Category: არქივი

  • ჩვილის დედა, რომელიც ძიძას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე იმყოფება

    ჩვილის დედა, რომელიც ძიძას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ბავშვის დედის ინფორმაციით, მას ეჭვი გაუჩნდა, რომ ბავშვზე ძიძა ძალადობდა, რის გამოც სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა.

    კადრები, სადაც ძიძა ბავშვს არასათანადოდ ეპყრობა, სოციალურ ქსელში დღეს  გავრცელდა.

  • “ოცნების” ხელისუფლება ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევას და სამართლებრივი ბრძოლის გართულებას – დვალი და აქიმიძე

    “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. 

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „ოცნების ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა.

    “ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევას და ჩვენთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან მიზნად დაისახა „რუსთავი 2-ის“ ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა. ეს უკვე ნაცნობი სცენარია, დღევანდელი ხელისუფლება ამ ტაქტიკაში ორიგინალური არ არის.

    “გვინდა გავაფრთხილოთ „კონკურსში“ მონაწილეობის პოტენციური მსურველები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ისინი ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები. ეს ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს დადასტურებულია მთავარი პროკურატურის მიერ, სადაც 2012 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და რომელმაც 2015 წელს დაზარალებულად გვცნო. გამოძიება კვლავ გრძელდება.

    “როგორც ვერ უშველა გადაყიდვების გზით სამართლებლივი კვალის აბნევის მცდელობამ წინა ხელისუფლებას, ასევე განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა.

    “ქვეყნისთვის ტრაგიკულია, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების არსებობისთვის.

    „რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეასრულოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და მიუკერძოებელი მედიასაშუალების ფუნქცია”, – წერია განცხადებაში.

  • „რუსთავი 2“-ის ყურება 16 წლამდე ბავშვებისთვის მავნებელია – ნინო ბურჯანაძე

    „ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თვლის რომ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად არ მოქმედებს და „რუსთავი 2“-ის მფლობელის გადაწყვეტილება გაყიდოს ტელევიზია, კონკრეტულ პირთან შეთანხმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

    “კითხვის ნიშნები ჩნდება რა დგას ამის უკან, ეს არის ქიბარ ხალვაშის პირადი გადაწყვეტილება თუ შეთანხმებული გადაწყვეტილება. სავარაუდოდ ეს არის ვიღაცასთან შეთანხმებული გადაწყვეტილება. ფაქტი, რომ ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის საქმეში უკან ედგა ხელისუფლება. ძალიან სამწუხაროა რომ მართლა კვალიფიციური ტელევიზია გადაქცეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიად. რამდენიმე წამყვანმა სახე დაკარგა და ლამის 16 წლამდე ბავშვებისათვის ამ ტელევიზიის ყურება მავნებელი იყო. ლექსიკა, რომელიც ამ ტელევიზიაში გამოიყენებოდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ფაქტი, რომელსაც „რუსთავი 2“-ზე ჰქონდა ადგილი, ანტისახელმწიფოებრივი როლი შეასრულა და ძალიან სერიოზულად დააზარალა სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ტელევიზიამ ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები. სამწუხაროდ რუსთავი 2 ის წარმომადგენლების ნაწილმა ეს პრინციპი სერიოზულად დაარღვია და ამან ტავად რუსთავი ორი დააზარალა. ფაქტი, რომელიც გაბუნიას გადაცემაში იყო ეს შეურაცხყოფს ყველა ნორმალურ და კულტურულ ადამიანს“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

  • ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის მოტოციკლისტი კლინიკაში გარდაიცვალა

    ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის მოტოციკლისტი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში მოხდა, კუსტარულად აწყობილი მოტოციკლი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც მძღოლმა მძიმე  დაზიანებები მიიღო.

    ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის ახალგაზრდა კლინიკა „გორმედში“ გადაიყფვანეს.პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა გადაუდებელი ოპერაცია და რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, ტრავმების ხარისხიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • ” ვინ გეკითხებათ ეს კომპანია აქამდე როგორ ცოცხლობდა?” – ნიკა გვარამია

    რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია პაატა სალიას მიერ ახალი სამართლებრივი დავის დაანონსებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    “ესე იგი, თურმე რ2ის დირექტორს (ნიკა გვარამიას), რომელსაც ზედამხედველობენ პარტნიორები (91% იწონებს საქმიანობას, 9% საერთოდ უცნობი იყო დღემდე) და მათ გარდა ბიუჯეტის დარღვევას ან კომპანიისთვის ზიანის მიყენებას ვერავინ ვერ განსაზღვრავს, უნდა მცოდნოდა ქიბარ ხალვაშის, პაატა სალიას და პროკურატურის აზრი:

    1. 2015 წელს დადებულ კონტრაქტზე, რომლითაც ჩვენი შემოსავალი 32 მილიონი იყო, იმავე წლის მთავარი კონკურენტი იმედის 24ის საპირისპიროდ;

    2. არხის მთავარ სახეებს, რომლებზეც გამწარებული ნადირობა და ხუთმაგი თანხების შეთავაზება მიდიოდა, როგორ ბონუსებს მივცემდი საარაკო მუშაობისთვის (გინდა პრემიას, გინდა ბინას, გინდა რასაც მინდა) და როგორ გარანტიებს ჩავუდებდი კონტრაქტში;

    3. არქივს გავყიდდი თუ არა (არაერთხელ და არაიაფად – აკრძალული საქმიანობაა თუ რამე სპეციალური თანხმობა ჭირდება)

    4. და, როგორც იკვეთება, ყველა სხვა საკითხზე და სარედაქციო პოლიტიკაზეც – ამას ითვალისწინებდა დროებითი მმართველების დანიშვნა, რაზეც დღეს ყეფს სამარცხვინო სალია.

    და საერთოდ, რ2 სამინისტრო გგონიათ? ვინ გეკითხებათ რას ვშვრებოდით, კომერციული სუბიექტი? რა გაყიდვების სახლში რა ინტერესი ქონდა, ინას არკვევთ? საერთოდ მე რო ვყოფილიყავი მარტო ეგ გაყიდვების სახლი (და ჩემივე გადაწყვეტილებით არ ვიყავი არც მე და არც ვინმე სხვა დაინტერესებული პირი) მერე? პროკურატურამ უნდა გაარჩიოს? თუ მაშინ არარსებულმა ქიბარმა? თუ ჯერ არ გაუყიდია რ2ის მენეჯმენტს (ვინც ჩივის იმის მამკვიდრებელს, მაგალითად) რეკლამა? და საერთოდ, შიგ ხო არა გაქვთ, ვინ გეკითხებათ ეს კომპანია აქამდე როგორ ცოცხლიბდა? ცოცხლობდა, ფეთქავდა და კიდევ იცოცხლებდა? რას მოეთრეიდუთ, ვინ დაგპატიჟათ?

    ხოდა, რისთვისაც მოეთრეოდით და ვინც დაგპატიჟათ, ზუსტად ის ხდება და ეგ ნაძირალა ხალვაში 25დღიანი ჩვარი დირექტორი პატასალია პასუხს აგებს რ2ის დასამარებისთვის და ვანო ჩხარტიშვილის კორპუსების პოლიგონად ქცევისთვის. აგერ უყურონ და დაელოდონ.”- წერს გვარამია ფეისბუქ გვერდზე.

    შეგახსენებთ რომ რამდენიმე საათისწინ ტელევიზიის წილის 100 % ის მფლობელმაქიბარ ხალვაშმა დღეს განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია რომ ის რუსთავი 2-ს ყიდის.

  • ფოთში ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ სასტიკად ექცევა ძიძა ბავშვს (ვიდეო)

    ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ სასტიკად ექცევა ძიძა ბავშვს. ინციდენტი ფოთში მოხდა. ვიდეოს ბავშვის დედა მაია ეჯიბია ავრცელებს, სადაც ასახულია, როგორც ექცევა ძიძა, ნათია ლორია მის შვილს, გაბრიელს. როგორც დედა აცხადებს ერთ-ერთ დღეს ბავშვი ნახევარი საათი ტიროდა და როდესაც იკითხა თუ სად იყო ბავშვის ძიძა სამი განსხვავებული პასუხი მიიღო. ამ ინციდენტის შემდეგ მან ვიდეო-კამერები დააყენა სახლში იმის გასაგებად თუ რა ხდებოდა სახლში მისი არყოფნის დროს. 

    “ეს მთელმა ფოთმა უნდა იცოდეს, რადგან სხვის შვილსაც იგივე არ დაემართოს. ყველა ვიდეო და ფოტო იხილეთ აუცილებლად და გაიცანით ნათია ლორი. ის მამა ნიკოლოზის ცოლისდაა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი, მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, რომ ვიკითხე ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე, რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა. დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?”- წერს მაია ეჯიბია სოციალურ ქსელში

  • “ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე”- საპატრიარქო

    საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ყინწვისის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს ეხება.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად ყოვლად გაუმართლებელია.

    „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით.

    მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი.

    ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით.

    როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ძეგლი არ დაზიანებულა, მაგრამ დაგებული იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან და საჭიროა ამჟამად არსებული რეალობის სასწრაფოდ გამოსწორება, რაც სრულიად შესაძლებელია.

    ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმედეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი.

    საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, ორი დღის წინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობა თვითნებობად და უკანონობად შეაფასა.

    „სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას“,-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

    უწყების ცნობით, უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრივ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა.

  • “ქიბარ ხალვაში უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ტელევიზიის განადგურებაში“–დავით დვალი

    “დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ ოცნების ხელისუფლება დაადგა ზუსტად იმ გზას – მფლობელების ცვლილებით კვალის აბნევის –რაც თავის დროზე გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ.“ – აცხადებს რუსთავი2–ის ყოფილი მფლობელი დავით დვალი ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავი2–ის გაყიდვის გადაწყვეტილების კომენტირებისას. დვალი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე აქამდეც სმენია, თუმცა უკვე რეალურად დადასტურდა.

    “ შემიძლია ვუთხრა ეგრეთწოდებულ კონკურსში მონაწილეს, რომ არანაირად არ გამოვა, რომ გამოვიდნენ კეთილსინდისიერი მყიდველები. საქმე არის დავაში. ვუსენდი ია კიწმარიშვილს, რომ ეროსის მხარეც აპირებს დავას და მე და ჯარჯიც არ შევეგუებით იმას, რომ მფლობელების შუალედურ რგოლამდე ჩამოვიდეს საქმე რუსთავი2–ის ჯაჭვში და ჩაითვალოს რომ სამართლიანობა აღდგენილია და ყველა, ვინც დაიჩაგრა და ვისაც წაერთვა ტელევიზია დაკმაყოფილებულია. ეს ასე არ არის. ეს არის ტყუილი. ჩვენ მალე მოქმედების დეტალურ გეგმას წარმოვადგენთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ქართული ოცხნების ხელისუფლებამ ისევე უკანონდ მიიტაცა ეს ტელევიზია, როგორც თავის დროზე გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ და გავაგრძელებთ ბრძოლას, სანამ რუსთავი2 არ დაუბრუნდება მფლობელებს.“ – აცხადებს დვალი, რომელიც თვლის, რომ მომავალი მფლობელი უკვე ცნობილია და ეგრეთწოდებული კონკურსი არის სრული ფორმალობა.

    “დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ თუ თეორიულად არის შანსი რომ ეს ასე არ არის, გაკოტრების სქემაც არ შეიძლება რომ გამოვრიცხოთ. უბრალოდ გაკოტრება არის ბოლო, რაზეც ხელისუფლება წავა რუსთავი2 თან დაკავშირებით. არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ეს, რადგან მაშინ სხვა, დაანონსებულ ტელევიზიებს უჩნდებათ შანსი რომ ეს აუდიტორია წაიყვანონ.

    ძალიან ცუდი როლის შესრულება უწევს ქიბარ ხალვაშს უკვე მეორედ ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით. ქიბარ ხალვაში უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ტელევიზიის განადგურებაში.“– ამბობს დვალი.

    ქიბარ ხალვაშმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ რუსთავი2–ს ყიდის, რადგან კომპანიას 70 მილიონამდე დავალიანება აქვს.

  • 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9173 ლარია

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9173 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9173 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9360 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0187 ლარი შეადგინა.

  • მამუკა ხაზარაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

    „მეგობრებო,

    თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს – ეს გიორგი ჭყონდიდელის სიტყვებია, დღესაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ – ქართველი ადამიანის ღირსების დაბრუნებით.

    ღირსება ხომ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა.

    ღირსება, ესაა კერპების მსხვრევა, რადგან კერპს ან ამსხვრევ ან ემონები.

    ღირსების აღდგენა მესიებზე უარის თქმაა, რადგან ღირსეული და თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ძალას, რომ საკუთარი თუ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.

    ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება.

    იმის გათვალისწინებით, თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია მას პირველ რიგში ახალგაზრდების, ახალი თაობის, სუფთა, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების სახით, თუნდაც იმ ემიგრანტების სახით, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ და სამწუხაროდ, სხვის ეკონომიკას აძლიერებენ, იმიტომ , რომ არ მიეცათ სამშობლოში ღირსეული შრომისა და ცხოვრების საშუალება. ჩვენი დედები და დები, რომლებიც წლების განმავლობაში უცხოეთში მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ეხმარებიან აქ თავიანთ ოჯახებს და ათეული წლების განმავლობაში მილიარდზე მეტ თანხას რიცხავენ საქართველოში ყოველწლიურად.

    ჩვენ ვართ კლებადი ერი, მცირე ეკონომიკის ქვეყანა, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგიული მიზნები არ გვაქვს,
    რანი გვინდა რომ ვიყოთ? როგორი ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს?

    ქვეყანა, სადაც სიღარიბის და უიმედობის პროპაგანდა მიდის?

    ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ტყუილი დაპირებებით იმართება?სისტემა, რომელიც აგრესიული და რეპრესიულია თავისუფალი მედიის და კრიტიკული აზრის მიმართ?

    ასე ვერ განვვითარდებით!

    ასე ვერ ავაშენებთ ახალ და ძლიერ საქართველოს!

    დღეს უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის, უნდა შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ მომავლისკენ;

    გავაჯანსაღოთ ეკონომიკა, შევქმნათ სამართლიანი ქვეყანა, შეუქცევადი გავხადოთ დასავლურ ორბიტაზე გადასვლა, შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს და საქართველო კი ღირსეულ ადგილს მსოფლიო რუკაზე“, – წერს ხაზარაძე.

    ქართველებს გვაქვს ამის ნიჭი და ძალა!

    მხოლოდ თავისუფალი, ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ძლიერი ქვეყნის შექმნა!!!
    სექტემბრიდან!

    ახალი მოძრაობა!

    ღირსეული საქართველოსთვის!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.