Category: არქივი

  • მძღოლს, რომელიც ყვითელ მიკროავტობუსში სიგარეტს ეწეოდა,მართვის უფლება შეუჩერდა

    კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნახსენები მძღოლს რომელიც ყვითელ მიკროავტობუსში სიგარეტს ეწეოდა შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვით ხოლო განმეორებით შემთხვევაზე მას კონტრაქტს შეუწყვეტენ.  

    „მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი ეწევა სიგარეტს.

    კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყოვნებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე „თბილისის მიკროავტობუსის“ შიდა სანქციების მიხედვით, მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება.

    კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, ხოლო თავის მხრივ „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ“, -აღნიშნულია განცხადებაში.

    “42 ნომერი “მარშუტკა”…მიდი, ვაჟკაც, იგულავე… ასეთი რაღაც ევროპულ ქალაქში წარმოგიდგენიათ? ” – ვიდეოს ავტორი კალაძისგან პასუხს ითხოვს (ვიდეო)

  • ლენტეხში სოკოთი მოწამლული 3 მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

    ლენტეხის რაიონში, სოკოთი მოწამლული 3 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე, სტაბილურად მძიმეა. ისინი კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. რაც შეეხება ერთ გარდაცვლილ მამაკაცს, ექიმების თქმით, მას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, შესაბამისად, ის დანარჩენ სამთან შედარებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ოთხივე მამაკაცი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

    “ერთი პაციენტი იყო ქრონიკული ავადმყოფი, გულის უკმარისობით, მოციმციმე არითმიით, არტერიული ჰიპერტენზიით. მზადდებოდა საოპერაციოდ. შუნტირება უნდა გაკეთებოდა უახლოეს მომავალში. ყველაზე მძიმე პაციენტი ის იყო და ეს პაციენტი დაიღუპა. დანარჩენი სამი პაციენტის გადაყვანა მოხდა სპეციალიზირებულ კლინიკაში, ქალაქ ქუთაისში. სამივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სტაბილურად მძიმეა მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, კომით მოხდა მათი გადაყვანა,“ – აცხადებს ექიმი, გრიგოლ ტურძელაძე.

    ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ოთხიდან ერთ-ერთმა, სოკო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრიფა და ამის შემდეგ თავის ახლობლები დაპატიჟა. გავრცელებული ცნობით, ისინი სოკოს ჭამიდან სულ ცოტა ხანში შეუძლოდ გახდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა კი სასწრაფოს გამოძახება მოასწრო და შეუძლოდ გახდომის მიზეზიც განუმარტა.

    „მე რომ გავიკითხე რა ხდებოდა, ერთ-ერთს ამ ოთხიდან, ტყეში ყოფილა, სოკო მოუკრეფია, ნოდარი ლიპარტელიანს, მოუტანია სახლში და იქ მეზობლებისთვის დაუძახია, ბიჭებისთვის, უჭამიათ ეს სოკო და ნახევარ საათში ოთხივეს მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. შემთხვევით ერთ-ერთი მოვიდა აზრზე, ცოტა გონებაზე და სასწრაფოს დაუძახა და სასწრაფო რომ მივიდა, უთხრა, რომ სოკოთი ვართ მოწამლულებიო“ – განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

    სოკოთი მოწამლულებიც და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით ვერ სახელდება, რა სახეობის სოკო მიიღო ოთხმა მამაკაცმა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, სამი კი ამ დრომდე, მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში რჩება.

  • “დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება”- დავით ჭიჭინაძე

    სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებლის, დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით, დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება. დავით ჭიჭინაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ინვესტორებმა ქვეყანა დატოვონ.

    „ როდესაც ეკონომიკაში ფულს არ ამუშავებ, გადასახადები არ შემოგდის და შესაბამისად ფულს ვერ ანაწილებ, ეს ლარის კურსზეც აისახება და თითოეული ჩვენთაგანის მდგომარეობაზეც. დღეს სახელმწიფო შესყიდვებს ვერ ახორციელებს.რადგანაც, ნებისმიერ ტენდერში, უცხოური ვალუტის მდგენელი არის ძალიან დიდი და ჩადებულია 7-8 პროცენტიანი მოგების ზღვარი.

    ასეთი რყევების პირობებში კი ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ნაკლებია.

    შესყიდვები არ ხდება – ე.ი.ფული არ იხარჯება;
    ფული არ იხარჯება – ე.ი. ეკონომიკა არ იზრდება.

    ეს ყველაფერი კი, ჩვენს მთავრობას არც აინტერესებს.გამოდიან და თავის ბუღალტერიას ხატავენ:ანუ, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდა კი არა, სულ უკან და უკან მიდის, მთავრობა 5 და 6 პროცენტიან ზრდებს გვაჩვენებს.

    მოკლედ, ბუღალტრულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეკონომიკა რეალურად ნამდვილად ვერ გაიზრდება.და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც შენი ლარი სუსტება, რომელი ინვესტორი გაჩერდება ქვეყანაში ?!ინვესტორი გაიქცევა აბა რას იზამს?ისეკი, ზოგადად, ქვეყნის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე დიდიმამოძრავებელი ძალა და ინვესტიციების მომზიდავი სამშენებლო სექტორი იყო. რომელიც დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და 2-3 კომპანიის ხელშია გადასული.

    თბილისის მერია კი, პოპულისტური განცხადებებითაა დაკავებული და მშენებლობების ნებართვებს შერჩევით იძლევა.
    საქმე კი ის არის, რომ ათასობით ადამიანს, რომელთაც ნაკვეთები ჰქონდათ შესყიდული, მათსტატუსები შეუცვალეს და ამითრეალურად ეს ხალხი დააზარალეს. ანუ, გენ-გეგმაკი არაა პრობლემა, არამედ არაპატიოსანი მოხელეების სიმრავლე, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი სათავისოდ მოიწყოს დამიითვისოს, მერია კი, ამისსაშუალებას იძლევა.

    მოკლედ, დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება.“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

  • “ყველას ვინც ამ საქმებთან გაქვთ კავშირი სისხლის ზღვად გექცეთ თითეულს თქვენი ოჯახები”-მაჩალიკაშვილი

    “ყველას ვინც ამ საქმებთან გაქვთ კავშირი სისხლის ზღვად გექცეთ თითეულს თქვენი ოჯახები”- მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

    “ჯერ არაფრის გამო 2017წ 26 დეკემბერის სისხლიანი დიდა და ზღვა სისხლი დაფითრებული დამფრთხალი ეზო სავსე მხდალ ლაჩართ ბრიკადა მუხლებ აკანკალებული ეგრეთ წოდებული სპეც რაზმი შემდეგ თელავის და თბილისის სავადმყოფოები და გარშემო მგელთა ღმუილი ამ ტრაგედით დამწხრებული იქ ქანც წართმეული მე და ჩემი ოჯახი გაუსაძლისი ტკივილით შემდგომ 10 იანვარი ამ ქვეყნად ყველაფრის დასასრული ჩემს ოჯახისთვის ერთადერთი ვაჟის დაკარგვა მტრის ხელით მუხანათურად და ღალატით”

    მაჩალიკაშვილი მისი შვილის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ზოგიერთ მედიასაშუალებას ადანაშაულებს.

    “და მერე სახელმწიფო უსაფრთხოების ბინძური ტყუილები და ივანიშვილის ბინძური მედიების საშუალებით ტერორიზმში დადანაშაულება თავიანთი ბინძური ტყავის გადასარჩენად.
    და საწინამღდეგოდ შებრძოლებული მე იმის მოთხოვნით ეღიარებინათ ამ ბინძურ ხელისუფლებას მათივე დანაშაული 500 დღე ღამე იმის მოლოდინში ჯოჯოხეთის გავლით ყველა წნეხის და ტროლების ტალახის სროლის მიუხედავად პროვაკაციების სიცივის შიმშილის ყინვის ქარში წვიმის მივუხედავად მოგვიწია გავლა მე და ჩემს გარშემო ყოფებს მაგრამ ეს ყველაფერი უპასუხოდ განადგურების მცდელობები შანტაჟი მოსყიდვა დაშინება ეს ყველაფერი იმის გულისთვის დაეფარათ ის სასტიკი საუკუნის დანაშაული ჩადენილი გოგაშვილ ჩიმაკაძების და საბოლოვოდ ამ ყველა თავიანთი ბინზური რესურსების ამაოდ გამოყენების და მიზნის არ მიღწევის მერე პოლიტიკურად ჩემი ძმის შვილის გამოკეტვა და აი ეს პოტო კიდე დანარჩენს გვიამბობს ციხის ეზოდან რაც მედა ჩემა ოჯახმ დღემდე გამოვიარეთ ეს გაზა გამოგევლოთ ყველა იმ ადამიანმა ვინც ამ საქმებთან გაქვთ კავშირი და ასევე ტროლებო თქვენც სისხლის ზღვად გექცეთ თითეულს თქვენი ოჯახები”- წერს მაჩალიკაშვილი.

  • ვასაძე ივანიშვილს მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს(ვიდეო)

    ბიზნესმენი ლევან ვასაძე 30-წუთიან ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს. 

    ვასაძე აღნიშნავს, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები, რომლებსაც ის მედიატერორისტებს უწოდებს და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის  უმკაცრესად დაისჯებიან.

    “ის ტელეტერორიზმი, რომელშიც გადავარდნილი არის ე.წ თავისუფალი და სინამდვილეში ლიბერალური ქართული ტელევიზია, არის უაღრესად მავნებელი ჩვენი ქვეყნისათვის, ეკონომიკისათვის. დათვლილია უკვე, რომ გასული კვირების მოვლენებმა, არშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ და ამის შედეგად ამ  უტვინო დეპუტატი სერგეი გავრილოვის მონაწილეობით, ჩვენი მედიის მიერ აგორებულმა პროვოკაციამ და არეულობამ გამოიღო უდიდესი ზარალი ქვეყნისთვის,3 მილიარდით დაზარალდა საქართველო და გამოდის რომ ოჯახები, რომლებიც შრომობენ,იღებენ კრედიტებს, რატა სახლები სასტუმრო-სახლებად გადააკეთონ უნდა დარჩნენ სარჩოს გარეშე და ხდება მძევალი რამოდენიმე ერთი მუჭა გაუკუღმართებული ცხოვრებით მცხოვრები ღვარძლიანი, გარყვნილი, ცინიკური ტელეტერორისტისა”-აცხადებს ვასაძე.

    “მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ეკონომიკას და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს”-მიმართავს ვასაძე მთავრობას და ივანიშვილს.

    ვასაძე მიიჩნევს, რომ   მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული, ეროვნული, ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას

    “ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე – ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“, – განაცხადა ვასაძემ.

  • “ირაკლის დაკავება ივანიშვილის მიმართ მის გამოსვლებს უკავშირდება”- ირინა ოქრუაშვილი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე დარწმუნებულია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების მიზეზი, “რუსთავი2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა.

    ირინა ოქრუაშვილი პოლიტიკურ რეპრესიებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ივანიშვილმა ოქრუაშვილის დაკავება პირადი შურისძიების გამო გადაწყვიტა. საქმე ეხება მწვავე კრიტიკას, რომელსაც ოქრუაშვილი “ოცნების” ლიდერის მიმართ გამოთქვამდა.

    „დღესდღეობით არ არსებობს მიზეზი ირაკლისთვის თავისუფლების აღკვეთის. ერთადერთი იმას დავამატებ რომ თუ სამართლიანობა არსებობს ამ ქვეყანაში, ის აუცილებლად იზეიმებს და ირაკლი ოქრუაშვილს გამოუშვებენ. ეს უკავშირდება “რუსთავი 2”-ის საქმეს და არამარტო. ზოგადად, ივანიშვილის მიმართ მის გამოსვლებს და ოპოზიციურ ქმედებებს,“-განაცხადა ირინა ოქრუაშვილმა.

    ირინა ოქრუაშვილი, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლებთან ერთად არასამთავრობო ორგანაზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ მისი მეუღლის ბრალთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. დღის ბოლომდე დაგეგმილია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.

    ირაკლი ოქრუაშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი უკვე დარეგისტრირდა.

  • სოხუმის აეროპორტში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება – საგარეო უწყება

    სოხუმის აეროპორტში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება – საგარეო უწყება

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება,  რის მიხედვითაც რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რასაც მხარს უჭერს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია.

    „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას. ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს. URAS-ის კოდი ენიჭებათ დსთ-ში მყოფ ქვეყნებს. კოდის მინიჭებით სოხუმის აეროპორტი დარეგისტრირდა როგორც როსტოვის საჰაერო ზონა.

  • გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

    მედიის  ცნობით, სერგეი ლავროვის მოადგილის თანამდებობაზე დიდი ალბათობით ივან ვოლინკინს დანიშნავენ. ის დღეს სამინისტროში საკონსულო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

    ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. 2007 წელს ივან ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყნიდან გააძევა.

    გრიგორი კარასინის გადადგომის ოფიციალურ  მიზეზად მისი ასაკი სახელდება. კარასინი 70 წლის ხდება, ხოლო კანონმდებლობის თანახმად 70 წლის ასაკის ზემოთ მყოფ პირს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს.

  • ჟურნალისტები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ

    „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,“ რომელიც 363 ჟურნალისტს აერთიანებს, 28 მედიასაშუალებასთან ერთად, მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიას. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება.

    „მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც აერთიანებს 363 ჟურნალისტს. როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა. უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება.

    თემის დასახელების გარეშე მიწვევა განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აყენებს მაუწყებლებს, რომლებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ ბრიფინგი ჩართონ პირდაპირ ეთერში თუ სიუჟეტის ფორმატში გააშუქონ. ეს კი გავლენას ახდენს მთლიანი საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვაზე. გამოწვევის წინაშე დგებიან მცირე მედიასაშუალებებიც, რომლებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გადაანაწილონ მცირე ადამიანური რესურსი და გაგზავნონ თუ არა ჟურნალისტი ამ ამბის გასაშუქებლად. საერთო ჯამში კი, ის ჟურნალისტები, რომლებიც მიდიან ბრიფინგის გასაშუქებლად, არიან მოუმზადებლები და ვერ ახერხებენ ადეკვატური კითხვების დასმას და ინფორმაციას მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში გადასცემენ.

    ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალება დისკრიმინაციულ მიდგომაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათთვის არათუ თემა, არამედ თავად ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია უცნობი რჩება.

    გვსურს შეგახსენოთ, რომ მედია არ არის რომელიმე სამთავრობო უწყების პრესსამსახურის დანამატი და მისი ფუნქცია ბრიფინგისთვის ეთერის დათმობას არ გულისხმობს. ნაცვლად ამისა, მედიის მთავარი როლი საჯარო ინტერესის შემცველი ამბების გაშუქება და საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების დასმაა. შესაბამისად, თავად მედიამ უნდა გადაწყვიტოს არსებობს თუ არა აუდიტორიის ინტერესი ამა თუ იმ თემის მიმართ, ამის მიხედვით შეარჩიოს გაშუქების ფორმატიც და მოემზადოს შესაბამისი კითხვების დასასმელად, რისი საშუალებაც დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით დღეს მედიას არ ეძლევა.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გადახედოთ მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიას, ბრიფინგების, პრესკონფერენციის გამართვამდე გარდა გამოცემებთან პირადი კომუნიკაციისა, გამოაქვეყნოთ ანონსი ვებსაიტის მეშვეობით, რათა მედიას არადისკრიმინაციულად მიაწოდოთ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, მათი სარედაქციო პოლიტიკა მისაღებია თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყებისათვის.

    ამასთან მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ჟურნალისტების ინტერესები, მისცეთ მათ კითხვების დასმის და დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა შეძლონ საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის კვალიფიციურად მიწოდება“, – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი ჟურნალისტების მიმართვაში,

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი ჟურნალისტების გარდა მიმართვას უერთდებიან შემდეგი მედიასაშუალებები:

    ტელეკომპანია პირველი
    რუსთავი 2
    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
    კავკასია
    პალიტრანიუსი
    სტუდია მონიტორი
    რადიო ჰერეთი
    რადიო თბილისი
    რადიო ფორტუნა
    რადიო პალიტრა
    რადიო მარნეული
    ინტერპრესნიუსი
    On.ge
    ტაბულა
    პრაიმტაიმი
    საინფორმაციო ცენტრების ქსელი
    livepress.ge
    skeqtri.ge
    knews.ge
    media.ge
    sova.news
    ქრონიკა +
    ipress.ge
    Globalpress.ge
    FirstNews.ge
    newpress.ge
    მედიაჯგუფი “აჭარა p.s.”
    Kavkazexpressmediacompany.com