Category: არქივი

  • გენერალურმა პროკურატურამ „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე გამოკითხვაზე დაიბარა

    გენერალურმა პროკურატურამ „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.

    ანჯაფარიძე გამოკითხვაზე 18:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.საკითხი „რუსთავი 2“-ის საქმეს და აღნიშნულ ტელეკომპანიასა და „ინტერმედიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

    აღნიშნულ საქმეზე  გასულ კვირას გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედიას“ დამფუძნებელი ზურაბ იაშვილი გამოიკითხა.

  • ხალვაშის გადასაწყვეტია ის საკუთარ ქონებას გაყიდის, თუ არა-მათიკაშვილი

    ხალვაშის გადასაწყვეტია ის საკუთარ ქონებას გაყიდის, თუ არა-ეს განცხადება უმრავლესობის წევრის მათიკაშვილმა “რუსთავი 2-ის” გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
    , დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქიბარ ხალვაში არის კერძო მესაკუთრე და ის თავად გადაწყვეტს გაყიდოს, თუ დაიტოვოს თავისი ქონება. მისივე თქმით, პოლიტიკური სპეკულაცია ამ თემით, დაუშვებელია.

    „სტრასბურგის ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა აღსრულება ცნობილი საქმის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით და ქონება დაუბრუნდა მის კანონიერ მესაკუთრეს. მისი გადასაწყვეტია ის ამ ქონებას გაყიდის, თუ არა. კონკრეტულ ოპერაციას ჩაატარებს, მის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი არის სრულ თავისუფლებაში განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. ასე, რომ აქ პოლიტიკური სპეკულაციაა მხოლოდ და მხოლოდ ამის თქმა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ქონების რეალიზაცია, როგორც თვითონ ქიბარ ხალვაშმა განაცხადა მოხდება კონკურსის წესით, ღიად, საჯაროდ. დღეს საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება მყიდველი ამ ქონების, თუ კი მოხდება მისი რეალიზაცია, არის აბსოლუტურად ზედმეტი,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

  • დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა და ის დაასრულა 36 კბილა ცხენკაცმა – გვარამია

    „25-წლიანი დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა და ის დაასრულა 36 კბილა ცხენკაცმა და მისმა დანიშნულმა პაატა სალიამ“, – ნიკა გვარამია ამ განცხადებით,  “რუსთავი 2”-ის გაყიდვის ფაქტს ეხმაურება.

    ქიბარ ხალვაშის განცხადებას და ბრალდებებს „რუსთავი2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი პასუხობს. გვარამიას თქმით, ბრალდება, რომ ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის დროს 70 მილიონამდე დავალიანება დაგროვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. გვარამიას თქმით, მას 30 მილიონამდე ვალი მას დახვდა.

    „ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არ არის ქვეყნის ზურგზე, არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი, იურისტი, არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამოჩენილი გაუკეთებია ცხოვრებაში… ამ 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, რომელიც არის მკვდარი სესხები ან ჩასხმები პარტნიორთა ვალებად გაფორმებული. ეს დამხვდა მე, არც მიმიქცევია ყურადღება, მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში, დაკიდებულ ვალებს ვუყურებდე… ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ ყადაღით მიყენებული ზიანია ესეც მათ შორის“, – განაცხადა გვარამიამ.

    ნიკა გვარამია ასევე აკრიტიკებს პაატა სალიას განცხადებას და ამბობს, რომ ის „სამარცხვინო“ დირექტორია.

    „ეს ჩვარი, რომ რუსთავი 2-ის ბოლო დირექტორია, ეს არიას სამარცხვინო, კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ, მოგვიწყო ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    ნიკა გვარამიას თქმით, მის წინააღმდეგ საქმე სწორედ იმის გამო აღიძრა, რომ “რუსთავი 2”-ის ახალ მფლობელს და მის იურისტს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე ესაუბრათ.

    „პაატა სალიამ ახლა ვისაც გინდა იმას მიმართოს, შემდგარი ისტორიული ფაქტია, რომ პაატა სალია არის რუსთავი 2-ის დირექტორი, რომლის ხელშიც ეს კომპანია გაიყიდება და გახდება კორპუსების სამშენებლო პოლიგონი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • თელავში, უბედურ შემთხვევას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი არხში ჩავარდა.

    მაშველებმა მისი ამოყვანა მოახერხეს. თუმცა ადგილზე მისულმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.

  • “თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი”-ნიკა გვარამიას პასუხი სალიას

    პაატა სალიას მიერ ახალი სამართლებრივი დავის დაანონსებას ნიკა გვარამია ეხმაურება. საქმე ეხება სალიას დღევანდელ განცხადებას, როდესაც აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყება.

    სალიამ გვარამია, სამაუწყებლო კომპანიის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. პაატა სალიას თქმით, ნიკა გვარამიამ ზიანი უნდა აუნაზღაუროს.

    ნიკა გვარამიამ სალიას განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ თავად სალია მოუწევს ციხეში ჩაჯდომა.

    „თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი ჩემგან გადაეცით, იმ სასამართლოსთან ერთად და არავის მოჭამოს, ეს გადაეცით პაატა სალიას, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისთვის,”-განაცხადა გვარამიამ.

  • “სადმე არ შემხვდეს თორემ დავაყრევინებ ყველა კბილს”-გვარამია სალიას მიმართავს

    ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პაატა სალიას იმ განცხადებას  გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არხის ფინანსური მდგომარეობა გახდა. პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიას ზარალი გვარამიას მიერ მიზანმიმართულად მიადგა.

    “სადმე არ შემხვდეს თორემ დავაყრევინებ ყველა კბილს, არ ვიცი რამდენი აქვს მისი პატრონივით 36 თუ მეტი. სასამართლო წესით აბსოლუტურად ყველაფერს წავართმევ რაც გააჩნია, ვპირდები მას. რაც არ უნდა შეიტანოს რა კვლევა და რა საბუთი შე, მართლა ჩვარო, კონტრაქტების სასწავლებლად კი არ ვიყავი შენსავით მივლენილი რუსთავი 2-ში. 7 წელი ამ ქვეყნის მთავარ კომპანიას ვამუშავებდი, რომელსაც ყველა ებრძოდა, შე ჩვარო და არარაობავ. მე არანაირი ვალდებულება 36-კბილა ქიბარ ხალვაშთან და მის ჩვარ პაატა სალიასთან არ მაქვს. ვის წინაშწეც მქონდა ვალდებულება იმათმა მომიწონეს საქმიანობა და თან არაერთხელ..

    შენ პირადად, პაატა სალია, შენი სახელით და გვარით, დახურე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ამიტომ აგეხევა სახე, აუცილებლად, გპირდები, ჩემგანაც პირადად და ქართული საზოგადოებისგანაც, ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში, როგორც კი ქოცები წავლენ, ვერაფერს, პირობას გაძლევ, ქუჩაში ვერ გამოხვალ. ეს ჩვარი, რომ რუსთავი 2-ის ბოლო დირექტორია, ეს არიას სამარცხვინო, კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ, მოგვიწყო ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • “არ წყდება სატელეფონო ზარები, კრედიტორები ითხოვენ კუთვნილ დავალიანებას”-პაატა სალია

    “არ წყდება სატელეფონო ზარები, კრედიტორები ითხოვენ კუთვნილ დავალიანებას”- ქიბარ ხალვაშის მიერ “რუსთავი2-ის” გაყიდვის გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი და ამავდროულად ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მძიმე ფინანსური მდგომარეობით ხსნის. მისი განცხადებით, ტელეკომპანიას ფინანსური ზიანი მისმა წინამორბედმა მიზანმიმართულად მიაყენა.

    “ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა ტელეკომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგოამრეობამ, რაც გამოწვეულია, ჩვენი აზრით, კომპანიის ყოფილი ყოფილი დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად. საბოლოოდ პოზიცია ჩვენ გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის დასრულების შემდეგ, რომელიც უნდა განხორციელდეს და შესწავლილ იქნეს, თუმცა დღეის მდგომარეობით,20 დღეზე მეტია ვსწავლობთ და ვეცნობით კომპანიის დოკუმენტაციას, გარდა იმისა რომ ვახორციელებთ ყველა მოქმედებას, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი მუშაობისთვის. ძალიან ბევრი დეტალი გამოვლინდა, რომელიც მიუთითებს რომ აქვს ადგილი მიზანმიმართულ ქმედებას კომპანიის საწინააღმდეგოდ. მე პირველივე დღიდან ვაცხადებდი რომ კომპანიაში ურთულესი მდგომარეობაა. არის ძალიან დიდი ოდენობის ვალები, რომელთა გადახდის ვადა მოსულია და პირველივე დღიდან არ წყდება სატელეფონო ზარები,ელექტრონული წერილები, რომლებიც გვამცნობენ, კრედიტორები ითხოვენ კუთვნილ დავალიანებას, თუ უმოკლეს ვადაში არ იქნება გადახდილი დავალიანება ისინი მიმართავენ სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში არსებობს სრულიად ფაქტობრივად სამართლებრივად იმგვარი მდგომარეობა რომ კომპანია უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ შეგნებულად, ეს არ მოხდება და რუსთავი ორი არასდროს არ გაკოტრდება. სწორედ ამისთვის რომ ეს არ მოხდეს მიღებული იქნა ქიბარ ხალვაშის მიერ ეს გადაწყვეტილება,

    „წლების განმავლობაში, 2015 წლიდან მოყოლებული, კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, სრულიად დაუსაბუთებლად. ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პირობებში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას. არის ხელმშეკრულებები გაფორმებული, რომლის წაკითხვისაც აუცილებლად დაგებადებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე „რუსთავი 2“-ის. მაგალითად, ვხედავ დავალიანებას კონკრეტული იურიდიული პირების მიმართ რაღაც გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, რა არის ეს მომსახურება და სად არის ის კვლევები, რომელთა სანაცვლოდ 600 000 ლარია გადახდილი. ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა.

    ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების გამო, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგო, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ,“-განაცხადა პაატა სალიამ.
    “-განაცხადა პაატა სალიამ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს ქიბარ ხალავაშმა რუსთავი 2-ის გაყიდვის შესახებ განცხადება გაავრცელა. მისი განცხადებით ტელეკომპანია ერთი კვირის განმავლობაში გაიყიდება.

  • ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის,”შინდისის” თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

    დიმიტრი ცინცაძის ფილმის “შინდისი” პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. ფილმს  წელს ოსკარზე წარადგენენ. 

    გადაწყვეტილება, 31 ივლისს, რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

    ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება და  რეალურ ისტორიას ასახავს.11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი.  

  • “მამა მადლობა ამხელა დაუნდობელ სიზმარშიც რომ მაძლიერებ”- ნანუკა გოგიჩაიშვილი

    ცნობილი მსახიობის და ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

    მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნანუკა გოგიჩაიშვილმა ემოციური პოსტი დაწერა.

    “სიტყვები როგორ მინდა შევარჩიო ვცდილობ მაგრამ არ ამომდის პირიდან სათანადო სიტყვა… არ გამიზიარებია ჩემი უსაზღვრო სიყვარული , ტრაგედია თუ ბედნიერება არავისთვის , ყოველთვის ყველაფერს ხარბად მხოლოდ ჩემთვის ვიტოვებდი… მამა მადლობა ამხელა დაუნდობელ სიზმარშიც რომ მაძლიერებ ამ დროსაც რომ ცდილობ “ბედნიერი” ვიყო … არააქვს სიტყვებს არანაირი აზრი არ ვცნობ უშენობას არ წავიკითხავ არცერთ სიტყვას რომელიც შენთან არაფერშუაშია!!!! ამდენი დღე გავიდა უშენოდ …ჩემთან ხარ ყოველწამს. უღრმესი მადლობა შენი აქ ყოფნით მაძლიერებ უშენობა არ არსებობს!”-დაწერა გოგიჩაიშვილმა.

    ბავშვებისთვის საყვარელი მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 4 ივლისს გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. 

    მას არაერთი გადაცემა მიჰყავდა, მის სახელთან არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა „ბასტი-ბუბუ“.

  • დაკითხვიდან გამოსულ პოროშენკოს კვერცხები ესროლეს

    დაკითხვიდან გამოსულ უკრაინის ექსპრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს კვერცხები ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

    კვერცხები ჟურნალისტებს, პოროშენკოს მომხრეებს და პოლიციელებს მოხვდათ.

    პოროშენკო დღეს დაკითხვაზე მეორედ იმყოფებოდა და გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე დაიკითხა.საუბარია ტელეარხ „პრიამოის“ შესყიდვისას დადებულ გარიგებაზე. პოროშენკო საგამოძიებო უწყებაში ეს მისი გამოძიების ბიუროში მისვლის მეორე შემთხვევაა. 25 ივლისს პოროშენკო საგამოძიებო უწყებაში სხვა საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა.