ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის,”შინდისის” თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

Written by

in

დიმიტრი ცინცაძის ფილმის “შინდისი” პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. ფილმს  წელს ოსკარზე წარადგენენ. 

გადაწყვეტილება, 31 ივლისს, რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება და  რეალურ ისტორიას ასახავს.11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი.  

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *