პრეზიდენტმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისიც გაიხსენა. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე გადაწყვიტა საუბარი, რომლებიც მისი აზრით ხშირად ან არასწორად გაგებულია ან განზრახ დამახინჯებული, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
Category: არქივი
-
“პრეზიდენტი ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით,პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ“–ზურაბიშვილი 20 ივნისის მოვლენებზე
“აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ადამიანის უფლებების დაცვა არის არამხოლოდ ჩემი მოვალეობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საზრუნავი სხვდასხვა ფორმით და სხვდასხვა ძალისხმევით. მე პირადად, და ვიცი რომ თქვენც, არავიზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ. კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შეტევა არის უმძიმესი დანაშაული მითუმეტეს ქვეყანაში რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია.“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. -
“ყველა იყო მოწვეული და ძალიან ვწუხვარ თუ ყველა არ მოვიდა“– სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა
სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეზიდენციაში მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯლომარე, უმრავლესობის წევრები. ღონისძიება მედიისთვის დახურული იყო. პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვით მიმართა:ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის დაცვა და მისი პრინციპების ერთგულება არის, სწორედ როგორც თვით კონსტიტუცია ამბობს, პრეზიდენტია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
სწორედ დღეს საჭიროდ მიმაჩნია ვილაპარაკო პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც ხშირად ან არასწორად გაგებულია ან განზრახ დამახინჯებული, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
საზღვრების თემით დავიწყოთ. დიახ, პრეზიდენიტს მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. ამდენად მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაცქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკოაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს. ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა. მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოპკუპირებული ტერიტორიები, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი პარტნიორების ამ მიზნით ამოქმედება და მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივაღწიოთ სრულიად უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად.ხშირად ისმის ასევე კითხვები, რატომ არ აფიქსირებს პრეზიდენტი პოზიციას ამათუ იმ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, სახელმწიფოს სახე, თითოეული მოქალაქეს პრეზიდენტი და მაშასადამე ვალდებულია იყოს ზეპარტიული, ამიტომაც მისი მოვალეობა არაა მხარედ ქცევა, არამედ შერიგება. ის რაზედაც ვსაუბრობ ინაუგურაციიდან დღემდე ყველა ჩემს გამოსვლაში და რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი უმაღლესი მიზანი – პრეზიდენტი ვალდებულია შეინარჩუნოს ნეიტრალურობა, მითუმეტეს როცა საკითხები სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.მე საქართველოს პრეზიდენტი ჩართული ვარ იმ პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი დემოკრატიის გამყარებასთან და საზოგადოების გაერთიანებასთან. ამის დასტური არის დღევანდელი დღე სადაც ყველა იყო მოწვეული და ძალიან ვწუხვარ თუ ყველა არ მოვიდა იმიტომ, რომ ასეთ ღონისძიებაზე დასწრება – ეს არის პირველი ნიშანი რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო და ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს, კონსტიტუციას, ჩვენ დროშას, დამოუკიდებლობას და ყველა იმ მთავარ გამოწვევებს რაც ჩვენ წინ დგას, თუ ეს არ შეგვიძლია მაშინ ბევრი კითხვები ისმება.აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის. ადამიანის უფლებების დაცვა არის არამხოლოდ ჩემი მოვალეობა, მაგრამ ჩემი ყოველდღიური საზრუნავი სხვდასხვა ფორმით და სხვდასხვა ძალისხმევით. მე პირადად, და ვიცი რომ თქვენც, არავიზე ნაკლებად არ მტკივა და არ გვტკივა, იმ ახალგაზრდებზე ვინც თვალი დაკარგა და მათ შორის ერთმა პოლიციელმა 20 ივნისის მოვლენების დროს. ეს ჩვენი ყველასი ტკივილია და ყველანი ერთად ვიზიარებთ ამ ტრაგედიას. თუმცა პრეზიდენტი, ვერანაირად ვერ გაამართლებს ვინც პოლიციაზე ძალადობდით, პარლამენტზე შტურმით ქვეყნის ინსტიტუტებს აყენებდა საფრთხის ქვეშ. კონსტიტუციის გარანტორობა ამას ნიშნავს. პროტესტი არათუ მისაღებია, არამედ განუყოფელი ნაწილია დემოკრატიის. თუმცა, სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების შეტევა არის უმძიმესი დანაშაული მითუმეტეს ქვეყანაში რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია.იწყება საარჩევნო წელი, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი, დემოკრატიის გამყარების და წინსვლის მაგალითი. მაქვს მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში საარჩევნო სისტემის დახვეწისკენ გადადგმული ნაბიჯებიც საბოლოოდ გამყარდება და აისახება კონსტიტუციაში. მაქვს იმედი, რომ ჩვენ დავხვეწავთ პოლიტიკურ ენას და გამოხატვის უფლებასთან ერთად რომელიც უთუოდ უნდა იყოს ბოლომდე დაცული, მოვნახავთ გზებს რათა ქართული ზრდილობის ენაც და წესიც დავიბრუნოთ.კანონის უზენაესობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი პრინციპი არის ასეთი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისათვის და ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ თქვენზე დგას. ასევე ბოლოს, მაგრამ ასევე იქნებოდა თავში, უნდა გახსენოთ თქვენ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარევ და ყველა წევრებო, რომლებსაც გაკისრიათ უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფაში.
ჩვენ ყველამ ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი კონსტიტუციით. ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება, და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი პრინციპები თითოეული მოქალაქისთვის.“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
-
ყვარლის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება(ვიდეო)
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფრომაციი- შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. შტაბში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა რთული რელიეფის გამო, ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ვერ მუშაობს, რის გამოც ხანძრის ლოკალიზებას ცოცხალი ძალა ცდილობს. სამუშაოებს ქარი და ძლიერი სიცხე აფერხებს.ადგილზე უკვე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში,ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს გუშინ გაუჩნდა. შეიმჩნეოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი, რის შემდეგაც საქმეში კახეთის სამმართველოს სახანძრო–სამაშველო ჯგუფები ჩაერთნენ. ისინი მთელი ღამე მუშაობდნენ.
ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.
-
გუგუტიანთკარში დღეს ოკუპანტები არ გამოჩენილან
სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს არ გამოჩენილან. საოკუპაციო ხაზთან ისინი ბოლოს 22 აგვისტოს იმყოფებოდნენ, რა დროსაც წინა დღეებში დამონტაჟებულ ბოძებზე რკინის მწვანე ღობეები გაავლეს. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რუსმა სამხედროებმა 7 აგვისტოს დაიწეს და 160-მდე ბოძი დაამონტაჟეს, რამაც საოკუპაციო ბარიერის სიგრძე დაახლოებით 400 მეტრით გაზარდა. ღობის მიღმა მოექცა ორი ოჯახის – გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები. როგორც ცნობილია, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება საქართველოს ხელისუფლება მთავარ თემად სწორედ უგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს დააყენებს.
-
პოლიციამ ბათუმში მამაკაცი მანქანის გაქურდვისას დააკავა
პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა. სამართლადამცავებმა 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ბრალდებული ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. -
პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.
როგორც პროკურატურა აცხადებს, 2019 წლის 11 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის – ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე. შენგელია განცხადებაში მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.
-
უკრაინაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აღლუმის ნაცვლად, სამხედრო მოსამსახურეებს პრემიებს დაურიგებენ
უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, თუმცა წელს ტრადიციული სამხედრო აღლუმი არ გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის გამართვის ნაცვლად, სამხედრო მოსამსახურეებს პრემიებს დაურიგებენ. ვლადიმირ ზელენსკის განმარტებით, სამხედრო აღლუმი პომპეზური და ძვირიანი ღონისძიებაა, ამიტომ მის ორგანიზებაზე თანხის დახარჯვის ნაცვლად, ყველა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის პრემიისთვის 300 მილიონ გრივნას გამოყოფს.
სამხედრო აღლუმის ნაცვლად კიევში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების და ევრომეიდანზე დემონსტრაციების დროს დაღუპული აქტივისტების მემორიალური ღონისძიება გაიმართება. ცერემონია წუთიერი დუმილით დაიწყება, რასაც უკრაინელი გმირების დაჯილდოების ცერემონია მოჰყვება.
უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავენ. 2018 წლის ღონისძიებაში მონაწილეობა 4,5 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. მაშინ დედაქალაქ კიევში 250 ერთეული მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს.
-
ბახმაროში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა (ვიდეო)
კურორტ ბახმაროს ცენტრში, მახარაძის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა. ცეცხლი ჯერ ერთ სახლში გაჩნდა და შემდეგ მეორე სახლზეც გავრცელდა.
შემთხვევის დროს სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლო.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ამსახველ კადრებს ადგილობრივი მედიასაშუალება ავრცელებს.
-
შსს–მ მაღაზია “აიტექნიკსის“ გაქურდვის მცდელობისთვის არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზია ”აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი.ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია “აიტექნიკსის”გაქურდვას ცდილობდა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.გ. მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ნიღაბი და ხელჩანთა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს
გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.
40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტზე გერმანიის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. თუმცა მომხდარის დეტალები უცნობია. ხანგოშვილის ახლობლები გერმანიაში მიდიან.
ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში წლების მანძილზე ცხოვრობდა.
ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციაში. ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გააგზავნეს. ის საქართველოს შსს–სთან თანამშრომლობდა.
2015 წელს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე ზელიმხან ხანგოშვილს რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან საქართველო დატოვა.