პოლიციამ ბათუმში მამაკაცი მანქანის გაქურდვისას დააკავა

Written by

in

პოლიციამ ბათუმში მანქანის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა. სამართლადამცავებმა 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ბრალდებული ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *