Category: არქივი

  • “სადამსჯელო ღონისძიება ახალ ფაზაში გადავიდა” -უდუმაშვილი გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე

    “სადამსჯელო ღონისძიება ახალ ფაზაში გადავიდა, რომელიც ნიკა გვარამიას განეიტრალებას ემსახურება”-”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”წევრი ზაალ უდუმაშვილი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.

    “აქ მხოლოდ ერთი შეფასება არის, ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მოიშოროს და დაიტოვოს თავისუფალი სივრცე რათა 2020 წლის არჩევნებში გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში როგორც აქამდე აკეთებდა, სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი ბრალი აბსურდულია, ორ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების გამო გენერალურ დირექტორს წაუყენო ბრალი ეს არის სრული აბსურდი და სამართლებრივი ნონსესი. მაგრამ ამას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რა უნდა ბიძინა ივანიშვილს,“- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

    “რუსთავი2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. “გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს.

  • “ივანიშვილის კაპიტულაციის ჩაბარებაში დიდი კონკურენციაა. ასე მარტივად ვერ დაგითმობთ” – უგულავა გვარამიას პასუხობს

    თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ასე მშვიდი პროკურორი მას არ ახსოვს.  “პირადად მე ჩავიბარებ შენს კაპიტულაციას” – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში. 

    “ასე მშვიდი და მზრუნველი პროკურატორი მე ჯერ არ მახსოვს,

    პ.ს. ნიკა გვარამია, კაპიტულაციის ჩაბარებაში დიდი კონკურენციაა. ასე მარტივად ვერ დაგითმობთ”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს 19:00 საათზე პროკურატურაში ბრალის დადგენილების მიზნით არის წარდგენილი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს დაპირდა, რომ პირადად ჩაიბარებდა მის კაპიტულაციას.

  • პოლიციამ ,,რუსეთი ოკუპანტიას” ჩამოხეული ბანერი ისევ დაამაგრა (ვიდეო)

    რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოხეული „რუსეთი კლავს“ ბანერი, პოლიციელმა ისევ უკან დაამაგრა.

    ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ბანერი პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქციის ორგანიზატორებმა დაამაგრეს.

    სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პოლიციელს ასეთი ქცევისთვის მადლობა გადაუხადეს.

  • ბიძინა ივანიშვილი წირვის შემდეგ ამბიონზე აიყვანეს (ვიდეო)

    ბიძინა ივანიშვილი დღეს აბასთუმანში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო.დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.

    ივანიშვილი წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა ამბიონზე აიყვანა. გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ ის საკურთხეველშიც იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო ფორტუნა” ავრცელებს. 

    ამბიონზე ასვლა მონათლულ მამაკაცებს შეუძლიათ, კურთხევის შემთხვევაში და ეს ხშირად არ ხდება. გამონაკლისია ჯვრისწერის ცერემონია, როდესაც ამბიონზე ქალი და მამაკაცი ერთად ადის. 

    დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღე მრევლს მეუფე თეოდორემ მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა:

    „ბატონი ბიძინას დამსახურებაა ეს და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. თქვენ იცით რამხელა მადლია აწყურის ტაძარში. ეს არის პირველი კათედრა საქართველოში. ეს არის ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული კათედრალი. ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, კეთდება აგარების სამონასტრო კომპლექსი, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში, იქეთ აღარ ჩამოვთვლი. აბასთუმანში კეთდება კიდევ ძალიან ბევრი რამ. დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლის რესტავრაცია და ძალიან ბევრი შენობის რესტავრაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბასთუმანი გადაიქცევა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად და მნიშვნელოვან კურორტად და თითოეული ჩვენგანისთვის, არამარტო აქ მცხოვრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული ადგილი.“ – მეუფე თეოდორე

    მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დღესასწაულს აბასთუმნობასაც ეძახიან.

    „წმინდა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენს ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენ თითოეულმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

    {{VIDEO}}

  • ” აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები’- პაატა სალია პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე

    ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები“, – ეს განცხადება, „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორმა, პაატა სალიამ გააკეთა.

    პაატა სალია პროკურატურის მეირ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. სალია ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული.

    „ის გარემოებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ კომპანიის კუთვნილი თანხები, ვგულისხმობ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ სხვა კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული და შესაბამისად, კვალიფიკაციაც და საბოლოოდ დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი, ამასთან დაკავშირებით, დაადგენს სასამართლო, მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები. ზუსტად, კონკრეტულ თანხასთან დაკავშირებით, მე ასე ვერ გეტყვით, კონკრეტული თანხების გაანგარიშება რა საფუძველზე მოხდა, როგორ მოხდა, თუმცა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მეც მქონდა, იმიტომ, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, განთავსებულია საჯარო რეესტრში და “ინტერმედიის” მიერ კონკრეტული თანხების არგადმორიცხვის შედეგად, თუ სხვა გარემოებების შედეგად, ფაქტია, რომ “ინტერმედიას” საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გადაცემულია შემდგომ სხვა პირისთვის,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

    ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადების გარდა, “რუსთავი 2-ის” ამჟამინდელი გენერალური დირექტორის კომენტარებიც დაედო.

    სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს 19:00 საათზე არის პროკურატურაში დაბარებული.

    ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ვინც დაკავშირებულია თავისუფალ მედიასთან, ყველა არის ხელისუფლების სამიზნე – გოცირიძე

    “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ბრალის წაყენებას, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ გააკეთა და მომხდარს პოლიტიკური ტერორი უწოდა.

    ოპოზიური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ანადგურებს ყველაფერ იმას, რაც მასთან წინააღმდეგობაში მოდის.

    მისი თქმით, ნიკა გვარამიასთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია, რადგან ედავებოდე ფინანსების მითვისებას ადამიანს, რომელმაც გაკოტრებული ტელევიზია ფეხზე დააყენა, რეალობასთან ვერ იქნება კავშირში.

    “რასაც ახლა ხელისუფლება და ივანიშვილი სჩადის, ეს არის პოლიტიკური ტერორი. უკვე გადალახა ყველა საზღვარი, გონიერების ფარგლებს გასცდა ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება სჩადის. გუშინ ტვ „პირველის“ მესაკუთრე იყო დაბარებული და რა თქმა უნდა მთავარი სამიზნე უკვე არის ტვ „პირველი“ „რუსთავი2“-ის შემდეგ. ნიკა გვარამიასადმი ბრალის წაყენება, აბსურდული ბრალდებით, გაკოტრებული ტელევიზია ხელისუფლების მიერ, დაყადაღებული ორი წლის განმავლობაში, ამ ადამიანმა საკუთარი ენერგიითა და უნარებით მოიტანა დღემდე და რაღაც ფინანსურ პრეტენზიებს უყენებენ.

    ყველა ვინც კი დღეს საქართველოში არის რაიმე ფორმით პოლიტიკური წონადი, გავიხსენოთ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება, ნიკა მელიას შინა პატიმრობა და ვინც კი დაკავშირებულია თავისუფალ მედიასთან, ყველა არის ხელისუფლების სამიზნე. ხვალ შეიძლება ტვ „კავკასია“ გახდეს. ზეგ კიდევ მეორე, რომელიც არ ზის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ტალღაზე. ნიკა გვარამიასადმი დღეს წინასწარი პატიმრობის შეფარდება იქნებოდა საბოლოოდ დასამარება საქართველოში სასამართლო სისტემის,“-ამბობს რომან გოცირიძე.

  • 6 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 40.7 მლნ ლარი დაიხარჯა

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 6 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 40 მილიონ ლარზე მეტი, კერძოდ კი 40.7 მლნ ლარი დაიხარჯა.

    უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში მივლინებებზე დახარჯული თანხა 3.4 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს პირველ 6 თვეში მივლინებეზე ბიუჯეტიდან 37.3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

    რაც შეეხება მივლინების ხარჯის მხარჯავი უწყებების მიხედვით გადანაწილებას, ყველაზე მეტი თანხა, კერძოდ 21.4 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა.

    განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხარჯი სამ თვეში 3 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯი კი 2.7 მლნ ლარით განისაზღვა.

    სხვა სამინისტროების მიერ სამი თვის განმავლობაში მივლინებებზე დახარჯული თანხა კი ასე გამოიყურება:

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 1.9 მლნ ლარი.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო – 1.4 მლნ ლარი;

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის

    ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 1.1 მლნ ლარი;

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 1.1 მლნ ლარი;

    ფინანსთა სამინისტრო – 982 928 ლარი;

    იუსტიციის სამინისტრო – 392 034 ლარი,

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 187 743 ლარი;

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი – 107 938 ლარი;

    ამასთან, აუდიტის ინფორმაციით,2019 წლის 6 თვეში მივლინებებზე 1,4 მილიონი დახარჯეს პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულებმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი 6 თვეში მივლინებებზე 853 365 ლარი დახარჯა.

  • “რ2 უნდა გააკოტრონ,გაკოტრებისთვის საჭიროა ეს შოუ”- ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ რუსთავი2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა.

    “რ2 უნდა გააკოტრონ. სხვანაირად ქიბარს ხელში შერჩება მილიონობით დავალიანება და ასევე საჭირო მილიონები რომ მიმდინარე ვალდებულებები ისტუმროს. ბიძინა მას ფულს არ ჩაუსხამს. გაკოტრებისთვის საჭიროა ეს შოუ, რომელსაც პროკურატურა დგამს.მაგრამ პროკურატურის შოუ ყოველთვის დაბალხარისხიანია და ახლაც გაბანძდებიან.სულ ესაა.ხო, მართლა. რ2 ასეთი ფორმით და შინაარსით არ იარსებებს. დავწერ მაინც”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

    გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

  • “ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაციას” -ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა

    რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. ნიკა გვარამიას  რამდენიმე წუთისწინ ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    “აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი.

    ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტუა ინტერმედიაშიბდა ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

    ღიად და დაუფარავად: კურუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითეკი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

    ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. დედას მოგიტყნავ ბიძინა ივანიშვილი. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაცისდ. პირადად. გპირდები.”- წერს ნიკა გვარმაია სოციალურ ქსელში.