარმა დანაშაული აღიარა.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

    ორივე პატიმარი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა.

    მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით პატიმრებს შორის შელაპარაკება მოხდა. მკვლელობა შაბათს ნიგრიტას ციხეში მოხდა.

    დაჭრილი ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • მომხდარი ტრაგედიის გამო, 3 აგვისტოს “თუშეთობა” აღარ ჩატარდება

    ფშაველი–ომალოს გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო  3 აგვისტოს დაგეგმილი “თუშეთობა” აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

    „3 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, დაგეგმილი იყო თუშეთის სოფ. ომალოში ტრადიციული ღონისძიების “თუში მეცხვარის დღის – თუშეთობის” ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ღონისძიება აღარ ჩატარდება.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს, გარდაცვლილთა ოჯახებს!”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე 27 ივლისს “კამაზის” მარკის ავტომანქანა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. ერთ მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

  • ნიუ-იორკში დაიღუპნენ 11 თვის ტყუპები, რომლებიც მამას მანქანაში დარჩა

    აშშ-ში, ნიუ-იორკში 11 თვის ტყუპები, რომლებიც მამას მანქანაში დარჩა, გარდაცვლილები იპოვეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება 11 თვის ტყუპების ცხედრები ადგილობრივი დროით 16:30 საათზე პოლიციამ იპოვა.

    39 წლის ხუან როდრიგესი  სამსახურში მიდიოდა, რომელსაც ბავშები მანქანაში დარჩა. ისინი მანქანაში  08:00 საათზე დატოვა და მხოლოდ მაშინ გაახსენდა როოდესაც სამსახურიდან გამოვიდა და მანქანასთან მიდიოდა.  ისინი უჰაერობით გაიგუდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

  • ფშაველი–ომალოს გზაზე ავარიისას მეექვსე გარდაცვლილის ცხედარიც იპოვეს. ერთ დაკაგულს ისევ ეძებენ

    ხვალ, 2019 წლის 29 ივლისს, დილის 6 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე. გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად. იგეგმება ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა 27 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად.

    მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა, გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შემთხვევის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში, ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან.

    ამ დროისთვის, მაშველებმა შეძლეს 6 მოქალაქის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა. დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოები დილის ექვსი საათიდან ა განახლდება. მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში მონიტორინგის მიზნით დარჩებიან პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო ჯგუფები.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.