ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ბათუმი-ხელვაჩაურის ცენტრალურ გზაზე ვტოავარის შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გადრდაიცვალა. 25 აგვისტოს, გვიან ღამით ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომობილი ქუჩაში მდგომ მამაკაცს დაეჯახა.
ქვეითმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა – თავის ქალის ტრავმა და ფულის მოტეხილობა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესის დარღვევით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, თუმცა დაშავებულის დაღუპვის შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.
“ძალიან გახარებული ვარ, რომ ამბავმა ჩემი ტელევიზიაში დაბრუნების შესახებ, ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ვღებულობ უამრავ შეტყობინებას და ზარებს. მეგობრებო მინდა გითხრათ, რომ დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემი ადგილია! სექტემბრიდან იმედზე ქრონიკაში შევხვდებით. მიყვარხართ “– წერს თოლორდავა.
საქართველოს საგარეო უწყება აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება:
“საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.
იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.“– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო.
პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა. ასევე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელად.
ახალსოფელში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ხანძარი ახალსოფლის ტყეში პარასკევს საღამოს გაჩნდა. რთული რელიეფის გამო მის ჩაქრობას უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.
დღეს 25 აგვისტოს ყაზბეგში თოვლი მოვიდა. მაშინ, როდესაც თბილისში მზიანი ამინდია, და ტემპერატურა 35°-ს აღწევსყაზბეგში მთები თოვლით დაიფარა. ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დამსვენებელი ნიკა გომიაშვილი ავრცელებს.
გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილს პასუხობს. პრეზიდენტმა გუშინ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა. სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ მან მიღებაზე ყველა მიიწვია, თუმცა ბევრი არ მივიდა:
გიგი უგულავამ ზურაბიშვილს ფეისბუქ სტატუსით უპასუხა:
უფლებადამცველი ბაია პატარაია თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის განადგურება ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპური ქმედებაა და სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებმა არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
„სამარცხვინო განცხადება!
პ.ს. ნამუსიც კაი ძროხაა. ესე როგორ უნდა გაიწყვიტო შუბლის ძარღვი, რომ „რუსთავი 2“-ის განადგურება ისევ რუსთავი ორელებს დააბრალო?! ტყუილად გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დაფარული და ამ სამარცხვინო ტყუილებს ვინმე ჭამს. რაც არ უნდა ეძახო შავს თეთრი, არ გათეთრდების ყორანი…
ნუ, მოკლედ რა… აღარ ვაპირებ მე ადამიანზე გამოსარჩლებას, აწი, ჩუმად მოვისმენ ხოლმე მის ლანძღვას…“- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
მათივე თქმით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, რომ ხანძრის კერები არ გაღვივებულიყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ტორფი იწვის და აღარ რჩება ხანძრის ღია კერები. მათივე ცნობით, ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს.
ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოებისთვის ადგილზე ამ დრომდე რჩება 200-დე მეხანძრე-მაშველი და ისევ მუშაობს საველე შტაბი.