Category: არქივი

  • “დავარღვევ ყველაფერს არ დავემორჩილები ან თავისუფლება ან პატიმრობა ” – ნიკა გვარამია

    „მოგესალმებით დიქტატურაში!“ – ეს სიტყვები ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობასთან მისვლის შემდეგ გააკეთა.

    გვარამიას თქმით, ქვეყანაში დიქტატურის ღიად დამყარება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.

    „სტრასბურგის სასამარტლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორას ყუთის გახსნა, ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის შემდეგ საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გაშლილი დიქტატურას და დღეს უბრალოდ ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა აქეთკენ,“ – ამბობს გვარამია.

    გვარამამ იმ კონტრაქტზე ისაუბრა, რომელიც ინტერმედიასთან 2015 წელს დაიდო.

    “ეს კონტრაქტი იყო სწორი, რადგან  2015 რისკების წელი იყო. შუა წლის განმავლობაში მე დავინახე, რომ ეს რისკები არ მოქმედებდა და დიდი შემოსავალი შეიძლებოდა დაგვეკარგა. ინტერმედიასთან გვქონდა მკაცრი მოლაპარაკება, გამოვიყენე უპირატესობა და მათ დავაბრუნებინე არა 7 არამედ 9 მილიონი შემდეგ წელს. ეს თანხ აკი არ დაკარგულა ეს თანხა დავაბრუნებინეთ. ვუთხარი ინტერმედიას რომ შემდეგ წელს კონტრაქტს არ დავუდებდი.

    მეორე საკითხი ბინების. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩემი საჯარო მკვლელობა მოაწყოს და თქვას, რომ გვარამია იპარავს და დალექოს ეს მესიჯი. ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ქურდი არის ბიძინა ივანიშვილი და არიან სხვა ქურდებიც, მაგრამ მათ შორის, ნიკა გვარამია არ არის.

    აუცილებლად უნდა გავცე პასუხი ივანიშვილს.კორუფცია არის ჩემი წითელი ხაზი, მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში და არამხოლოდ, მე ვიბრძვი კორუფციის წინააღმდეგ და საკუთარი მაგალითით ვცდილობ დავამკვიდრო სტერეოტიპი, რომ  შეიძლება იყო მაღალი თანამდებობის პირი და შეიძლება იყო კარგი ტიპი და არ იპარავდე, ეს არის ჩემი მორალური ხერხემალი, ზუსტად კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა.არცერთ სხვა ბრალზე არ მექნებოდა ასეთი მწვავე რეაქცია. ეხლა მან გადაკვეთა ეს ხაზი მეორედ. მე მას ვპირდები, მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე დ ავიქნები მის მიმართ ბევრად მოწყალე ვიდრე წარმოუდგენია.

    პროკურატურას ვეუბნები თქვენ გაქვთ 2 არჩევანი ან ჩემი თავისუფლება ან ჩემი პატიმრობა. მე  არ მოგცემთ საშუალებას არცერთი მესამე ვარიანტის. არანაირი კომპრომისი არ იქნება დასვებული მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ ვერ და დაბალს არ, იმიტომ რომ მე ვარ უდანაშაულო და არ გავაკეთებ კომპრომისს არცერთ შემთხვევაში, დავარღვევ ყველაფერს, არ დავემორჩილები, ვერც ეჟვანს ვერ შემაბამთ ვერც სახლში ვერ დამაბამთ, ან პატიმრობა ან თავისუფლება მესამე არჩევანს მე არ გაძლევთ. ამის გამო ბოდიშს ვუხდი მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამით,მაგრამ არაუშავს ჩვენ ავიტანთ, აგვიტანია უარესიც იგივე ადამიანის გამო.

    რაც შეეხება ბინების თემას სამარცხვინო ბრტყელ პიარს. მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები, რომ მეყიდა ახალი. მთელმა რუსთავი 2-მა იცის, რომ  ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების გასტუმრება. ამის ყველა საბუთი არსებობს, სესხის ხელშეკრულებაც, ფულიც შეტანის ჩეკიც, თქვე ნაბიჭვრებო ხო გაქვთ ეს საბუთები? როგორ ბედავთ ჩემთვის დაბრალებას რამის მოპარვის, თქვენ ნაბიჭვრებო,  კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი.არ გაპატიებთ მათ შორის იმას ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში!

    მე არ ვაპირებ მარტო  ტელევიზიით, თუმცა მე მაინც გავაკეთებ, მიუხედავად იმისა ჩამსვავენ თუ არა, მე მონაწილეობა სმივიღებ ყველა პლატფორმაში, რომლეიც ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს, ეს არ არის ჩემი არჩევანი ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, მე ვიღებ ამ გამოწვევას, მე წავალ პოლიტიკაშიც, მე წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან სადაც ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს.”-განაცხადა გვარამიამ.

  • “ბორდერიზაციას „სამხრეთ ოსური მხარე“ ახორციელებს”- მარია ზახაროვა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ე.წ. ბორდერიზაციას არა რუსული, არამედ „სამხრეთ ოსური მხარე“ ახორციელებს.

    როგორც ხაზაროვა აცხადებს ქართველი და დასავლელი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები 2008 წლის კონფლიქტის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „რუსეთი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოს გეგმაზომიერი გახლეჩისა და მიტაცების თავის გრძელვადიან სამხედრო-დიპლომატიურ კამპანიას“.

    „საზღვრის მოწყობის ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ გეგმიურად ხორციელდება. ამის მიზანია ორი მოსაზღვრე სახელმწიფოს მოსახლეობის უსაფრთხო და უკონფლიქტო ცხოვრებისთვის პირობების შექმნა. ასეთი ნაბიჯები საზღვრის შემთხვევით დარღვევის ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირი ინციდენტების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

  • “უფერული ერთფეროვნება მრავალფეროვან ქართულ საზოგადოებასთან მალე დამარცხდება”- ბერძენიშვილი

    “უფერული ერთფეროვნება მრავალფეროვან ქართულ საზოგადოებასთან მალე დამარცხდება”- ასე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებას და ბრალის წაყენებას.  

    “ნიკა გვარამია, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.ნიკა კი იქნება ყოჩაღად, ვატოც წერეთელიც, ყველანი დასაშინებელ/ დასაჭერთა სიიდან…
    20 ივნისის ამბებზე უსამართლოდ, უკანონოდ დაპატიმრებული ბესო ლორთქიფანიძეც და ყველა დანარჩენი ყოჩაღად არიან და იქნებიან.არც მამუკა ხაზარაძისთვის კისრის მოგრეხვა გამოუვა ბიძინას.ვერც ანაკლიას წაგვართმევს ქართველებს… ამერიკაც იქნება აქ და ნატოც.უფერული ერთფეროვნება მრავალფეროვან ქართულ საზოგადოებასთან მალე დამარცხდება.”- წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს 19:00 საათზე პროკურატურაში ბრალის დადგენილების მიზნით არის წარდგენილი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს დაპირდა, რომ პირადად ჩაიბარებდა მის კაპიტულაციას.

  • “თვითონ ხომ ვერ დაიბრალებენ ვიღაცას უნდა შეაწმინდონ ხელი” – გია ხუხაშვილი

    პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც მიზნად ისახავდეს ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას – ასე აფასებენ ანალიტიკოსები ნიკა გვარამიასთვის ბრალის ფორსმაჟორში წარდგენას.

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესი შესაძლოა, კავშირში იყოს ახალი ტელევიზიის დაანონსებასთან. მისი თქმით, გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის მიზეზი შეიძლება განპირობებული იყოს იმ რთული ვითარებით, რომელშიც “რუსთავი 2-ის” ახალი ხელმძღვანელობა აღმოჩნდა.

    „თვითონ ხომ ვერ დაიბრალებენ, ვიღაცას ხომ უნდა შეაწმინდონ ხელი და ეს ვიღაც არის ნიკა გვარამია. ამით ხდება იმის პრევენციაც, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის გახსნა აქვს დაანონსებული და ამის პრევენციაა და არის პირადი მომენტი, ის საკმაოდ შეურაცხმყოფელად გამოდიოდა “ქართული ოცნების” ლიდერების მისამართით და შეიძლება ვენდეტის ელემენტიც არის ამ ყველაფერში,“ – ამბობს გია ხუხაშვილი.

  • ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს გვარამიას განეიტრალებას – საძაგლიშვილი

    ნიკა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ეხმაურება. 

    დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სამაუწყებლო კომპანიიდან პროკურატურას ყველა საჭირო დოკუმენტი აქვს ამოღებული და ფლობს ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიამ ფული ასესხა „ინტერმედიას“.

    „პროკურატურა უბრალოდ ტყუის რიგ შემთხვევებში იმიტომ, რომ მას ამოღებული აქვს ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის, როდესაც საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით ამბობს, ის არაფერს არ ამბობს ნიკა გვარამიას მიერ ფულის სესხებასთან დაკავშირებით, რომლის გასტუმრება მოხდა სწორედ ამ ფორმით და ეს ფული საერთოდ არ უკავშირდებოდა ან „რუსთავი 2-ს“ ან „ინტერმედიას“, გარდა ამისა, გამოკითხვაზე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ეს კითხვები საერთოდ არ დასმულა, ანუ არ იყო დაინტერესებული გამოძიება ამ კუთხით და ვერ წამომიდგენია, რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაეტარებინათ ამ სამ დღეში, რომ ამ მიმართულებით წასულიყვნენ

    ჩვენ პრინციპში, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ არის არც სამართლებრივი საქმე და ამ საქმეზე არ იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის, გადაწყვეტილებას არ იღებს არც ის პროკურორი, რომელიც საქმეზე არის, არამედ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს, მხოლოდ და მხოლოდ, ნიკა გვარამიას განეიტრალებას.

    იმდენად აბსურდულ რაღაცებზე ამახვილებს ყურადღებას პროკურატურა, არ ვიცი. ერთადერთი ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი დაკავშირება უნდოდეთ ამ საქმესთან, რომ მე არ ვიყო ნიკა გვარამიას ადვოკატი და ვერ შევძლო მისი ინტერესების დაცვა, შესაძლებელია, ერთადერთი ეს მიზანი ჰქონდეთ, სხვა არაფერი მიზანი არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი დანაშაულის ნიშანი, არათუ დანაშაულის ნიშანი, არამედ სამოქალაქო წესით, რომ ედავოს ახლა უკვე მოქმედი პარტნიორი, სამოქალაქო წესითაც კი სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, მითუმეტეს დანაშაულზე საუბარი არის სრულიად გამორიცხული და წარმოუდგენელი რამ,“ – ამბობს საძაგლიშვილი “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში.

    “რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

  • ფოტო, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი სტუმრებს საქართველოში ეპატიჟება სოციალურ ქსელში დაცინვის ობიექტი გახდა (ფოტო)

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვანეთში იმყოფება. ვერტმფრენით გადაადგილებისას მან სვანეთის  ხედები გადაიღო და ფოტოები „ფეისბუქ“ ჯგუფში „გაატარე ზაფხული საქართველოში“  გააზიარა. ფოტოში თითქმის არაფერი  ჩანს და არც ფოკუსია გასწორებული, რის გამოც, საქართველოს პრეზიდენტს სოციალურ ქსელში დასცინიან და აკრიტიკებენ. 

    {{PHOTOGALLERY}}

  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეტადონის შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს (ვიდეო)

    სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ოქრუაშვილის ადვოკატი სავადო ხელმოწერაზე კომლექსური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს

    „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი სავადო ხელმოწერაზე კომლექსური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

    ოქრუაშვილის ინტერესების დამცველისთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიუღებელია. 

    „ეს რომ არაობიექტურია, ეს ცალსახაა, ვინაიდან, საქმეში, მოგეხსენებათ, გვაქვს სამი დასკვნა, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ 2010 წლის ოთხი თებერვლის დოკუმენტზე შესრულებული ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არის ნამდვილი, ანუ შესრულებულია მის მიერ. არცერთ ექსპერტს ამაში ეჭვი არ შეუტანია, ამ ექსპერტიზის დასკვნის დასადებად გამოყენებული იქნა ქიბარ ხალვაშსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის დადებული ხელშეკრულებები, სადაც არსებობს 14 ხელმოწერა და 14 ხელმოწერის ნიმუში დედნის სახით, რომელიც იქნა შედარებული 2010 წლის 4 თებერვლის დოკუმენტს, ამ დოკუმენტზე შედარების შედეგად იყო ცალმხრივი და ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნამდვილად ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის ეს ხელმოწერა. ვფიქრობთ, რომ გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს, მოვითხოვთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას, კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას,“ – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა.

    შეგახსენებთ, სამხარაულის სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ  ქიბარ ხალვაშის დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.დასკვნის მიხედვით, დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.