მოგესალმებით დიქტატურაში – ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა

Written by

in

 

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალის დადგენილება უნდა გააცნონ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

 

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *