Category: არქივი

  • ”ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს” – ნიკა გვარამია

    მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას, – წერს „რუსთავი 2“ – ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე. იგი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შენობაც „რუსთავი 2“- ზე უკეთესი აქვთ და ტექნიკაც.

    „მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით.

    ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, სულ რომ ვერაფერი ვერ გავყიდო („რუსთავი 2“ ვისთვის რისი გადამხდელია, აგერ ვნახავთ), შენობაც „რუსთავი 2“- ზე უკეთესი გვაქვს, ტექნიკა მითუმეტეს.

    ვიწყებთ სექტემბერში. „კურიერს“ როდის გაიყვანთ ეთერში, მაგას ვნახავთ კიდევ.

    ნუ შინდებით და ნუ აჰყვებით, ეგ ბოლოა, რაც დარჩათ. აბა, თვითონ არხს ვეღარ ამუშავებენ“.

    იმ კვირიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია. დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ წარმატებას ვერ გისურვებთ – ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • რუსთავი2 მარინა ბერიძემაც დატოვა

    რუსთავი2 ტელეკომპანია არხის მუსიკალური შოუების პროდიუსერმა და ხელმძღვანელმა, მარინა ბერიძემ დატოვა. მარინა ბერიძე წლების მანძილზე რუსთავი2–ის მუსიკალური მეგა შოუების ჟიურის წევრი, ბოლო პერიოდში კი გადაცემა სხვა შუადღეში მუსიკალური რუბრიკის ხელმძღვანელი იყო. 

    თანამშრომლების მასობრივი წასვლა რუსთავი2–დან ორშაბათს დაიწყო. ტელეკომპანიის დირექტორმა, პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, წამყვანები: ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი. ამის შემდეგ სამსახური დატოვეს კურიერის წამყვანებმა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების და პროდიუსერების უმრავლესობამ, შაბათის შუადღის და კვირის შუადღის წამყვანებმა. თანამშრომელთა ნაწილი შვებულებაშია და სავარაუდოდ მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, კიდევ ვინ დატოვებს რუსთავი2–ს და ვინ დარჩება ქიბარ ხალვაშის არხზე სამუშაოდ.

  • ” ჩემ შვილს 3 ტყვია ისევ თავში აქვს ჩარჩენილი” – ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრილი მოზარდის დედა

    17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილს, რომელიც 20 წლით უფროსმა მამაკაცმა ძაღლების ჩხუბის გამო თავის არეში დაჭრა, 3 ტყვია ამ დრომდე თავში აქვს ჩარჩენილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

    მოზარდის დედა ნინო ჩეკურიშვილი აცხადებს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა 37 წლის დიმიტრი როსტომაშვილმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ სროლის მომენტში ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. 

    „ჩემს შვილებს – დათო და ერეკლე ჩეკურიშვილებს ლონდონის ბაღში ძაღლი ჰყავდათ ჩაყვანილი პირბადით და ჯაჭვით. ძმები სკამზე ისხდნენ თავიანთ ძაღლთან ერთად, როდესაც დიტო როსტომაშვილმა თავისი ძაღლი აუშვა, როგორც ყოველთვის აკეთებდა ხოლმე. გაფრთხილებულიც იყო, რომ ეგრე არ ეტარებინა თავისი ძაღლი იმიტომ, რომ ძალიან აგრესიულია სხვა ძაღლებთან მიმართებაში. გამოუშვა ეს თავისი ძაღლი და ჩვენს ძაღლს გლეჯდა. ბავშვებმა ფეხით მოიგერიეს. ფეხი ურტყეს და ძაღლი წკმუტუნით გავარდა. ეს შეხლა-შემოხლა დაახლოებით 5 წუთს ხომ მაინც გრძელდებოდა, ხომ უნდა მოსულიყო პატრონი და გაერკვია რა ხდებოდა, მაგრამ ის შორს იჯდა და სეირს უყურებდა იქამდე, ვიდრე არ დაინახა, რომ ბავშვებმა მისი ძაღლი ფეხით მოიგერიეს. ამის დანახვაზე წამოვარდა და ერეკლეს თვალებში სწვდა – ჩემს ძაღლს ფეხი რატომ ჩაარტყიო – არაბუნებრივი ხმით უყვიროდა თურმე. ამხელა კაცმა ორივე ბავშვს ცემა დაუწყო. შემდეგ იმათაც დაარტყეს, ისე ხომ არ გაჩერდებოდნენ და მოხდა დაპირისპირება. შემდეგ ისინი გამვლელებმა გააშველეს.

    ბავშვები სწრაფად ამოვიდნენ სახლში და ეს ამბავი გვითხრეს. ჩვენ ვუთხარით, რომ მეორე დღეს გავარკვევდით. დაახლოებით, ნახევარ საათში, ტანსაცმლის გამოცვლისას ერეკლემ შეამჩნია, რომ ჯვარი დაკარგული ჰქონდა. ბავშვმა იფიქრა, ეტყობა რომ ჩამომკაწრა, მაშინ დამივარდაო. ძმები ჯვრის ამოსატანად წავიდნენ. მამამ მარტო არ გაუშვა, რამე არ მოხდესო იფიქრა და მათ გაჰყვა. ჯვარი რომ აიღეს და მოდიოდნენ, დიტო როსტომაშვილმა მოუარა და მიმავალი მანქანიდან, მამის თვალწინ ჯერ ერთ ძმას ესროლა და მერე – მეორეს.

    ეგ ადამიანი ნასამართლევია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ ვრცელდება და არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ, რომ ამნისტიით არის გამოშვებული ეგ ნაძირალა,“ – განაცხადა ნინო როსტომაშვილმა.

    შეგახსენებთ რომ 13 აგვისტოს თბილისში, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკებით დაწყებული კონფლიქტი სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა,შედეგად 17 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა.

  • 27 აგვისტოდან რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი გადაიკეტება

    ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის ეპიზოდების გადაღებებიდან გამომდინარე, 27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთი გადაიკეტება. ამასთანავე, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.

    აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანთან დასაკავშირებლად კერძო ტრანსპორტი გაივლის მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩისკენ აუხვევს. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის გავლითაც.

    დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N124 და N150, ასევე, მიკროავტობუსები N2, N19, N31, N41, N64, N72, N120, N133, 137, N141, N145 და N170 რუსთაველის გამზირიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩაუხვევენ, საიდანაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებითაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩით იმოძრავებენ.

    ავტობუსები N20 და N23, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით გია ჭანტურიას ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრაობენ, მოტრიალდებიან თავისუფლების მოედანზე, ბარათაშვილის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, რის შემდეგაც გაივლიან ხეთაგუროვის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდებიან. რაც შეეხება N6, N10, N15, N118, N140 და N149 მიკროავტობუსებს, ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ, ჭანტურიას ქუჩის გავლით ათონელის ქუჩას დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9279 ლარი გახდა

    23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
    დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
    მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2365 ლარია. დღეს მოქმედი კურსი კი 3.2487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.22 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5072 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5764 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 აგვისტოდან შევა ძალაში.

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი სუსს პროვოკაციის მიზნით ქრთამის შეთავაზებაში ადანაშაულებს

    პოლიტიკური მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოვილი დეპუტატი მედეა ვასაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიმართავს და მისი მოსყიდვის მცდელობის შესახებ ფეისბუქზე ყვება:

    “სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ბატონ ვ.გომელაურს. მე,მედეა ვასაძე,აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი საჯაროდ მოგმართავდ შემდეგ ფაქტზე- მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ოჯახის პირობებში გავდივარ მკურნალობას. 2019 წლის 23 აგვისტოს,ანუ დღეს,12 საათსა 14 წუთზე ჩემს მობილურ ტელეფონზე დაფიქსირდა ზარი,რომელსაც ვუპასუხე. მოქალაქე,რომელმაც თავი წარმომიდგინა გვარით და სახელით – ვერ შევიცანი,იგი მთხოვდა შეხვედრას,ჩემს პასუხზე,რომ ვარ ავად და თუ პრობლემები ჰქონდა დახმარებას ვერ მოვახერხებდი,თხოვნა გამიმეორა და დამიკონკრეტა ვინაობა(ყოფილი მეზობელი) რომელიც მაინც ვერ გავიხსენე. უხერხულობის გამო დავთანხმდი მობრძანებულიყო სახლში.მოსული, სახეზე,მეცნო.

    მან შემოსვლისთანავე დააზუსტა ვიყავი,თუ არა მარტო,მოკითხვის შემდეგ კი მითხრა,რომ ბოლო ოცი წელი ცხოვრობდა რუსეთში,იყო ერთი თვის დაბრუნებული, ეძებდა სამსახურს,მზსდ იყო თანხის(30 000 დოლარის) გადასახდელად,რომლის ნაწილიც თან ჰქონდა და დამისახელა რამდენიმე თანამდებობა,აგრეთვე თანახმა იყო იმაზეც რასაც შევთავაზებდი. ჩემი პასუხი მდგომარეობდა იმაში,რომ თუ რაიმე შემეძლო, ამის გარეშეც დავეხმარებოდი,ამ შინაარსის თხოვნას კი კატეგორიულად არ ვღებულობდი.

    ბატონო გომელაურო,შეწყვიტეთ ეს მაპროვოცირებელი,დაგეგმილი,მართვადი ქმედებები,რომელიც,ერთხელ უკვე,”მოსინჯული” გაქვთ მურმან დუმბაძესთან მიმართებაში,(2015 წელს) რაზედაც მიმართული გვაქვს პროკურატურისათვის და მეხუთე წელია,მიუხედავად იმისა,რომ პროვოკაციის მომწყობი თქვენი აგენტი უკანვე “ჩაგაბარეთ”,გამოძიება ადგილიდან დაძრულიც კი არ არის…!!!“– წერს მედეა ვასაძე.

  • ამერიკელი მილიარდერი დევიდ კოხი გარდაიცვალა

    ამერიკელი მილიარდერი და მსოფლიოში მეთერთმეტე ყველაზე მდიდარი ადამიანი დევიდ კოხი გარდაიცვალა.ამის შესახებ ინფორმაციას “CNN”-ი ავრცელებსმილიარდერი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. დევიდ კოხი  79 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მისი ქონება $50 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    დევიდ კოხი 1940 წლის 3 მაისს დაიბადა. ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ ძმებთან ერთად ქიმიური წარმოების ფირმაში Koch Industries დაიწყო მუშაობა. ის აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1980 წელს ლიბერტარიანული პარტიის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

  • ნაფეტვრებში ხანძარია

    ნაფეტვრებში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან.უწყების ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ეკალ -ბარდსა და ბალახს.“ორი მანქანა ადგილზეა, გზაშია კიდევ დამატებითი დახმარება,” – აღნიშნეს საგანგებო სამსახურში.

  • სოფელ საყავრესთან ხანძარს გორის მერიც აქრობდა (ფოტოები)

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დახმარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.
    გორის მერიის “ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება ფოტოები, სადაც ხანძრის ქრობის სამუშაოებში გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც არის ჩართული. მერიის თანამშრომლები პროცესში მეხანძრეებთან ერთად ერთ-ერთი პირველები ჩაერთნენ.

    ”სოფელ საყავრესთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში მაშველ – მეხანძრეებთან ერთად ერთ – ერთი პირველები გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჩაერთნენ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იღებს მონაწილეობას.იმედი მაქვს ხანძრის ლიკვიდაცია მალე მოხდება.”- წერს კონსტანტინე თავზარაშვილი სოციალურ ქსელში. 

  • ”ევროკავშირისგან მხარდაჭერის თამამი ნაბიჯები გვჭირდება” – სალომე ზურაბიშვილი

    იმისთვის, რომ განვმარტოთ თუ რა არის ერთიანი ევროპა, საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ მანამდე არსებულ საზღვრებზე – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას ყოფილის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

    მისივე თქმით, სინამდვილეში კი, ევროპის ერთადერთი საზღვრებია თავისუფლება, დემოკრატია, საერთო ღირებულებები, ძლიერი ინსტიტუციები, საერთო პრინციპები და თანაბარი სტანდარტები.

    “ამ თვალსაზრისით, საქართველო ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიით, მისი დემოკრატიული განვითარებისკენ სწრაფვით, მისი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებით და ინტეგრაციით კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას – მაშინ როდესაც შავი ზღვა აღარ არის საზღვარი ორ სამყაროს შორის, ნელა, თუმცა დინამიურად ევროპის ხიდი და სატრასპორტო ჰაბი ხდება: კონტინეტურ ევროპასა და კავკასიას შორის.

    ჩვენ ევროკავშირისგან მხარდაჭერის თამამი ნაბიჯები გვჭირდება: ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერება, რაც რეფორმების ყველაზე რთული ნაწილია, რომელშიც ახლა შევაბიჯებთ. პოლიტიკური მხარდაჭერა, უკანონო ბოდერიზაციის საკითხებისა და ჩვენ რთულ მეზობელთან ურთიერთობების ჩათვლით, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.