ავტოსაგზაო შემთხვევა ბახმაროს გზაზე – დაშავებულია 3 პირი

Written by

in

ბახმაროს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,ავტომობილი ნაწვიმარ ტრასაზე მოსრიალდა და ამობრუნდა. 

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მგზავრი დაშავდა. სამივე მგზავრი ჩოხატაურის კლინიკაში მოათავსეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *