Category: არქივი

  • მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ივე შეხვედრაზე მთხოვეს გადამეცა “არ წავიდესო”-წილოსანი გახარიაზე

    მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ივე შეხვედრაზე მთხოვეს გადამეცა “არ წავიდესო”- ნინო წილოსანმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც გიორგი გახარიას გადადგომა ბახმაროშიც მოითხოვეს და ფერისცვალების დღესასწაულზე პლაკატი “წადი” გამოაკრეს.

    “ქართული ოცნების” დეპუტატი მიიჩნევს, რომ გახარიას გადადგომა “ერის სურვილს” არ გამოხატავს და გახარიას პლაკატი “უხილავმა სამმა ადამიანმა” გამოფინა.

    საინტერესო რამეა საინფორმაციო სივრცე. ეს ნიუსი ამომიგდო ფბ და ეხლა გეტყვით სინამდვილეში როგორ არის:

    1. ბახმარო “მრავალ მთიანი” კურორტია და ერთ- ერთ უხილავ გორაზე , უხილავმა სამმა ადამიანმა პაატარა ფარატინა პლაკატი რომ აიტანა და ზემოდან ნიუსი მიაყოლა ამით სურთ შექმნან სურათი თითქოს სრულიად ერის სურვილს ვაჟღერებთო

    2. ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ნამდვილად და დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხალხი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი დავინახე მინელებულ რეჟიმში და როგორც კი ნახეს გურულებში შესაბამის მუხტს ვერ აწევდნენ ისევე მინელებულები მიიმალნენ.

    3. გახარიასთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ივე შეხვედრაზე მთხოვეს გადამეცა “არ წავიდესო”

    ჰოდა ამ პლაკატების გამოკვრას ხალხს რომ დაელაპარაკოთ არ ჯობია.. როგორ იგივე შეცდომებს უშვებთ , რამაც ესე გაგაუფასურათ”-დაწერა დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    წილოსანის სტატუსს ახალგაზრდების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ 20 ივნისის სისხლიანი ღამე შეახსენეს მას. დეპუტატი  კომენტარებს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: “აღშფოთდა კასტა, აბა, თქვენ იცით, იმუშავეთ მთელი ღამე”

  • ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

    ზუგდიდში, სოფელ რუხში, „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა.

    მძიმედ დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით,  მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • “მთავარი რუსი ამ არჩევნებზე იქნება ივანიშვილი და მისი ოცნება“–გიგი უგულავა

    თბილისის ყოფილი მერი, ევროპული საქართველოს ლიდერი ოპოზიციის სამომავლო სტრატეგიაზე და არჩევნებით ივანიშვილის დამარცხების გზებზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

    “კოალიციაზე, რუსებზე, 2020-ზე, გამგებზე და შეუგნებელზე

    1. მთავარი რუსი ამ არჩევნებზე იქნება ივანიშვილი და მისი ოცნება. სულერთია ვინ იქნება სიის ათეულში. 2020-ში ყველა ფრჩხილი გაიხსნება. ივანიშვილი არის რუსი. ცხადია ჰყავს სატელიტები, (ვასაძე, პატ. ალიანსი, ბურჯანაძე), თუმცა ისინი ივანიშვილის რუსობის მეხამრიდად არ უნდა ვაქციოთ #ივანიშვილიმთავარირუსი.

    2. პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით პოლიტიკურ სისტემას ფრაგმენტაციისკენ უბიძგებს, პარტიები ჯიხურებივით მომრავლდება. ეს მოცემულობაა. ივანიშვილის შემოთავაზებული პარტიათა სიმრავლე (დაყავი და იბატონე) უნდა ვაქციოთ იდეების მრავალფეროვნებად. რაც უფრო მეტი სუბიექტი იქნება, მით მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე და სულ უფრო ნაკლები იქნება 41 ამ მრავალფეროვნებაში. (ჩემი ვარაუდით 2020-ში 2 150 000-მდე, რეკორდული ოდენობა, ამომრჩევლის მოვა) თუ 2012 -ში ივანიშვილმა ოპოზიციის ერთობით, ერთი მართვის, ერთი სიის ქვეშ შეძლო გაერთიანება და გამარჯვება, 2020-ის გამარჯვების წინაპირობა იდეების და პარტიების მრავალფეროვნება იქნება.

    3. მაშ რა არის ოპოზიციური ერთობა? ეს არის ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო განაცხადი, რომ ივანიშვილს უმრავლესობას და მთავრობას არ შეუქმნიან. რაც მეტი პარტია განაცხადებს ამას, მით უფრო რეალისტური გახდება ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიის დამსხვეევა. ვინც არ განაცხადებს, ის მთავარი რუსის სატელიტია. ყველა პარტია უნდა ვიყოთ მოქნილი და ნაკლები წითელი ხაზები ვავლოთ ოპოზიციაში, რადგან ერთი და მთავარი წითელი ხაზი არსებობს – უკვე ღიად რუსი ივანიშვილი. ვინც მასთან დარჩება რუსია.

    4. ასეთ პირობებში რუსი ივანიშვილი ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ოცნება და მისი სატელიტები რღვევას დაიწყებენ. ოპოზიციამ წამოსულებს კარი უნდა გაუღოს, თუ ეს ოპოზიციის მთავრობის შექმნისთვის იქნება აუცილებელი. მთავარი პასუხისმგებლობაა – ივანიშვილი წავიდეს ისე, რომ არ დატოვოს ქაოსი, პოლიტიკური კრიზისი, რაც პროპორციულ სისტემას და ქართულ დემოკრატიას დააზიანებს.

    #ივანიშვილიუდრისქაოსს“–წერს უგულავა.

  • უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

    უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტის გზაზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ყაჩაღობის ბრალდებით არიან დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე ავტომობილი “ლექსუსი”.

    უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.  

    დაკავებულებს შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ბახმაროს გზაზე – დაშავებულია 3 პირი

    ბახმაროს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,ავტომობილი ნაწვიმარ ტრასაზე მოსრიალდა და ამობრუნდა. 

    თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მგზავრი დაშავდა. სამივე მგზავრი ჩოხატაურის კლინიკაში მოათავსეს.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ” მე მჯერა ევროპული რუსეთის” – საფრანგეთის პრეზიდენტი

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა. შეხვედრისას მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მოსკოვმა ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

    „ჩვენ მოვუწოდებდით პროტესტის, სიტყვის და აზრის თავისუფლების დაცვისკენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ. რაც სრულად უნდა იქნეს დაცული რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში. ვინაიდან, მე მჯერა ევროპული რუსეთის“, – განაცხადა მაკრონმა.

    ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.

  • “რუსთავი 2”- ის გაყიდვის ვადა ამოიწურა – ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” არ გაიყიდა – ამის შესახებ განცხადებას, არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს. ტელევიზიის აქციების 100% ის მფლობელი ამბობს, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას საკუთარი ძალებით შეეცდება.

    “მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ “რუსთავი 2″ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსსდა შესაძლებლობას.” წერს ხალვაში. 

    “დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გასხვისებასთან დაკავშირებით.როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი.

    საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა “რუსთავი2”. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართულიდა წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წიანშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა.

    ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა.მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ “რუსთავი 2” არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსსდა შესაძლებლობას.

    რუსთავი 2 უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს.მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს.

    ამასთან ერთად ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთული მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველასირთულეს დავძლევთ.ჩემს უპირველეს ვალდებულებად ვთვლი, სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნის ნდობა – იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი.

    ამავე დროს, გავაგრძელებ სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, რომელიც, როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და არხს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოსმისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთლიდღეობას მოხმარდება.

    დარწმუნებული ვარ, რომ “რუსთავი2” უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.

    კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!,”-ნათქვამია განცხადებაში.

  • ყაზბეგი-ფასანაურის გზაზე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ (ვიდეო)

    ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „აი ფაქტი“ ავრცელებს.

    გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ ექსპერიმენტი ორ სასტუმროში და სამ კაფეში ჩაატარა. ყველა მათგანი მომსახურების საფასურს რუბლში იღებს. იგივე სცადეს ექვს გარემოვაჭრესთან, ისინიც რუბლში ვაჭრობენ.

    “საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის თანახმად, „ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“ ფასანაური-ყაზბეგში მდებარე ობიექტები კი არც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმყოფებიან, არც თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებია და არც განსაკუთრებული გამონაკლისი. შესაბამისად, უნდა ვაჭრობდნენ მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

    ტურისტებიც გვიდასტურებენ, რომ ისინი მომსახურებაში რუბლს იხდიან.

    კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი შემოსავლების სამსახურია. ჩვენი მიმართვის შემდეგ ინფორმაცია მონიტორინგის სამსახურს გადასცეს. სხვა კითხვებზე არ გვიპასუხეს,” – წერს აი ფაქტი.

  • ” საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ოკუპაციას”- ესტონეთის პრეზიდენტი

    ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე’ წერს, რომ  ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას.

    „დღეს ვესაუბრე ზურაბიშვილს რათა დამედასტურებინა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას. საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

  • ზურაბ ჯაფარიძის ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა

    ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქართველოს კომერციულ ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა. ამის შესახებ ინფორმაციას  ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებენ.

    “ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქართველოს კომერციულ ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

    ამასთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ორგანიზაციის სასარგებლოდ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის ღონისძიება კი ვალდებულების უზრუნველყოფამდე გაგრძელდება. პოლიტიკოსმა პატივი არ სცა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, ნებაყოფლობით არ აღასრულა მოთხოვნა, რითაც ორგანიზაციამ კანონით გათვალისწინებულ შემდგომ იძულებით ღონისძიებას მიმართა.

    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გაკეთებული განცხადება ცილისწამებად შეფასდა და ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა.

    შესაბამისად, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი და მოთხოვნა, რითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

    „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დავა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს. ორგანიზაციამ 2015 წლის 9 თებერვალს, სხვა ორგანიზაციებთან და პროფესიულ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარუდგინა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა. 17 თებერვალს, პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურა დასამტკიცებლად შესთავაზა. სწორედ ამ დღეს, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედის“ 17:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა შემდეგი სახის განცხადება:

    „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული“. პოლიტიკოსის განცხადება უცველად განთავსდა სხვადასხვა ახალი ამბების სააგენტოზე. ორგანიზაციამ 18 თებერვალს სპეციალური განცახდება გააკეთა და ზურაბ ჯაფარიძეს მოსთხოვა, დაედასტურებინა ან მოეხდინა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ორგანიზაციის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის უარყოფა, რაც გამოხმაურების გარეშე დარჩა. პოლიტიკოსის განცხადებამ გავლენა იქონია ორგანიზაციის პარტნიორებთან ურთიერთობის პროცესსა და ნდობის საკითხზე. ორგანიზაცია, სამხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ახორციელებდა ერთ-ერთი პროექტის სამართლებრივ დახმარებას. შესაბამისად, დონორმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დროებით შეჩერებაზე, რითაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მომსახურებისთვის ვერ მიიღო 5050 ლარი. ორგანიზაციამ დაასაბუთა, რომ მიადგა ზიანი და გაცხადებული ფაქტის მცდარობა ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან პოლიტიკოსმა გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცვლელი განცხადების გავრცელება. პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამი არ ამტკიცებდა მის ნამდვილობას და სადავო გამონათქვამები სარგებლობდა აზრის აბსოლუტური პრივილეგიით, რაც საქმის მასალების საფუძვლიანი კვლევის შედეგად, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. პალატის განმარტებით, პოლიტიკოსის განცახდება გამოხატვის თავისუფლების იმ სტანდარტში არ მოიაზრება, რომელიც გამორიცხავს ცილისწამებას. ცნობისთვის: ორგანიზაციამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებლო წარმოების დაწყება 2019 წლის 14 ივნისს მოითხოვა. 17 ივნისს დაიწყო სააღსრულებლო წარმოება. 19 ივნისს მხარეს ჩაბარდა შეტყობინება მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე. 13 და 14 აგვისტოს მდგომარეობით, დაყადაღდა პოლიტიკოსის საბანკო ანგარიშები. 19 აგვისტოს გაიგზავნა ინკასოს მოთხოვნა. რაც შეეხება უშუალოდ ორგანიზაციის სარჩელს, სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 23 მარტს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოსამართლე ქეთევან კუჭავამ განიხილა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში: დიანა ბერეკაშვილმა, ქეთევან დუგლაძემ და ბესარიონ ტაბაღუამ. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილი ცნობების უარყოფის იძულებითი ღონისძიება, რომელიც ნებაყოფლობით, აგრეთვე, პოლიტიკოსმა არ შეასრულა. დავას ორგანიზაციისთვის პრინციპული და პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა” – ნათქვამია ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.