Category: არქივი

  • პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს

    უკრაინის  ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება  გადასახადებისგან თავის არიდებას. უკრაინული მედიის ინფორმაციით,  საუბარია ტელეარხ „პრიამოის“ შესყიდვის გარიგებაზე.

    25 ივლისს პოროშენკო საგამოძიებო უწყებაში ერთხელ უკვე  დაიკითხა, თუმცა სხვა საქმესთან დაკავშირებით.

  • “არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა“–გვარამია გულშემატკივრებს მიმართავს

    რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია მეგობრებს და მხარდამჭერებს მიმართავს, სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული გირაოს 40 000 ლარის გადახდა არც იფირონ. როგორც ცნობილია, თავად გვარამია ამ თანხის გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ მისთვის ორი ვარიანტია მისაღები – პატიმრობა ან თავისუფლება. გვარამია მის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართავს:

    “მეგობრებო, გულშემატკივრებო, თანამოაზრეებო.

    წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება.

    ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის.

    ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას. ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში.

    მოკლედ, დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესახლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე.

    წინასწარ გიხდით მადლობას და იმედია ანგარიშს გამიწევთ და პატივს სცემთ ჩემს სრულიად შეგნებულ, ნაფიქრ, ოჯახთან შეთანხმებულ და ჩემთვის მორალურად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას.“– წერს გვარამია. 

    შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000 ლარიანი გირაო მოითხოვა. მოსამართლემ გირაოს თანხა 40 000 ლარამდე შეამცირა.

  • რუსთავში გოგო რომელიც, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ორსულად იყო

    რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში 25 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი იპოვეს. 

    ახალგაზრდა ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა დაკეტილ ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს სადაც საძინებელ ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

    გარდაცვლილის დედის თქმით გოგონა ორსულად იყო. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ თრომბია.

    მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო.

  • გორში საფეხბურთო მატჩის დროს ერთ-ერთი გულშემატკივარი გარდაიცვალა

    გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, გორის ,,დილასა” და თბილისის ,,ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩის დროს, 40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა. გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    კლინიკა ,,გორმედის” ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

    ,,40 წლის ქალი გულის გაჩერებით შეიყვანეს კლინიკაში, 40 წუთის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, გულის ამუშავება ვერ მოხერხდა. როგორც პაციენტის ახლობლებმა განაცხადეს, რომ ქალს გულის ქრონიკული პათოლოგია – დილატაციური კარდიომიოპათია აღენიშნებოდა”, – განაცხადა ,,გორმედის” კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

  • ჯგუფ “შინის” ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა

    მუსიკალური ჯგუფის „შინის” წევრი,პერკუსიონისტი მამუკა ღაღანიძე გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა მარინა სალუქვაძემ გაავრცელა. რა გახდა მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

  • “ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას“–სააკაშვილი ბახმაროს კინოთეატრის დარბევაში ოცნებას ადანაშაულებს

    საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე ბაზმაროს კინოთეატრის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც დარბეული დარბაზი, ჰოლი და სველი წერტილები ჩანს. სააკაშვილი კინოთეატრის დარბევაში ქართული ოცნების აქტივისტებს ადანაშაულებს:

    “არმაზ ახვლედიანმა მიიწვია საქართველოში გასტროლებზე ახალგაზრდული ჰოლანდიური ორკესტრი რომელმაც საქართველოში ბოლო ათ დღეში მრავალ ადგილას დაუკრა ასევე ჰოლანდიაში დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრებ ჩემს მეგობარ ლევან ცხადაძესთან ერთად. 3 დღის წინ მათ უნდა ბახმაროში დაეკრათ ჩემს აშენებულ კინოთეატრის დარბაზზში. წინა ღამით დარბაზზში შეცვივდნენ ადგილობრივი ქოც აქტივისტები, დაამტვრიეს იქაურობა და კონცერტი ჩაშალეს. ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას! საქართველოში აუცილებლად გათენდება!“ –ამბობს სააკაშვილი.

  • დედოფლისწყაროში ე.წ საყარაულო სერზე არქეოლოგებმა ნამოსახლარი აღმოაჩინეს

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ე.წ საყარაულო სერზე არქეოლოგებმა ნამოსახლარი აღმოაჩინეს. ადგილზე დიდი რაოდენობით კერამიკის ფრაგმენტები იპოვეს.

    დაახლოებით, კვადრატის ფორმის ნაგებობა არქეოლოგების ვარაუდით, გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის პერიოდისაა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ე.წ საყარაულო სერზე და მის გარშემო პერიმეტრზე კიდევ რამდენიმე მსგავსი ნაგებობაა აღმოჩენილი.

    სახელმწიფოებრივი გაერთიანების დამადასტურებელ მასალებს არქეოლოგები ამ პერიმეტრზე 30 ივლისიდან აგროვებენ.

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასწავლო არქეოლოგიურ კვლევითი პროექტი – “კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან” უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ე.წ ნაზარლების ნამოსახლარი, რომელიც მიმდინარე ექსპედიციის მახლობლად მდებარეობს. 2018 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიკვეთა სამლოცველო ნაგებობა, რომელშიც ბრინჯაოს განძიც ინახებოდა.

    ე.წ საყარაულო სერზე სამუშაოები ქართულ-გერმანული თანამშრომლობის შედეგად დაიწყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალეს უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ამ კონკრეტულ მონაკვეთზე თითქმის ორი კვირაა რაც ერთობლივად მუშაობენ.

    ამ პროექტზე მუშაობა 24 აგვისტომდე გაგრძელდება, თუმცა კიდევ უფრო მაშტაბურ არქეოლოგიურ სამუშაოებს სპეციალისტები მომავალი წლიდან გეგმავენ.

  • პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული, 60 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების მიმდინარეობს. მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია hr.police.ge-ზე და hr.gov.ge-ზე.

    ამ  პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნაა. შერჩეული კანდიდატები, საკონკურსო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში.  აკადემიაში სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია. შესაბამისად, შერჩეული პირები, ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის გავლისას მიიღებენ შრომის ანაზღაურების ნახევარს. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ოფიცრები ეტაპობრივად გადანაწილდებიან სამოქმედო ტერიტორიებზე.

    მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ძველებური უბნის ინსპექტორის ერთგვარი ანალოგიაა. ოფიცრები დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფენ.

    მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირება. ეს ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით – მთელ საქართველოში დაინერგება.

  • ქუთაისის ციხეში ისრაელის მოქალაქე პატიმარი გარდაიცვალა

    ქუთაისის ციხეში პატიმარი  61 წლის პატიმარი გარდაიცვალა, რომელიც ისრაელის მოქალაქე იყო.

    მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა. უწყების ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ 3 აგვისტოს დააკავა, ისრაელში გაუპატიურების საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული და დაწყებული იყო მისი საექსტრადიციო პროცედურები.

    რამდენიმე დღის წინ ბათუმის სასამართლოში ის შეუძლოდ გახდა, თუმცა ექიმებს რაიმე პათოლოგია არ დაუფიქსირებიათ.

    10 აგვისტოს გამთენიისას თანამესაკნემ მამაკაცი გარდაცვლილი ნახა. მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით დეტალებს უწყება არ ავრცელებს.