Category: არქივი

  • გუგუტიანთკარში ევროპარლამენტის დეპუტატი და “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელი ჩავიდნენ

    გუგუტიანთკარში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, ევროპარლამენტის დეპუტატი მარკეტს გრეგოროვა და ფონდ “თავისუფალი რუსეთი” წარმომადგენელი, იგორ კუროპტევი ​ჩავიდნენ. ისინი შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. კუროპტევი, რომელიც ანტიპუტინური განცხადებებით გამოირჩევა ამბობს, რომ რცხვენია, რადგან იმყოფება საქართველოში რუსული პასპორტით, მისი ქვეყნის ჯარისკაცები კი საქართველოს ტერიტროიას იტაცებენ.

    “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებულ მონოლოგსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პუტინი მსგავს შეფასებას იმსახურებდა.

    „ჩემი აზრით, ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. მე ძალიან არ ვეთანხმები იმას, რაც ახლა აქ ხდება და იმას, თუ როგორ ექცევიან ხალხს, რომელთა ბაღების და ზოგიერთი სახლის უკან ღობეები დამონტაჟდა. ახლა ისინი იძულებული არიან, სხვაგან გადავიდნენ. მე როგორც გავიგე, ზოგიერთი მათგანისთვის მთავრობა შეიძენს სახლებს, თუმცა ეს ქმედება რჩება რუსული აგრესიის აქტად. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში, – თავდაცვისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებში. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი ახლა მხოლოდ ამოწმებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა და როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ”, – განაცხადა მარკტ გრეგოროვამ.

  • თიბისი ბანკი სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

    თიბისი ბანკი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ახალ ფინანსურ პროდუქტს – სესხს სტარტაპ რესტორნისთვის სთავაზობს.

    „სტარტაპ-რესტორანი“ სპეციალურად სტარტაპერებზე მორგებული სესხია, რომლით სარგებლობის შემთხვევაში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები შეძლებენ სარესტორნე ბიზნესის წამოწყებას და განვითარებას. პროდუქტი განკუთვნილია რესტორნის სრულად ფუნქციონირების დასაფინანსებლად, მათ შორის, მიწის, შენობის ან ავეჯის და ინვენტარის შეძენის, შენობის მშენებლობა/რემონტისთვის, ასევე, საერთაშორისო ბრენდის ე.წ. “ფრენჩაიზინგის” ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების ან რესტორანთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

    ”სტარტაპ-რესტორნით“ სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ისე იურიდიული პირებისა და მიკრო ბიზნესების წარმომადგენელებისთვის. ბიზნესი 2 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს.

    პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, დაინტერესებულ პირს სარესტორნე ან მონათესავე დარგში (სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და საზოგადოებრივი კვების სხვა ტიპის ობიექტი) მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს ან დაქირავებული ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელი ან გუნდი.

    „სტარტაპ რესტორნის“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სტარტაპერის ვებ-გვერდზე: https://st.artuperi.ge/ka/pages/startap-restorani .

    „სტარტაპერი“ თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა.

    პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – www.startuperi.ge.

  • “ვცადე დავლაპარაკებოდი რუს ფორმიანებს მაგრამ პასუხი არ გამცეს”- გორის მერი

    სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟს.

    რუს ოკუპანტებთან გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივიდა და გასაუბრება სცადა.

    თავზარაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მის კითხვას არ უპასუხეს.

    „უმძიმესია ეს ყველაფერი, რასაც აქ ვუყურებთ. კვლავ გრძელდება ეს ყოვლად უკანონო პროცესი. მე ვცადე დავლაპარაკებოდი ამ რუს ფორმიანებს, დავუსვი რამდენიმე კითხვა და მოვთხოვე, რომ შეეწყვიტათ ეს პროცესი. თუმცა, მათ პასუხი არ გამცეს. შემდგომ ერთ-ერთმა მათგანმა მხოლოდ ის თქვა, რომ ბრძანებას ასრულებენ”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

    „სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის განაპირას კვლავ განაახლეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და მნიშვნელოვნად აზარალებს აქ მცხოვრებელთა მდგომარეობას. ყველა უწყება ჩართულია, რომ შეჩერდეს ეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს მოსახლეობა. რაც შეეხება სარწყავი წყლის რეზერვუარს, საიდანაც სოფელი მარაგდება, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი” და ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია, რომ თავიდან იქნას აცილებული დამატებითი პრობლემები. მოგეხსენებათ, უკანონოდაა დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე და ამ მიმართულებითაც ყველა ბერკეტის გამოყენება ხდება, რომ უმოკლეს დროში მოხდეს მათი გათავისუფლება”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

    გორის მერი გუგუტიანთკარში ჩასვლას გონიოში დასვენების შემდეგ აპირებს

  • ბიძინა გეგიძე სუსში გამოკითხვაზე არ მივიდა

    უმრავლესობის  დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა. გეგიძე სუს-ში დღეს, 11:00 საათზე იყო დაბარებული. მიზეზის დასახელებას ის ს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე აპირებს

    სახელმწიფო უსუაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გეგიძე მოწმის სახით არის დაბარებული 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

    “ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება,”-აცხადებენ სუს-ში.

    ბიძინა გეგიძე 2014 – 2016 წლებში „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

  • შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-დან 4-ბალამდე შტორმია

    შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ რომ წყალში არ ჩავიდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

  • სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა, დეზინფექცია და სტერილიზაცია-38 კლინიკაში დარღვევები აღმოაჩინეს

    სერტიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობა, დეზინფექცია და სტერილიზაცია – ეს დარღვევები გამოვლინდა ძირითადად ერთთვიანი მონიტორინგის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში.

    ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 95 კლინიკა შეამოწმა და 38 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა. კონკრეტული კლინიკები არ სახელდება, ოქმები უკვე გადაგზავნილია სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტს დაჯარიმდება თუ არა რომელიმე დაწესებულება და ამის შემდეგ გასაჯაროვდება კონკრეტული კლინიკები.

  • გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს-პრეზიდენტი

    სალომე ზურაბიშვილი ლოპოტადან თბილისში დაბრუნდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს.

    რუსთავი-ის ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა , რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება მიმდინარე მოვლენეზე პრეზიდენტის თქმით, ის როცა გადაწყვეტს კომენტარს მაშინ გააკეთებს.

    “ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ… გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს… ვიცი და ამაზე ვმუშაობ. სერიოზულად მუშაობს მთავრობა და მეც ვარ ჩართული,”-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი “კურიერთან” საუბრისას.

    ამასობაში კი მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს დილიდან  კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს.

  • ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 

    ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, ღამე მოხდა. ავტომობილი სოფელ გიზასკენ მიმავალ გზაზე გადაბრუნდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

  • გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ

    გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. ბორდერიზაციის პროცესი სავარაუდოდ დღესვე განახლდება. ოკუპანტებმა  ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. 
    ქართველი სამართალდამცავები გუგუტიანთკარში არ უშვებენ დავით ქაცარავას და “ძალა ერთობაშიას” აქტივისტებს. ამის შესახებ დავით ქაცარავამ განაცხადა.

    გუგუტიანთკარში დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

    სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ.

  • დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი დააკავეს

    ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ირაკლი ქუმსიშვილი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მან სამართალდამაცვებს წინააღმდეგობა გაუწია. ქუმსიშვილის 23 წლის შვილთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარიც.

    როგორც ცნობილი გახდა, ქუმსიშვილს და მის მეგობარს ჩხუბი ჯერ ეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერიაში დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ, შემდეგ კი ადგილზე მისულ სამართალდამცავებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.