Category: არქივი

  • ხვალიდან ცხინვალის რეჟიმი დეფაქტო საზღვარს კეტავს

    ოკუპირებილი ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობა, საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს 2 დღით ჩაკეტავს.დეფაქტო უწყების განმარტებით, საზღვარი 4 სექტემბრის 20:00-დან 6 სექტემბრის 06:00-მდე ჩაიკეტება. მიზეზად ცოდნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახელდება.

    შეგახსენებთ, გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი არა რამდენიმე დღით, არამედ მუდმივად უნდა ჩაკეტილიყო. გუშინვე გაიმართა ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში, რომლის შემდეგაც გაკეთდა ოფიციალური კომენტარები.

    სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრისას ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს.

  • კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ არალიცენზირებული ფილმების გამო დააჯარიმა

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ტვ პირველი“ არალიცენზირებული ფილმების  გამო დააჯარიმა. 

    კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია პირველი ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21ლარით დააჯარიმა. კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 % დაეკისრა.

    “2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია. კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წამოადგინა.

    შეგახსენებთ, რომ მსგავსი კანონდარღვევის გამო, კომისიამ „ტვ პირველი“ 2019 წლის 7 მარტს წერილობით გააფრთხილა, ხოლო 30 მაისს ფინანსური ჯარიმა, კომპანიის შემოსავლის 0.1% – 3496.74 ლარის ოდენობით დააკისრა.”-აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

  • “მარიამ, ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიო, დაიკიდე რომ გაძახებენ ჩემს ნაციონალობას”-ნანუკა ჟორჟოლიანი შვილს მიმართავს

    ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც შვილს და “სირცხვილიას” ერთ-ერთ ორგანიზატორს მარიამ გეგუჩაძეს მიმართავს.

    “ყალბ სქრინებზე რომ აღარ იწვალოთ, მე ახლა საჯაროდ მოგიყვებით რას ვეუბნები მარიამს.

    მარიამ, ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიო. პიკეტირება, სირცხვილიას კორიდორების გაკეთება, დისკომფორტის შექმნა არის აუცილებელი. გახარია ვერ უნდა გახდეს პრემიერი, ბიძინა უნდა მიხვდეს რომ ვერ გიყიდით, ვერ გაგაჩუმებთ! ამიტომ ბოლომდე მიაწექი. ყველაფერი გააკეთე რომ ეს დაცინვა არ შერჩეს ოლიგარქს!

    დაიკიდე რომ გაძახებენ ჩემს ნაციონალობას:) მშობლების წამოძახება არის უკიდურესი ქოცობა და ამიტომ ორი ყურის პრინციპით იხელმძღვანელე!

    შენი გზა გაქვს და იარე ბოლომდე!”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში “სირცხვილიას” ორგანიზატორების მარიამ გეგუჩაძისა და შოთა დიღმელაშვილის გაყალბებული მიმოწერა გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ისინი თითქოს აქციის ორგანიზებაზე საუბრობდნენ, რომელშიც ნაციონალური მოძრაობაც იყო ჩართული. 

  • “გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება”- საპატრულო პოლიციის უფროსი

    საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს  განუმარტა,თუ რატომ გამოიყვანეს აქცია „სირცხვილიას” მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან, სადაც აქცია დილიდან მიმდინარეობს.

    „შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული. შესაბამისად, მოვუწოდეთ, რომ გადაწეულიყვნენ და გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმატში. გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. ნუ დაბლოკავენ“, – განაცხადა სირაძემ.

    საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ეზოში შეძახილით: „მონა“ შეაცილეს.ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის მარცხენა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

  • მაინცდამაინც გავრილოვი უნდა ჩამოიყვანოს პრემიერად, რომ გამოვფხიზლდეთ?!-ცოტნე გამსახურდია

    მაინცდამაინც გავრილოვი უნდა ჩამოიყვანოს პრემიერად, რომ გამოვფხიზლდეთ?!- ასე ეხმაურება სამთავრობო ცვლილებებს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

    “ერთი წელიც დამაცადეთო, ერთი წლის წინ მოთქვამდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხიხო. დღეს კი ახალგაზრდების თვალების მთხრელი დაგვინიშნა პრემიერად და თავის ხელის ბიჭები – მინისტრებად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ტიპის ერთი სიტყვა არ დაიჯერება და ნებისმიერ შემთხვევაში, დროს ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს! მხოლოდ უპირობოდ მოსროლა სანაგვეზე!

    მაინცდამაინც გავრილოვი უნდა ჩამოიყვანოს პრემიერად, რომ გამოვფხიზლდეთ?!”-წერს გამსახურდია.

    შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. გახარიამ კი მომავალ შს მინისტრად  ვახტანგ გომელაური,  ხოლო თავდაცვის მინისტრად  ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

  • “გვაგინა და აქციის მონაწილეს ხელი დაარტყა”- სამოქალაქო აქტივისტი დეპუტატს ძალადობაში ადანაშაულებს

    სამოქალაქო აქტივისტი  თამარ კაკაბაძე “ქართული ოცნების”  დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს  ძალადობაში ადანაშაულებს. კაკაბაძე ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეს დეპუტატმა ხელი დაარტყა.

    “სამარცხვინოები ხართო, გვაგინა და აქციის მონაწილეს ხელი დაარტყა. იცნობდეთ დეპუტატებს- ვიქტორ ჯაფარიძე და ირაკლი ტრიპოლსკი”-წერს კაკაბაძე.

  • ახალ მთავრობას მხარდაჭერა ექნება-კობახიძე

    ახალ მთავრობას მხარდაჭერა ექნება- ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით გააკეთა.

    კობახიძის განცხადებით,  პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამთავრობო ცვლილებებზე, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.

    „გადაწყვეტილება მიიღო პარტიამ მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ და პრემიერის პოსტზე გახარიას წარდგენაზე. აქედან გამომდინარე მყისიერად დაიწყება პროცედურები პარლამენტში და ახალ მთავრობას მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ბრძოლას, ბუნებრივია ოპოზიცია ასეთ განცხადებებს გააკეთებს, ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია”,- განაცხადა კობახიძემ.

  • ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

    ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. დეპუტატისთვის უფლებამოსილების  ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

    შეგახსენებთ, რომ ქუცნაშვილი  20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელშიც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც იყო.

    20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს  უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

  • ხათუნა გოგორიშვილს თავი პარლამენტის კარში მოჰყვა

    პარლამენტის შესასვლელთან დეპუტატები ლელა ქებურია, ხათუნა გოგორიშვილი და ელენე ხოშტარია ცდილობენ, რომ შენობის გარეთ მიმდინარე აქციის რამდენიმე ორგანიზატორი პარლამენტის შენობაში შეიყვანონ.

    „პირველი არხი“ ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ მოჰყვა თავი პარლამენტის კარში ხათუნა გოგორიშვილს.„სირცხვილიას“ აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად წარდგენას აპროტესტებენ.

    ​პარლამენტში აცხადებენ, რომ საშვების დაშვება დღეს შეჩერებულია, თუმცა ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ მათ თავად დაუშვეს საშვი რამდენიმე ორგანიზატორის შესაყვანად და არ აქვთ უფლება, რომ შენობაში არ შეუშვან.

  • “რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება”- სააკაშვილი

    გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

    “ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას.
    ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება”-წერს მიხეილ სააკაშვილი.

    გიორგი გახარია „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობის კადიდატად წარადგინა.