Category: არქივი

  • “ივანიშვილი მენტალურად რუსია და საერთოდ არ ესმის რას ნიშნავს საქართველო“–მიხეილ სააკაშვილი

    ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას და მიმდინარე პროცესებს ვიდეოთი პასუხობს. სააკაშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილის დაკავება არაფრისმთქმელი ბალდებით მოხდა და ივანიშვილი ამ გზით ცდილობს ქვეყანანა ჯიბეში ჩაიდოს. სააკაშვილის თქმით ოქრუაშვილი ვაჟკაცურად მოიქცა და უდანაშაულო მსხვერპლია. ივანიშვილს სააკაშვილი ასლან აბაშიძეს ადარებს:

    „დღეს ირაკლი ოქრუაშვილს, მეცნიერ და სამოქალაქო აქტივისტს ბეჟან ლორთქიფანიძეს და კიდევ სხვა ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს. მიუსაჯეს პატიმრობა სრულიად მოგონილი არაფრისმთქმელი ბრალდებით და სრულიად გასაგებია რასაც აკეთებს ივანიშვილი. მას შემდეგ, რაც რუსთავი2-ის ხელში ჩაგდების პროცესი ფინალურ ეტაპზე გადაიყვანა, ივანიშვილმა გადაწყვიტა მთლიანად პოლიტიკური სისტემის რეიდარობა, მთლიანად ქვეყნის რეიდარობა, მთლიანად ქართველების ცხოვრების წესის ჯიბეში ჩადებით ქვეყნის მთავარ რეიდარად და ერთადერთ რეიდერად ქცევა. ხშირად საუბარია იმაზე, რომ ის არის პუტინიზაციის გზაზე, მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო არის სხვა მენტალიტეტის ქვეყანა, სხვა ღირსების , სხვა ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ის არ დგას ნავთობზე და გაზზე, საქართველოში არ არის საშუალება დიქტატურის დამყარების და ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ, ვერ მოხდება საქართველოში ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია. ის რასაც რეალურად აკეთებს, ეს არის საქართველოს ასლანიზაცია.

    ვისაც ყველაზე მეტად ჰგავს ივანიშვილი ეს არის ასლან აბაშიძე.ასლან აბაშიძე ზუსტად ასევე „ბესრედელშიკობდა“, ზუსტად ასევე მარიაჟობდა, ზუსტად ასევე ყველას იჭერდა, ყველას სცემდა იმ მომენტამდე, სანამ არ გაიქცა. ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს, ოღონდ მას გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან ჩვენ ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს. ეს არ არის მილიარდი, რომელმაც თქვენ გაგამდიდრათ მან თქვენგან წაიღო მრავალი მილიარდი. მას რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი მზაკვრული გეგმები და ამიტომ მნიშნველოვანია, როდესაც მისი გაქცევის მომენტი დადგება მას ამის საშუალება არ მიეცეს. ეს მომენტი მალე დადგება.

    ყველა ის ერთუჯრედიანი, რომელიც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არის უბრალოდ ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც იყო და რაც არის ივანიშვილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ის კი არ უნდა დაბრუნდეს რაც იყო, არამედ სხვა რაღაცა უნდა შეიქმნას ახალი.“ – ამბობს სააკაშვილი.

  • მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

    მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც ზვიად კორძაძემ განაცხადა, განჩინება გვიან ჩაბარდათ და ის დაუსაბუთებელია.

    “გავასაჩივრეთ სასამართლოს განჩინება. სამწუხაროდ, ის ძალიან დაგვიანებით ჩაგვბარდა, სულ 48 საათია გასაჩივრებისთვის და ჩაგვბარდა 8 საათით ადრე და ამ დროში რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი დავაფიქსირეთ. სასამართლო განჩინება არის დაუსაბუთებელი. ჩვენ არგუმენტებს, პასუხი საერთოდ არ აქვს გაცემული. საერთოდ არ არის განჩინებაში მსჯელობა, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს, რომ თუნდაც საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა და ნებართვის მიცემა არ იყო რელევანტური. და ამიტომ ვთხოვთ სააპელაციო სასამართლოს, რომ გააუქმოს აღნიშნული განჩინება და არ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

  • როგორია ყველაზე სახიფათო გზა საქართველოში რომელიც თუშეთამდე მიდის (ფოტო,ვიდეო)

    თუშეთის სავალი გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. მიუხედავად სირთულისა ის მაინც იზიდავს ტურისტებს სწორედ ამ ექსტრემალური სავალი ნაწილის გამო თუმცა ხშირად გზის მდგომარეობას ტურისტებიც შეუშინებია.

    თუ თუშეთში მოხვედრა გინდა აუცილებლად მოგიწევს  “აბანოს” უღელტეხილზე გავლა რომლის  სიმაღლე  2850 მ-ია.  

    ალვანიდან ომალომდე მიმავალი გზა ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ და სახიფათო გზად არის მოხსენებული 2013 წელს BBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში “მსოფლიოს ყველაზე საშიში გზები.”

    გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ამ დროს თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.  

    {{PHOTOGALLERY}}

    შეგახსენებთ რომ გუშინ თუშეთის გზაზე მომხდარ ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 3 ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი.

    {{VIDEO}}

  • რუსმა პატიმარმა საბერძნეთში ქართველის ცემით მოკვლა აღიარა

    საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს ციხის ადმინისტრაციამ დაუდასტურა, რომ ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი ცემით მოკლა. ინფორმაციას სერესის ციხეში მომხდარი სასტიკი დაპირისპირების შესახებ Protothema.gr ავრცელებს

    როგორც ცნობილია დამნაშავემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. 

    სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ და 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი ცემით მოკლა. ციხის ხელმძღვანელობის ცნობით, ისინი თანასაკნელები იყვნენ.

    საქართველოს მოქალაქე ინციდენტის შემდეგ  საავადმყოფოში გადაიყვანეს,თუმცა  ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს და მისი  გარდაცვალება დაადასტურეს. მათი თქმით, თავისა და კისრის არეში მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ორივე პატიმარი სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა

    ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. 500 სარეიტინგო ქულიანი ტურნირის ფინალში ბასილაშვილმა რუსი ანდრეი რუბლევი 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა აღნიშნული ტურნირი გასულ წელსაც მოიგო.

  • ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს და სოციალურ ქსელში, მყონვარწვერზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. .

    “მისია შესრულებულია! ელჩის მოვალეობის შემსრულებელი – ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ავიდა. მადლობას ვუხდით ყველას შესანიშნავი რჩევებისთვის ყაზბეგის შესახებ. კიდევ მოგვწერეთ”, – ნათქვამია საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ელიზაბეთ რუდი აქტიურად არის ჩართული კამპანიაში #spendyoursummeringeorgia, სადაც ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს, ბოლო რამდენიმე კვირაში, ის ასევე აქტიურობს უცხოურ მედიასაშუალებებთან, სადაც საქართველოს შესახებ მის შეხედულებებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ არის საქართველო მისთვის განსაკუთრებული ადგილი.

  • პუტინი ბათისკაფით ზღვის ფსკერზე დაეშვა მაშინ როცა სპეცრაზმი მოსკოვის ქუჩებში ოპოზიციას არბევდა (ვიდეო)

    ვლადიმერ პუტინი ზღვის ფსკერზე დაეშვა. ვიდრე სპეცრაზმი მოსკოვის ქუჩებში ოპოზიციას არბევდა რუსეთის ლიდერი დედაქალაქიდან წავიდა და ბათისკაფით ფინეთის ყურეში 50 მეტრის სიღრმეზე დაეშვა, სადაც სამამულო ომის დროს ჩაძირული წყალქვეშა ნავი დაათვალიერა.

    პორტში დაბრუნების შემდეგ კომენტარი აქციებზე არ გააკეთა და მხოლოდ ის თქვა, რომ თავს ვალდებულად თვლის იყოს იქ, სადაც რუსეთის მოქალაქეები არიან.

    მისივე თქმით, დედამიწაზე ბევრი პრობლემაა და მათ გადასაჭრელად ფსკერზეც უნდა დაეშვას და ცაშიც აფრინდეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი უკვე სანქტ პეტერბურგში გაემგზავრა და საზღვაო ძალების აღლუმი ჩაიბარა.

    რუსეთის ლიდერმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი დაუმარცხებელი ძალაა, რომელიც ნებისმიერ აგრესორს საკადრის პასუხს გასცემს.

  • “სასამართლოს დავესწარი და მრცხვენოდა, რომ ჩემი შვილი ამ დადგმულ თეატრს და ფარსს უყურებდა”- ოქრუაშვილის მეუღლე

    „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე, ირინა გორდელაძე სოციალურ ქსელში მისი მეუღლის დაპატიმრებას ეხმაურება.  

    “უნდა ვაღიარო რომ მეზიზღება პოლიტიკა, მაგრამ
    უსამართლობა კიდევ უფრო მეზიზღება. ამიტომაც, არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია.
    გუშინ სასამართლოს დავესწარი და მრცხვენოდა, რომ ჩემი შვილი ამ დადგმულ თეატრს და ფარსს უყურებდა.

    ნათლად გამოჩნდა, რომჩემი მეუღლე ერთადერთი, კერძოდ დადუმების მიზეზით იყო დაკავებული, ვინაიდან არც მტკიცებულებები მის წინააღმდეგ (გარდა იმისა რაც საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა და სადაც არავითარი ორგანიზება-ძალადობის ალი-კვალი არ ჩანს) არ არსებობს და არც გირაოთი და/ან სამაჯურით მისი არ გამოშვების საფუძველი არ გააჩნდათ. მისი პატიმრობაში დატოვება დასაბუთდა საზღვარგარეთთან მისი კავშირების მიზეზით. თუმცა ამ საქმეზე მისი შესაძლო ბრალდების შემდეგ, ირაკლის სწორედ საზღვარგარეთ გამგზავრება მოუწია და ამაზე საგანგებო განცხადება გააკეთა, ოფიციალური წერილი მისწერა და ერთი კვირის წინ დაბრუნდა სწორედ გამოძიებასთან თანამშლომლობის მიზნით (და მიუხედავად იმისა რომ მისი შესაძლო ბრალდება/დაკაბა დაანონსდა). რა საფუძველი ჰქონდათ ევარაუდათ რომ ის, ერთი კვირით ადრე საგანგებოდ დაბრუნების მიუხედავად, კვლავ წავიდოდა ან როგორ მოახერხებდა ამას ”სამაჯურით” და შინაპატიმრობის პირობებში?

    მეორე მიზეზად პროკურატურამ ახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა დაასახელა. საინტერესოა, ისევ იგეგმება რუსების ჩამოყვანა და ახალი დემონსტრაციების და მასში ირაკლის მონაწილეობის ეშინიათ, თუ ეჭვი აქვთ ვინმეს დანით დახვდება? აშკარაა რომ ეს არგუმენტები დაუსაბუთებელი აბსურდია. მით უფრო, რომ იგივე საქმეზე უფრო მძიმე ბრალდებით ”სამაჯურით” გამოუშვეს სხვა პოლიტიკოსი, რომელიც როგორც ჩანს უბრალოდ პოლიტიკური განცხადებების სიმწვავით საგრძნობლად ჩამორჩებოდა ჩემს მეუღლეს და შუშის სასახლეში ძილს არავის უფრთხობდა.

    ადვოკატის დაცვითი სიტყვის დაწყებისთანავე, მას შემდეგ რაც დარბაზში მსხდომთ სიცილი ვერ შეიკავეს პროკურორის უსუსურ პასუხებზე, მოსამართლემ სხდომა დახურა, რომ მისი უსუსურობა და ”მარიონეტის ძაფები” რომლითაც მათ მართავენ, არავის შეენიშნა.

    სრულიად ნათელია, რომ ირაკლი მისი მწვავე, პოლიტიკური-ოპოზიციური საქმიანობისთვის და რუსთავი 2 საქმის გამო დააკავეს და დაადუმეს. მერამდენე მმართველი ძალა უნდა იმეორებდეს იგივე შეცდომებს? სხვის შეცდომებზე რატომ ვერ სწავლობენ? იგივე ძვალი უნდა გაეჩხიროთ ყელში, რამაც წინა რეჟიმი დაახრჩო?

    ეს ქვეყანა არაა ჩალით ნაგები. არსებობს ზღვარი, რომლის გადასვლას არ პატიობენ და ეს ზღვარი დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფაზე გადის. მთელ ერს ვერ დაადუმებს ერთი კაცი, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონეს. ოპონენტის დილეგში ჩაგდება ვალერიანის დალევაზე კარგად აწყნარებს ამ ქვეყნის დირიჟორს, მაგრამ თავისუფლება არ იყიდება ამ
    ქვეყანაში. მაპატიეთ პათოსისთვის, და მიკერძოებაში ნუ ჩამითვლით. ირაკლისთან ერთად სხვა პირებიც დააკავეს, რათა დიპკორპუსს თვალში არ სცემოდა ამ დაკავების აშკარად პოლიტიკური ხასიათი. ძალიან უხარისხო კამუფლიაჟი იყო და ძალიან ვწუხვარ რომ ამ ოჯახების აწიოკების უნებური მიზეზი გახდა ჩემი მეუღლე. მათზე არანაკლებ შემტკივა გული, მაგრამ
    მჯერა რომ ამას ჩვენი ერი არ შეეგუება. “- წერს ირინა გორდელაძე სოციალურ ქსელში.

  • თუშეთის გზაზე მაშველებმა ავარიის დროს გარდაცვლილი კიდევ ერთი მგზავრის ცხედარი იპოვეს

    თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი კიდევ ერთი მგზავრის ცხედარი მაშველებმა, ცოტა ხნის წინ, იპოვეს. ამ დრომდე გრძელდება 1 დაკარგულის ძებნა. თუშეთის გზაზე მომხდარ ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 3 ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი.

    გარდაცვლილებს შორისაა სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ზაურ გიგოიძეც.

    თუშეთის გზაზე ავარია გუშინ მოხდა. მგზავრებით სავსე სატვირთო ავტომობილი დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. დაშავებულია 5 ადამიანი, 2-ს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.