Category: არქივი

  • „ეს ყველაფერი დამთავრდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს” – ლევან ბერძენიშვილი

    „ეს ყველაფერი, ალბათ, დამთავრდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ამ სიგიჟის დონე შეუძლებელი ხდება, ბოლოს შეიძლება ბერა დააპატიმროს, არ მოეწონოს, როგორც ამბობს, რომელიმე “კუპლეტი,“ – ეს განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

    საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
    ამ წუთებში სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

  • ჭრებალოში საცხოვრებელი სახლი იწვის

    რაჭის რაიონის სოფელ ჭრებალოში საცხოვრებელი სახლი იწვის.  ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

  • გვარამიამ სასამართლო პროცესზე პროკურორების აცილება მოითხოვა

    “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე პროკურორების აცილება მოითხოვა.გვარამიას თქმით, ბრალდების მხარის წარმომადგენლები აგრესიულები არიან. გვარამიას თქმით, პროკურორებს არ სურთ სიმართლის დადგენა და მათ დავალების შესრულება უნდათ.

    საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. გვარამიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას  არ აპირებს.

  • რუსი ოლიგარქი მოსამართლის სახელით ღებულობს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ – ლევან ხაბეიშვილი

    “რუსი ოლიგარქი მოსამართლის სახელით ღებულობს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ“, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საქალაქო სასამართლოში გააკეთა.

    საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

    ხაბეიშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას ცდილობს.

    „დღეს ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი მოსამართლის სახელით ღებულობს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება გვარამიას წინააღმდეგ, რომ დაეწყო პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

  • ლიბიაში აფეთქებას გაეროს ორი თანამშრომელი ემსხვერპლა

    ლიბიაში, ქალაქ ბენღაზში აფეთქებას გაეროს ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

    როგორც, ​ეროვნული არმიის პრესსპიკერი აჰმედ მისმარი აცხადებს, დაღუპულია 2 ადამიანი ხოლო  10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. 

    აფეთქება სავაჭრო ცენტრთან მოხდა, დაიწვა გაეროს ავტომობილი.  სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, როგორც გაეროს წარმომადგენლება განაცხადეს ისინი არკვევენ თ.

  • ” რაც არ უნდა მოხდეს შენ მაინც გამარჯვებული ხარ, ბოლომდე ჩამოხადე ნიღაბი”- პაატა ბურჭულაძე ნიკა გვარამიას

    “რა იმიჯს უქმნიან ქვეყანას ეს მართლა მოღალატეები, ყველა ცნობილი ადამიანი, ვინც აკრიტიკებს უნდათ, რომ თაღლითად და ქურდად გამოაცხადონ,” – ამ განცხადებას მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბურჭულაძე ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

    “მთავარია, პროკურატურამ ბრიფინგი გამართოს და ბინძური ჭორები გაავრცელოს. უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში, ნეტა თუ დარჩა ვინმე, ვინც ვერ ხვდება სინამდვილეს? ერთ-ერთი პირველი ხომ მე ვიყავი, ვისაც ფონდ “იავნანას” უპოვარი ბავშვების შესაწირი ყულაბებიდან ხურდა ფულის მოპარვა დააბრალეს. განა დაიჯერეთ ვინმემ? მაშინ რომ ყველას ხმა ამოეღო იქნებ არც მისულიყო აქამდე საქმე… ივანიშვილის მონებს და მათ “საგმირო” საქმეებს, ვინც ამხელდა და ამხელს ყველა უნდათ, რომ დააშინონ, დააბინძურონ, ციხეში გამოკეტონ. “რუსთავი 2” და ნიკა გვარამია, პირველ რიგში, ამ მართლა თაღლითებმა, სააშკარაო მხილება ვეღარ აიტანეს და მისდგნენ. ჩემი სოლიდარობა ნიკას, არ დანებდე! ან პატიმრობა ან სიმართლე და თავისუფლება! დღეს რაც არ უნდა მოხდეს შენ მაინც გამარჯვებული ხარ, ბოლომდე ჩამოხადე ნიღაბი, რაც მანამდე აკეთეს, შენი ძალისხმევით ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი!“ – წერს პაატა ბურჭულაძე.

  • ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოსთან მივიდა

    ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა. დღეს სასამართლომ “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. სხდომის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი იქნება.

    ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 80 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

    თუმცა, ნიკა გვარამიამ გუშინ პროკურატურაში ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, რომ ის გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

    ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • პროკურატურა გვარამიასთვის 80 000 ლარიან გირაოს ითხოვს. გვარამია გადახდას არ აპირებს

    პროკურატურა ნიკა გვარამიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 80 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორის აღკვეთი ღონისძიების საკითხი საქალაქო სასამართლოში 8 საათისთვის ჩაინიშნა. როგორც ცნობილია, ნიკა გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ მან გუშინ განაცხადა, როცა პროკურატურაში ბრალის დადგენილების გასაცნობად მივიდა. გვარამია ამბობს, რომ გირაოთი გარეთ დარჩენა არ უნდა და მისთვის მხოლოდ ორი ვარიანტია მისაღები: პატიმრობა ან თავისუფლება და ის დაარღვევს ყველა სხვა წესს და გამოძიებას აიძულებს დააკავოს. პროკურატურა ასევე ითხოვს, გვარამიას სამართალდამცავი უწყებების ნებართვის გარეშე გვარამიას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს.

    შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე.

    საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

    ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

    პროკურატურამ გვარამიასთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ბრალი წარდგენილია  სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    გამოძიება ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ “საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე.

    კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს შ.პ.ს, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შ.პ.ს „ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის მფლობელებიც არიან მისი მეგობრები.ნიკა გვარამია მოქმედებდა რა შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის – შ.პ.ს. ,,ინტერ მედია პლიუსისათვის“ გამორჩენის მისაღებად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურების შესახებ შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული ყოველთვიური შეთანხმებებით, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, შ.პ.ს. „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოეხდინათ საკუთარი კომპანიის ანგარიშზე და არ გადაეხადათ ტელეკომპანიისთვის.
    შედეგად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს “ინტერ მედია პლიუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი – 8 690 664 ლარი.“

    პროკურატურამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ კომპანია ინტერმედია პლუსმა  2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით,  საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად.

    ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილება გუშინვე გააცნეს, თუმცა რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბინების ეპიზოდი ბრალში საერთოდ არ წერია.

    გვარამია ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი მხრიან რუსთავი2–ისთვის მიყენებული ზარალი ბუნებაში არ არსებობს. მათ შორის არც ის 6763510 ლარი, რომელზეც პროკურატურა საუბრობს და თანხა რუსთავი 2–მა ინტერმედია პლიუსისგან დაიბრუნა. რაც შეეხება ბინებს, გვარამია ამბობს, რომ მანამდე მან საკუთარი ბინა გაყიდა და თანხა ინტერმედია პლიუსს ასესხა, რადგან თანხა გადასარიცხი იყო რუსთავი2–ზე ხელფასების დასარიგებლად, მოგვიანებით კი მას ეს ვალი ბინით დაუბრუნეს.

    ნიკა გვარამია დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

  • ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა საქალაქო სასამართლოს შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

    National Geographic-ის მკვლევარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბეჟან ლორთქიფანიძის ახლობლებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.

    ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იყო დაკავებული. მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

    სასამართლო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება.

  • 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო, ის ემზადებოდა ამ ომისთვის – მეთიუ ბრაიზა

    „ევროპელებმა უკრაინის მაგალითზე ისწავლეს, რომ რუსეთი უნდა შეაკავონ. ის მიამიტური შეხედულება, რომ რუსეთი ერთ-ერთი ჩვენგანია და მას კარგად უნდა მოვექცეთ, აღარ არსებობს”, – ამის შესახებ მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.

    „დასავლეთმა, მათ შორის, ვაშინგტონმა, უფრო მეტის გაკეთების ნაცვლად და რუსეთის შეკავებაში მთავარი როლის აღების მაგივრად უკან დაიხია. ამან, მოგვიანებით, საფუძველი ჩაუაყარა ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკას რუსეთთან და ეს სამწუხარო და სტრატეგიულად დამაზიანებელი იყო. შეერთებულ შტატებს და ევროპას დიდი დრო დასჭირდათ რუსეთის საფრთხის გასაანალიზებლად.

    ევროპელებმა უკრაინის მაგალითზე ისწავლეს, რომ რუსეთი უნდა შეაკავონ. ის მიამიტური შეხედულება, რომ რუსეთი ერთ-ერთი ჩვენგანია და მას კარგად უნდა მოვექცეთ, აღარ არსებობს. ვხედავთ სოლიდარობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების კუთხით. ევროკავშირი ყოველ ექვს თვეში ანახლებს სანქციებს. თუმცა არსებობს საფრთხე ამ ერთიანობის წინაშე. პოპულისტური ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნგრეთში თუ იტალიაშია, არ არიან ენთუზიაზმით სავსე სანქციების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. თუმცა ახლო მომავალში ეს ერთიანობა შენარჩუნდება და დასავლეთი არ დაივიწყებს გაკვეთილს თუ რა საფრთეს წარმოადგენს რუსეთი. კითხვები აღარ უნდა იყოს. ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. წლების განმავლობაში რუსეთი დგამდა ნაბიჯებს, როგორიცაა პასპორტიზაცია, ქართული დრონების ჩამოგდება, წარსული საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა და სარკინიგზო მილიტარიზება. რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. თუმცა ის წარმატებულად აკონტროლებდა ნარატივს. ის თამაშობდა დასავლეთის მიერ სააკაშვილის არასწორ აღქმაზე, რომ ის იმპულსური იყო და აშინებდა დასავლეთს, რომ ეს ახალგაზრდა ლიდერი შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანდა ვითარებას. ასევე, საზიანო იყო ევროკავშირის ანგარიში, ომის შემდეგ, რომელიც მიუთითებდა, რომ საქართველომ გაისროლა პირველი. მე ვთვლი, რომ აბსულუტურად შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ ვინ გაისროლა პირველი, რადგან დაბალი ინტენსივობით სამხედრო კონფლიქტი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მოკლე პასუხი თუ რატომაა ეს ჯერ ისევ განხილვის საგანი ისაა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა ნარატივების ბრძოლაში”, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.