Category: არქივი
-
“როდესაც მკბენს, ვაგინებ და აშკარად ესმის”-ვინ არის ოქრუაშვილის თანამესაკნე
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საკანში კოღო მოიშინაურა, რომელსაც ბიძინა დაარქვა. ამის შესახებ ის ციხიდან პოსტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად აღწერს, როგორ გადაწყვიტა თანამოსაკნე კოღოსთვის ბიძინა დაერქმია.
“ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს.
დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა.
თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი , მაგრამ მალევე გადავიფიქრე. -მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ მეთქი გავიფიქრე.
ცოტა ხანში გამოველაპარაკე და ვიფიქრე ასე უსახელოდ ხომ არ ვესაუბრები , რაღაც სახელს დავარქმევ მეთქი.
სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი,აბა სხვა რა სახელს დავარქმევდი ,როდესაც მისი ერთადერთი ფუნქცია საკანში ისაა , რომ მე მიკბინოს და სისხლი ამომწოვოს , როგორც ნამდვილი ბიძინა წოვს სისხლს ქვეყანას.
თითქოს მიეჩვია და გაითავისა სახელი . საკნის ბოლოში რომ იჯდეს და ბიძინა დავუძახო, ეგრევე მოფრინავს. როდესაც მკბენს ,ვაგინებ და აშკარად ესმის .
როდესაც დაფრინავს ან სადმე ზის , ვესაუბრები ფილოსოფიაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე, მაგრამ ჭკუა, მისი ზომებიდან გამომდინარე ,ზუსტად იმხელა აქვს , რაც ნამდვილ ბიძინას და თავში არაფერი შესდის.
ახლა ვფიქრობ რა მეთოდი მოვიგონო ისეთი, რომ მის პენტიუმ 0,0000005 -იან თავში რამე შევიდეს,
კი მკბენს და მწოვს სისხლს, მაგრამ მოსაკლავად მაინც მეცოდება .
როგორც ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, კოღოს ცხოვრებაც სადღაც უნდა დასრულდეს.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ,საარჩევნო უბნები რომ დაიკეტება ,ზუსტად 8 საათზე „მოვკლავ“.
P.S რომ მოვნათლე და ბიძინა დავარქვი კი ვუტრიალე მკვდარი და ცოცხალი .თუ მაინც მიჭერდი შე დედამო….ლო კობა კოშაძეს რაღას იჭერდი ,კაცს თავისი ტრაგიკული ცხოვრება და გაჭირვება ეყოფოდა მეთქი”-წერს ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. -
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს – კეზერაშვილი “ქართულ ოცნებას” პასუხობს
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს -დავით კეზერაშვილი ამ კომენტარით იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მხიედვითაც მასზე გამოძიება ისრაელში იარაღის უკანონო ვაჭრობისა და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების საქმეზე დაიწყო.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ პირველი განცხადებები გუშინ სწორედ უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს.
უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ქართველი სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა მის ექსტრადირებას.
ხელისუფლების ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ ისრაელში, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ყველა პოტენციური ბრალდება გაქარწყლებულია.
-
ტვ “პირველზე” კიბერშეტევა განხორციელდა
ტვ “პირველზე” კიბერ შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.
-
“ძალიან შეშინებული ვარ,ბავშვებმა პურში ჭამის დროს ჭიანჭველები აღმოაჩინეს” – სალომე არშბა
ჟურნალისტი სალომე არშბა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ პურში ბავშვებმა ჭიანჭველები აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, პური, რომელშიც ჭიანჭველები იყო, კარფურში იყიდება.
“გაფსიხებული და ძალიან შეშინებული ვარ! ჩემმა მეგობარმა გუშინ საღამოს “კარფურში” (კოლმეურნეობის მოედანთან) იყიდა პური, რომელშიც ჭიანჭველები დაფუთფუთებდნენ!!! ფოტოებზეც კარგად ჩანს!!! ჭიანჭველები ბავშვებმა ჭამის დროს აღმოაჩინეს!!!!! საერთოდ არ კონტროლდება ამ ქვეყანაში პროდუქტები????”-წერს არშბა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.


-
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
დიდუბის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რობაქიძის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და კარალეთის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის, მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტისა და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იყალთოს მთის, იყალთოს, ტეხურის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საბურთალოს, ტაშკენტისა და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხიმშიაშვილის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, თოფურიძეს, ვალენტინის, მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურისა და ალილუევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.
-
“ქიბარ ხალვაშს შეუძლია გაყიდოს არხის წილები, მაგრამ ის ვერასოდეს ივაჭრებს „რუსთავი 2-ის“ გუნდით“- რუსთავი2–ის თანაშრომლების პოზიცია
ქიბარ ხალვაშს შეუძლია გაყიდოს არხის წილები, მაგრამ ის ვერასოდეს ივაჭრებს „რუსთავი 2-ის“ გუნდით – ასეთია სამაუწყებლო კომპანიის თანაშრომლების პოზიცია, რომლებიც 18 ივლისს არხის ქიბარ ხალვაშის ხელში გადასვლის მიუხედავად არხზე რჩებიან და ცდილობენ ძველი სარედაქციო პოლიტიკა შეინარჩუნონ.“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებისთვის არხის მფლობელის გადაწყვეტილება არხის გაყიდვის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მთელი გუნდი, ნებისმიერი მფლობელის პირობებში, “რუსთავი 2-დან” წასვლას არ აპირებს და პროცესებს არხის თანამშრომლის რანგში დააკვირდება და გააშუქებს.
“რუსთავი 2-ის” საინფორმაციოს სამსახური უფროსი ამბობს, რომ დაანონსებული გეგმის მიუხედავად, ჯერ კიდევ გაურკვეველია, გამოჩნდება თუ არა ახალი მყიდველი ერთ კვირაში, რა ვადაც ხალვაშმა დააანონსა. თუ ხალვაში ერთი კვირის თავზე იტყვის, რომ ვალებში ჩაფლული კომპანიის გაყიდვა ვერ მოახერხა და ამ მიზეზით ოპტიმიზაციას და რეორგანიზაციას დაიწყებს. ნოდარ მელაძე თვლის, რომ თუ რუსთავი2–ის მყიდველი გამოჩნდა, ის აუცილებლად ივანიშვილთან შეთანხმებული და მისთვის სასურველი პერსონა იქნება.
ეკა კვესიტაძე თვლის, რომ მოვლენები ზუსტად წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით ვითარდება. ჟურნალისტები კი არ ახალ მფლობელს ფუფუნება შეუქმნან კოლექტიური განცხადებით სამსახურიდან წასვლით და მათი გაშვება მფლობელს პერსონალურად მოუწევს.
„კურიერის“ თანამშრომლების მსგავსად „რუსთავი 2-ის“ წამყვანი სახეები ამბობენ, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები თავიდანვე ერთ დიდი გეგმაში ეწერებოდა და ხალვაში მხრიდან არხის გაყიდვის მოლოდინი ჰქონდათ.
ისინი მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება „კურიერის“ ეთერში ბოლო 2 დღის განმავლობაში ნიკა გვარამიას პროკურატურაში მისვლისა და სასმართლო პროცესების პირდაპირმა ტრანსლაციამ დააჩქარა.
მიუხედავად არხის თანამშრომლების ამ მოლოდინისა, „რუსთავი 2-ის“ მოქმედი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ვიდრე არხზე მათ ხელმოწერილი ახალი ამბები გავა, ის იქნება კრიტიკული და არა ცენზურაგავლილი.
-
„World Rugby“-მ ქართული რაგბის ისტორიაზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა (ვიდეო)
„მსოფლიო რაგბიმ“ ქართული რაგბის ისტორიაზე მოკლე დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომლის სახელწოდებაა „საქართველო – მომავალი სარაგბო ზესახელმწიფო“. ფილმი 25-წუთიანია და ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე მოგვითხრობს. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია ძირითადი ეპიზოდები ქართული რაგბის ისტორიიდან, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ქართული ლელო-ბურთის გათამაშებას ექცევა. ისინი შუხუთში ჩავიდნენ და ეს ისტორიული თამაში დოკუმენტურ ფილმში აღბეჭდეს, რითიც ქართული კულტურა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნეს. დოკუმენტურ ფილმს ასევე თან ახლავს ინტერვიუები ქართველ მორაგბეებთან.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მე-5 მსოფლიოს თასისთვს ემზადება. ქართველებმა პირველად რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე 2003 წელს იასპარეზეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ “საუზერნ კინგსს” შეხვდება, შემდეგ კი, 31 აგვისტოს, შოტლანდიის ნაკრებს “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.