Category: არქივი

  • ევროკავშირი მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს გმობს

    ევროკავშირი მოსკოვში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას გმობს. როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერის მაია კოსიანჩიჩის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამის მიხედვით ჩაატაროს.

    „მოსკოვში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის ცნობილი ოპოზიციონერები და ჟურნალისტები. ისინი თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვდნენ. მოსკოვში დაკავებები და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულად გამოყენება, კიდევ ერთხელ სერიოზულად უთხრის ძირს გამოხატვის და შეკრებების ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ეს ფუნდამენტური უფლებები უზრუნველყოფილია რუსეთის კონსტიტუციით და ჩვენ ველოდებით რომ მათ დაიცავენ“, – წერია მაია კოსიანჩიჩის განცხადებაში.

    მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი OVD Info იუწყება. პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ივან გოლუნოვის საქმის დახურვიდან მეორე დღეს რუსეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ, ჟურნალისტის საქმის მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ. რუსული მედიის თანახმად, დაკავებულებს შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი პრესსპიკერი არიან მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.

  • “ხელისუფლებამ გადაინაცვლა ოპოზიციის ოპოზიციაში და პარტიზანული მეთოდებით იბრძვის“–გია ხუხაშვილი

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი  ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე,  პასუხისმგებლობის მოხსნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. 

    “ხელისუფლებამ მთლიანად მოიხსნა პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე, გადაინაცვლა ოპოზიციის ოპოზიციაში, გადაიყოლა ძალოვანი და მართლმსაჯულების სისტემები და იქედან, პარტიზანული მეთოდებით “იბრძვის” ძალაუფლების დასაბრუნებლად.
    ყველაფერი მინახავს, მაგრამ ასეთი….”- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ცეცხლი 3 მილიონ ჰექტარზეა მოდებული – ციმბირში მასშტაბური ხანძარია (ვიდეო)

    ციმბირის ტყეში რამდენიმე დღეა მასშტაბური ხანძარია. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე სამ მილიონ ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
    „გრინფისის“ წარმომადგენელთა მტკიცებით, ხანძრის ჩაქრობაში სათანადო რაოდენობის მეხანძრეები და ტექნიკა არ მონაწილეობას. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ზოგიერთ რაიონში ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებსაც უახლოვდება.
    ზოგიერთ რაიონში ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებსაც უახლოვდება.
  • მსახიობი, რომელიც მინი მაუსს ახმოვანებდა, გარდაიცვალა

    მსახიობი რომელიც მინი მაუსს ახმოვანებდა, გარდაიცვალა. რუსი ტეილორის ხმა ანიმაციაში 30 წელზე დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა. ის 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    Walt Disney-ს ცნობით, ის კალიფორნიაში გარდაიცვალა. კომპანიაში ტეილორი 1986 წლიდან მუშაობდა. ის ახმოვანებდა ასევე “სიმპსონებს”.

  • პრეზიდენტი თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

    პრეზიდენტი თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილების ოჯახისწევრებს უსამძიმრებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

    „მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, დაზარალებულებს კი, მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო”,- წერს სალომე ზურაბიშვილი

    თუშეთში გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 3 ერთი ოჯახის წევრია. დაშავებულია 7.

  • მოსკოვში აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

    მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე, პოლიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი OVD Info იუწყება.

    პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ივან გოლუნოვის საქმის დახურვიდან მეორე დღეს რუსეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ, ჟურნალისტის საქმის მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ. რუსული მედიის თანახმად, დაკავებულებს შორის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და მისი პრესსპიკერი არიან მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.

    სპეცრაზმელებთან შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე აქტივისტი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ვებგვერდზე წერს, შაბათ გამართულ აქციაში 3 500 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციელების მიერ შედგენილ პროტოკოლში აქციაზე გამოსულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებდა.

    დემონსტრაციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობა დაუშვას. ამ მოთხოვნით აქციების მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა, იმართება.

  • სამი დაღუპული ერთი ოჯახიდან – თუშეთში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

    თუშეთში, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია – მამა და ორი შვილი შაბალაიძეები. გარდაცვლილთაგან ერთი, გაგა შა­ბა­ლა­ი­ძე არას­რულ­წლო­ვა­ნია.

    ასე­ვე გარ­დაც­ვლებს შო­რი­საა სატ­ვირ­თოს მძღო­ლი ზაურ გი­გო­ი­ძე.

    შსს-ს ინფორმაციით, თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად სულ 5 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხევში 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

    ხევში გადავარდნილების სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდა.

    გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • შეკვეთილში მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა

    უბედური შემთხვევა შეკვეთილში – მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარის დეტალებს “გურიის მოამბე” ავრცელებს. შემთხვევა მეხუთე სართულიდან მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცი ჭიათურიდან იყო, მეორე დაშავებული კი მისი ახლობელი იყო.

    9-სართულიან სასტუმროს შეკვეთილში შპს “მაგნიკა” აშენებდა, რომლის გახსნაც პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა. ადგილზე სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა.

    შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
  • პენიტენციური სამსახური გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ვიდეოს ავრცელებს

    სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ვიდეო მასალას ავრცელებს.

    ვიდეომასალასთან ერთად სამსახური განცხადებით პასუხობს ტელეკომპანია რუსთავი2–ში გასულ მასალას პატიმრის გარდაცვალების მიზეზების შესახებ.

    გთავაზობთ განცხადებას:

    “დღეს, ტელეკომპანია რუსთავი-2-ის მიერ, შაბათის კურიერის ანონსში, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია 24 ივლისს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის – გ.ჯ.-შვილის შესახებ.

    ანონსში ითქვა, თითქოს პატიმარი გლდანის ციხეში „აწამეს“, „თავი აქვს გადახსნილი“ და სხვ.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს, და მკაცრად გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც მოცემული მედია საშუალების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მავნე პრაქტიკის მორიგი მაგალითია.

    N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისადმი გამოთქმული ბრალდების სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს მომხდართან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა.

    1982 წელს დაბადებული ბრალდებული გ.ჯ-შვილი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 14 მაისს იქნა მოთავსებული.

    24 ივლისის დილას, დაახლოებით 08.16 საათზე, მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 223 საკანში მყოფმა სხვა პატიმრებმა შენიშნეს, რომ ბრალდებული თავს ცუდად გრძნობდა. მათ გამოიძახეს ექთანი და მორიგე ექიმი. ჯერ ექთნის, ხოლო შემდგომ ექიმის მისვლისას ბრალდებული იყო უკონტაქტო, არ აღენიშნებოდა პულსაცია პერიფერიულ და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული სარეანიმაციო ღონისძიებები, რის პარალელურადაც ბრალდებულთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იქნა გამოძახებული. სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, ბრალდებული საკნიდან გადაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაკეთდა ადრენალინის ინექცია. მიუხედავად სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, გადაღებული კარდიოგრამის მიხედვით, დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

    წინამდებარე პრესრელიზს ერთვის ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს სარეანიმაციო ღონისძიებებსა და პატიმრის გადარჩენის მცდელობას. ვიდეოში დაფარულია მხოლოდ პატიმართა სახეები. სპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე გამოთქვამს მზაობას, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს აჩვენოს სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელიც 23 ივლისის დღეს, 23-24 ივლისის ღამესა და 24 ივლისის დილას სრულად მოიცავს. მოცემული მრავალსაათიანი ვიდეო ჩანაწერის არც ერთი მომენტიდან არ იკვეთება რაიმე ტიპის ზემოქმედება ბრალდებულზე მისივე თანამოსაკნეების ან გარეშე პირების მხრიდან.

    გარდაცვალების ფაქტზე 24 ივლისს, 09.38 საათზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო დანაყოფის მიერ (სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). იმავე დღეს, ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (რომლის დროსაც, სხვებს შორის, დადგენილი წესით განხორციელდა თავის ქალის გახსნაც).

    დამატებითი ინფორმაცია გარდაცვლილი პატიმრის შესახებ:

    ბრალდებულ გ.ჯ-შვილს, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, რამდენჯერმე გაეწია კონსულტაცია ოჯახის ექიმის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის მიერ, ხოლო დასმული დიაგნოზის შესაბამისად ჩაუტარდა მკურნალობის კურსი. მკურნალობის პერიოდში, ბრალდებულმა რამდენჯერმე უარი განაცხადა პრეპარატების მიღებაზე, რაზეც შედგენილია შესაბამისი აქტები. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ბრალდებული გ.ჯ-შვილი იმყოფებოდა ელექტრო-ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში.

    2 ივლისიდან 16 ივლისის პერიოდში ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

    17 ივლისიდან, ბრალდებული გ.ჯ-შვილი მოთავსებული იყო მე-3 სარეჟიმო კორპუსის N 223 საკანში.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • ფშავი–ომალოს გზაზე ხრამში ავტომობილის გადავარდნის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.5 დაშავდა. სამაშველო ოპერაციის კადრები

    ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მაშველებმა  თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სულ ხუთმა ადამიანმა.

    სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები თბილისიდან ჩავიდნენ.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი. მათ შორის, 1 არასრულწლოვანი.
    შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

    გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.