Category: არქივი

  • თიბისიმ შვეიცარულ ResponsAbility-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) ერთად ენერგო სექტორის დაფინანსებაზე ტრეინინგი ჩაატარა

    თიბისიმ პარტნიორ შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის (GCPF) დახმარებით განახლებადი ენერგიის წყაროს პროექტების ფინანსირების ტერინინგი ჩაატარა.

    ტრეინინგს ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, კრისტიან ერიკ გრუტემ უხელმძღვანელა და მას ენერგოსექტორში მოღვაწე თიბისის თანამშრომლები და კლიენტები დაესწრნენ.

    მთავარი აქცენტები ჰიდროელექტროსადგურებისა და დიდი პოტენციალის მქონე ქარის პროექტების ფინანსირებაზე გაკეთდა.

    2 დღიანი ტრეინინგის დროს, განხილული იქნა ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტების ძირითადი პრინციპები და ეკონომიკა,გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები პროექტის განვითარებისა და მშენებლობის პროცესში და სხვა მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დეტალები.

    თიბისი შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) 2015 წლიდან თანამშრომლობს.ბანკი ,როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში ფონდთან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება.

    ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება თიბისის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკს ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს.

  • თეგეტა მოტორსმა თიბისის მხარდაჭერით აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა

    ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონალური ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო ჩატარდა. ფილიალის სრული ფართობი მოიცავს 40, 183 კვ.მ.-ს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილ მომსახურების ცენტრს საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი დაასაქმა.

    „მაქვს პატივი მოგილოცოთ თეგეტა მოტორსის ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნა, რომელიც თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნამდვილად რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. თეგეტა მოტორსმა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ამ მართლაც გრანდიოზულ რეგიონალურ ცენტრს, თამამად შეიძლება ბათუმის ახალი თეგეტა მოტორსი ვუწოდოთ. პროექტის წარმატებით შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩვენს პარტნიორებს – თიბისი ბანკსა და EBRD-ს.“ – განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

    „მოხარულები ვართ, რომ თეგეტა ჯგუფის დამსახურებით დღეს სწორედ აჭარაში შევიკრიბეთ. აჭარის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ჩვენი ერთერთი პრიორიტეტია. ამ რეგიონში, ჯამურად ჩვენი პორტფელი შეადგენს 460 მილიონ ლარს, ხოლო ბოლო ერთი წლის მანძილზე გაცემული დაფინანსება 72%-ით გაიზარდა. თეგეტა ჯგუფის განხორციელებული ინვესტიცია ნამდვილად სამაგალითოა და გვეამაყება რომ ერთად ვავითარებთ ეკონომიკას მთელი საქართველოს მასშტაბით“. -განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.

    ახალ ფილიალში განთავსებულია მომსახურების 45 უბანი და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე დღეში მოემსახურება 200-მდე ავტომობილს. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი – თეგეტა აკადემია.

    ღონისძიების ნაწილი ასევე იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები – Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.

    თეგეტა ჯგუფისა და თიბისის თანამშრომლობა 20 წელზე მეტია გრძელდება. 2019 წელს თიბისი კაპიტალის დახმარებით თეგეტამ 30,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა,რაც 2019 წლის ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია იყო.

  • თბილისს ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი ეწვევა

    3 აგვისტოს თბილისს ლეგენდარული დირკ ნოვიცკი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას აკადემია ავრცელებს.

    ,,კალათბურთის ლეგენდა დირკ ნოვიცკი ზაზა ფაჩულიას აკადემიაში.

    3 აგვისტოს, 17:00 საათზე გელოდებით. სტუმარი ჩვენი აკადემიის მოთამაშეებს შეხვდება. გაიზიარე წარმატებული კალათბურთელის გამოცდილება, გამოიყენე შესაძლებლობა!!”

    დირკ ნოვიცკი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA)-ის ჩემპიონია. 41 წლის გერმანელი პირველი ევროპელი კალათბურთელი იყო, რომელიც 2007 წელს ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. გერმანელმა 14-ჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის მატჩში”, 12-ჯერ კი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.

  • შუახევში დაკარგული მოზარდი ბათუმში იპოვეს

    შუახევში დაკარგული არასრულწლოვანი პოლიციამ დილით ბათუმში იპოვა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება მოზარდის დაკარგვის შესახებ გუშინ შევიდა და მისი ძებნა  რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. 

    პოლიციამ არასრულწლოვანი სახლში დააბრუნა, ის  თავს კარგად გრძნობს.

  • აშშ-ს დაზვერვის სამსახურის დირექტორი პოსტს ტოვებს

    შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის დირექტორი, დენ ქოუთსი  თანამდებობას აგვისტოში დატოვებს.

    მის შემცვლელად დონალდ ტრამპი ტეხასელი კონგრესმენის, ჯონ რეტკლიფის დასახელებას აპირებს.

    როგორც ცნობილია, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი პრეზიდენტ ტრამპთან დაპირისპირება გახდა. მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე არსებითად განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდათ. კერძოდ, რუსეთის ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში, ბირთვული შეთანხმება ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ჰარმონიზაციის მცდელობა.

    ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ჯონ რეტკლიფი პრეზიდენტის თანამოაზრეა. მან ტრამპისადმი აშკარა მხარდაჭერა გამოხატა კონგრესში, რობერტ მალერის დაკითხვის დროს, რომელიც სწორედ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშირდებოდა.

  • თელავში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა

    თელავში, ახალგაზრდა მამაკაცმა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მან, თვითდაზიანება, კისრის არეში, ბასრი საგნით მიიყენა. ახალგაზრდა მამაკაცი, ორი პირის მკვლელობისათვის, იძულებით მკურნალობას, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადიოდა.

    2015 წელს მან, თელავის საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი, პოლიციის ეზოში, სანადირო თოფით მოკლა.

  • ადგილზე, სადაც ლიფტი მოწყდა, ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს

    მშენებარე კორპუსთან, სადაც რამდენიმე საათის წინ, ლიფტი ჩავარდა  და მასში მყოფი ხალხი დაშავდა,  შემოსაზღვრულ ტერიტორიის მიღმა მყოფმა მოქალაქეებმა, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პირველი არხის ოპერატორს კი თავში ქვა მოხვდა. კადრები აჭარის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადაიღო, ჟურნალისტის ინფორმაციით, ქვებს კომპანიის წარმომადგენლები ისროდნენ.

    ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები  იმყოფებიან..

    შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა, რომელშიც  6 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან.

    კორპუსს კომპანია ”გრანდ სითი აშენებს. 

  • “ჩემი შვილების თაობა ხართ თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის თაობაცაა”- სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იქ მყოფი ახალგზარდები ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე და თავისუფლების მოყვარული თაობაა და ის ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მათგანია.

    “სოციალურ ქსელებში მიმდინარე ახალგაზრდების დისკუსიას ყურადღებით ვაკვირდები. მინდა იცოდეთ, თითოეული თქვენთაგანის აზრი, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ჩემს ან ჩემი გუნდის მიმართ, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თითოეული ახალგაზრდა, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, გულწრფელად ებრძვის უსამართლობას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, არის ძვირფასი ჩემთვის. თქვენ ჩემი შვილების თაობა ხართ, ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული თაობა. თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის თაობაცაა. ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს – რუსეთი, ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მის მიერ დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ, მე როგორც ერთ-ერთი თქვეთაგანი, რიგითი ჯარისკაცი.

    თქვენ შეიძლება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხედვები მოგწონდეთ, ან არა. შეიძლება ჩემს პოზიციას იზიარებდეთ, ან არა ისევე, როგორც მე მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი მოსაზრებები, მით უფრო, მე და ჩემს გუნდს ბევრი გაგვიკეთებია და ამ ქვეყნის შენების დიდი გამოცდილება გვაქვს. იყო შეცდომებიც, მაგრამ ჩვენ ვიყავით ის ძალა, ვინც პირველად დაამკვიდრა პოლიტიკური პასუხისმგებლოს ტრადიცია, აღიარა არჩევნების შედეგები და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

    ამავე დროს, მე ქედს ვიხრი ჩვენი მხარდამჭერების წინაშე, ვისაც მხოლოდ საქართველოს გამარჯვება ამოძრავებს, ვინც გაუძლო მძიმე წნეხს და ზეწოლას, ვის თავზეც გაიარა უამრავმა ქარტეხილმა. ამ ადამინებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა. ისინი არ არიან “პარტაქტივი”, ისინი არიან თავისუფლების, წარმატებული საქართველოს იდეით შეპყრობილი პატრიოტი და მებრძოლი ადამიანები.

    მინდა ყველას ვთხოვო, ეს ენერგია მოვახმაროთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია. პარტიულ და პოლიტიკურ კამათს ყოველთვის მოვასწრებთ იმ არჩევნებში, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის უფლება ექნება და ივანიშვილი ვეღარ გააყალბებს.

    ყველაფერი კარგად იქნება.

    ძალა ერთობაშია!”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში

  • შეკვეთილში, ივანიშვილის სასახლესთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

    შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის სახლთან, ტყვიაგაუმტარი მინების ახალი პარტია მიიტანეს და რეზიდენციის შესასვლელთან დაასაწყობეს.

    შეკვეთილში, ივანიშვილის სასახლესთან თვეზე მეტია, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა ოლიგარქის ფავორიტი მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

    როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა და მის ხელქვეითებს საცხოვრებლის დასაცავად დამატებითი ზომების მიღება უბრძანა. ოლიგარქი ახლა დაჯავშნილ მინებს იმარაგებს და მისი ეზოს გარშემო ახალ ჯებირებს და თხრილებს ავლებს.

    თუმცა, ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილეები არ აპირებენ უკან დახევას. ტყვიაგაუმტარი მინების შეკვეთილის სასახლესთან მიტანას ივანიშვილის შიშს უკავშირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე. ის ამბობს, რომ ივანიშვილი დამფრთხალია აქციების გამო, თუმცა, აღნიშნავს, რომ მას იარაღით არავინ ემუქრება.

    „ეზიდებიან ბრონირებულ შუშებს და თავდაცვით საშუალებებს და ამ ყველაფერს განათავსებს, როგორც საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ასევე, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე. ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია, ის დამფრთხალია და ფიქრობს, რომ შუშის კედლები უშველის, მას არავინ არ ებრძვის იარაღით, მას კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება,“ – განაცხადა მჟავანაძემ.

    ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ ქათამაძე ამბობს, რომ ბარიკადების მოწყობის მიუხედავად, ივანიშვილი ხალხის ხმას მაინც გაიგონებს.

  • სოფელ ხიბულის საჯარო სკოლას, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

    სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.ბრძანებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერა ხელი.

    ამჟამად ძველ ხიბულაში, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და ახალი ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს.