თუშეთში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაკარგული ახალგაზრდის ძებნა დილიდან განახლდა

Written by

in

დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოები თუშეთში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად დაკარგული 18 წლის ახალგაზრდის მოსაძებნად განახლდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხევში ჩავარდნილი მანქანის ამოსატანად მაშველებს დამატებით, მძიმე ტექნიკა დასჭირდებათ, რის გამოც თუშეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ჩაიკეტა.

შეგახსენებთ, 27 ივლისს, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე,  „კამაზის“ მარკის ავტომანქანა ხევში გადავარდა,  ავტომობილში 12 ადამიანი იმყოფებოდა. გადავარდნის  შედეგად გარდაიცვალა 6, დაშავდა 2 და ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *