Category: არქივი

  • ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სანაპირო გაიხსნა

    ბათუმის სანაპირო ზოლზე ტივტივა ეტლები, პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე, საპირფარეშო და გამოსაცვლელი მოეწყო.

    პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

    შმმ პირებს ადგილზე ძველ ბულვართან ე.წ. ძველი გემის მიმდებარედ, 5 ტივტივა ეტლიც დახვდებათ, რომლითაც წყალში შესვლას შეძლებენ.

    ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასოა.

  • სამხარაულის ექსპერტიზამ ოქრუაშვილი-ქიბარის დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა არ დაადასტურა

    სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ოქრუაშვილი, ქიბარ ხალვაშის დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.

    როგორც დასკვნაში წერია, დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.

    „ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია, არ ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

    გარდა ამისა, ქართველ სპეციალისტებს გერმანელი კოლეგების დასკვნაში ეჭვი შეაქვთ. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა.

    მისი მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა. კომპანიის დღევანდელი მფლობელი, ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

    18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

  • “კადრებში ჩანს, რომ ჩუბინიძე სპეცრაზმს აძლევდა მიმართულებებს” – თამარ კორძაია

    არასაპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენლები ანზორ ჩუბინიძის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული.

    მათივე თქმით, ხელისუფლება აკავებს ყველას, ვინ რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა, თუმცა ძალოვანთა მიერ ძალის გადამეტებაზე არ რეაგირებს.

    20 ივნისის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელებმა რომ თანამდებობა უნდა დატოვონ, ამაზე საუბრობს „თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ალექსანდრე ბარამიძე. ის ამბობს, რომ ხელისუფლება უმოქმედოა თავისი წევრების მხრიდან კანონის დარღვევებთან მიმართებაში.

    „ის პირები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ხელმძღვანელობდნენ ამ სადამსჯელო ოპერაციას, მე ვგულისხმობ, შს მინისტრს და ასევე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, ის პირები თანამდებობაზე რჩებიან და თვითონ ხელმძღვანელობენ, ასე ვთქვათ, საგამოძიებო მოქმედებებს,“ – ამბობს ბარამიძე.

    20 ივნისის ღამეს რომ პროცესებს რეალურად ანზორ ჩუბინიძე მართავდა – ამ მოსაზრებას საქართველოს “რესპუბლიკური” პარტიის პოლიტიკური მდივანს, თამარ კორძაიას შს მინისტრის განცხადებები უმყარებს.

    „გახარიას განცხადებებმა გააძლიერა ეჭვი, რომ ჩუბინიძე მართავდა სინამდვილეში პროცესებს, იმიტომ, რომ კადრებში ჩანს, რომ ის სპეცრაზმს აძლევს მიმართულებებს, ამ მთავრობაში ყველა არის ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული, ყველა ემორჩილება ბიძინას და ახლა ისინი არიან შეკრულები, იმიტომ, რომ ერთის გამეტება ნიშნავს მთელი გუნდი არის აბსოლუტურ პრობლემებში, ამიტომ, ეს რაღაც კრიმინალური აზროვნება, რაც მთავრობაში არის, არის დამანგრეველი,“ – განაცხადა კორძაიამ.

  • რუსეთი მუდმივად ახდენს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებების დარღვევას – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

    შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან გაიწვიოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

    განცხადება ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    მორგან ორტაგუსის თქმით, რუსეთის შეჭრა საქართველოში და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევას წარმოადგენს.

    “როგორც დღევანდელმა ქმედებებმა აჩვენა, რუსეთი მუდმივად ახდენს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებების დარღვევას. რუსეთის შეიჭრა საქართველოში და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დაუფარავს დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მივესალმებით იმ დღეს, როდესაც შევძლებთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასასრული აღვნიშნოთ,”-განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მორგან ორტაგუსი.

  • ირაკლი ოქრუაშვილი ადვოკატმა მოინახულა

    პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

    „რამდენიმე წუთის წინ გამოვედი მისგან, ნორმალურად, მხნედ და ბრძოლის ხასიათზეა. მან იცის, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცესები არ არის და შესაბამისად, არც ელოდება რამეს. თუმცა, ჯერ არაფერი ვიცით და არაფერ კონკრეტულს არ ელოდება.სამოქმედო გეგმასთან და კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, აქვს. მასთან ჩემს გარდა, სხვაც შედის და სხვების მეშვეობით აქვს თავის თანაპარტიელებთან კომუნიკაცია, მე – ნაკლებად. ჯერ ძნელია, რამე პროგნოზი გააკეთო, მაგრამ რადგან პროცესი სამართლებრივი არ არის, ის ალბათობაც დასაშვებია, რომ ციხეში გამოკეტონ, იმის ალბათობაც დასაშვებია, რომ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და პატიმრობაში აღარ იყოს. ამიტომ ამაზე საუბარი ძნელია“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

  • პოლიციამ სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა, ქვეყნის მასშტაბით სულ კამერების რაოდენობა 3820-მდე გაიზარდა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს. ამჯერად, სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა.

    ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 4 ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე – 8 , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი – 2 ლოკაციაზე.

    სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 – ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

    2019 წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სულ ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

    ინფორმაცია ,,ჭკვიანი“ კამერების ახალი ლოკაციების შესახებ:

    1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – გრიგოლეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    2. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    3. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი სუფსა – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი>ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    6. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    7. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    8. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ქობულეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრამდე (ციცინათელა – ქობულეთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    9. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრიდან (ციცინათელა – ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი) ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრამდე (ნატანები – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

    11. ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრიდან (ნატანები – ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.

  • ექსპერტიზის დასკვნით სკანდალურ დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის

    სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა დადო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით იმ დოკუმენტზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის მფლობელი სინამდვილეში ის არის და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური პირია. ექსპერტიზის დასკვნით ხელმოწერა შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ.

    „გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.

    აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:

    ასო „შ“ -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.

    – მოძრაობის ფორმა ასო „ქ“-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.

    – მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ“-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,“-ნათქვამია დოკუმენტში.

    ქართველ ექსპერტებს ეჭვი შეაქვთ გერმანელი ექსპერტების დასკვნაში, რომლებმაც დაადგინეს, რომ ხელმოწერა ნამდვილად ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

    ამ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველო.“ ისინი სამხარაულის ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებენ.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    9 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    ისნის და სამგორის რაიონები

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო “სამგორი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ხარაბაძის, ანდღულაძის, ჯიქიას, ანთიმოზ ივერიელის, ლაღიძის, ბზითაგორის, ოსიპ მანდელშტამის, ტატიშვილის, მიხეილ გახოკიძის, ზურაბ ბეგიაშვილის, ბუკისციხის, რომანოზ ხომლელის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, მაისურაძის და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების II, IV კვარტლების, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონების, სამგორი-II დასახლების, ფრანგულიანის, ელენე გოკიელის და ორახელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ბოდბის, ლუსინიანის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, მუხიანის II მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, ილია ვეკუას, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ათონელის, ჭანტურიას, ვირსალაძის და გოგებაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნის და კარალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების და ანაპს 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბანოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს კომპანია თელასი.

  • “სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია,რომ ბიძინა 22 ივნისს აპირებდა გაქცევას“–გუბაზ სანიკიძე

    „ძალიან სერიოზული, სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა 22 ივნისს აპირებდა გაქცევას. მოსკოვიდან დაურეკეს და უთხრეს, დაეტიე მაგ შენ ტყავში, არავინ არ გეკითხება სად წახვალო. იმ დღეს შეიყვანა სპეცრაზმი თავის სახლში. გაითვალისწინეთ ქართველობო, ეს კაცი გამქცევია, ერთი დიდი მიტინგი და გამქცევია“ – ეს განცხადება „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გააკეთა.

    გუბაზ სანიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას პირუტყვული შიში აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და ამ შიშის გამო ეროვნულ ღალატზე მიდის.

    „საშემოდგომო აქვთ გამოყოლილი პუტინისგან, რასაც რუსები ლაპარაკობენ, იმას ლაპარაკობს ეს ხელისუფლება. ივანიშვილი პუტინის მეჭეჭია, წანაზარდია მისი, საქართველო კარგავს სახელმწიფოებრიობას, არაფრის გამკეთებელი ბიძინა რომ არ არის ბოროტებისა და შხამიანი ქმედების გარდა, ხომ ვიცით? ჭკუაზე რომ არ არის, ხომ ვიცით? არაფერი რომ არ იცის, ესაც ხომ ვიცით? – ვიცით. უკვე ცხოველური ინსტინქტებით მოქმედებს. მანიაკია ჩამოყალიბებული. ბიძინა, იმდენი იძახე, მგელი, მგელიო, ვისიც და რისიც გეშინია, ის მოგიღებს ბოლოს. მოიქეცი წესირედ, ნუ ემზადები არჩევნების გასაყალბებლად. არ გაგაყალბებინებთ, რევოლუციით გაგიშვებთ, აღარ მოგითმენთ. ის ქეში აღარ გიშველის, რასაც არიგებ. დროზე წადით სახლებში, თორე მერე მოგიწევთ ვირის აბანოში“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

  • ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებს ჩაბარდა

    ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებს ჩაბარდა. გადაწყვეტილება ალმაზბეკ ატამბაევმა ძალოვანებთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.

    ყოფილი პრეზიდენტის დასაკავებლად შტურმი 7 აგვისტოს დაიწყო. 

    პირველი შტურმისას სპეცრაზმმა ატამბაევის დაკავება ვერ შეძლო. რადგან იქ შეკრებილმა მისმა მხარდამჭერებმა სეპცრაზმს  წინააღმეგობა გაუწიეს. პრეზიდენტის დაკავების ოპერაციას 1 სპეცრაზმელი ემსხვერპლა,80-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

    1 თვის წინ  ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს იმუნიტეტი მოუხსნეს.ატამბაევს კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს, ასევე შემოსავლების დამალვასა და კორუფციულ გარიგებებს ედავებიან.

    ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტი  2011-2017 წლებში იყო.