ლევან იზორია, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.
ლევან იზორია, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომეალური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას კანდიდატურა პოლიტსაბჭოზე თავად წარადგინდა და გუნდისგან ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო.
„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ასევე ცნობილი გახდა რომ შსს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური ჩაიბარებს, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.
“რადგან, „ქართულ ოცნებას“ აღარც ის ძალა აქვს, აღარც ლეგიტიმაცია და არც ხალხის ის ნდობა რომელიც 2012 წელს ჰქონდა.
მითუმეტეს, როდესაც გეუბნებიან, რომ რუსეთი არაა შენი მეგობარი და შენ მაინც რუსეთის წარმომადგენელი გინდა პრემიერად დანიშნო. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ გახარიას, სხვა, რუსული, კუდი მოყვება და ეს სულ ცოტა ერთი წელი მაინც შეგვიქმნის სერიოზულ პრობლემებს.
მოკლედ, როგორც ჩანს აშშ-დან არაა დადებითი სიგნალი მის დანიშვნაზე, თორემ შიგნით ივანიშვილს ვერავინ ვერ დაუპირისპირდებოდა.
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მაყურებელი “რუსთავი2”-ზე ბევრ სიახლეს იხილავს. ეთერში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები დაბრუნდებიან.
რაც შეეხება, საინფორმაციო გამოშვებას, პაატა სალია აღნიშნავს, რომ “კურიერი” სატელევიზო ბაზარზე ისევ, ნომერ პირველი საინფომრაციო გამოშვება იქნება.
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა,შედეგად ერთ-ერთ მგზავრთან ერთად ქვეითად მოსიარულეც დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე სააგენტო „ფრანს პრესის“ წარმომადგენელმა შეკითხვა არ დასვა.
პრესკონფერენციაზე, რომელზეც სულ რვა ჟურნალისტი იმყოფებოდა და მათ კითხვების დასმის ლიმიტიც ჰქონდათ, ირაკლი მეტრეველმა მისი კუთვნილი დრო, აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელს გადაულოცა.
„სიმართლე გითხრათ, მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, რა შეიძლებოდა თქვენთვის მეკითხა. ვერაფერი მოვიფიქრე. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აჭარის ტელევიზიას ჰქონდა დაუსმელი კითხვები და მივცეთ საშუალება,“ – თქვა ირაკლი მეტრეველმა.
გენერალური პროკურატურა „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დიპლომატებთან დახურული შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე უარყოფს და განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ უწევს პასუხი გასცეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული პირების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ არასწორ განცხადებას.
საქართველოს პროკურატურამ კანონით დადგენილი პროცედურებით გამოხატა ბრალდების მხარის პოზიცია, როდესაც მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დაიწყო სისხლის სამართლის დევნა ბრალდებულთა მიმართ.
გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა ამ საქმეზე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მუდმივად ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას. ამასთან, დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მოპოვებულ მტკიცებულებებს და ჩაატაროს შემხვედრი მოქმედებები.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარის ინიციატივით, უკვე ჩართულები არიან უცხოელი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები.
რაც შეეხება ბრალდებულთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას 6 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. დახურულ შეხვედრასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
აქვე დავძენთ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა.
ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების საქმიანობის და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება, მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას.
ობიექტურობის და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის მაჩვენებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ბრალდებულთა ინტერესების გათვალისწინებით, უარი თქვა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებაზე, როდესაც მსგავსი შინაარსის საქმეებში მხილებული პირები სასამართლოს განაჩენს წინასწარ პატიმრობაში ხვდებიან. ამის ნაცვლად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების პირობებში და არც მათი გადაადგილებაა შეზღუდული, მათ შორის, არც საზღვარგარეთის ქვეყნებში შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში.
საქართველოში სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს უმაღლესი სტანდარტების დაცვით და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რასაც ცალსახად ადასტურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.
ბრალდებულთა მხრიდან ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიუხედავად, საქმეზე გამოძიება გაგრძელდება ობიექტურად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9614 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9614 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9457 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0157 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2481 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2531 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.005 ლარი შეადგინა.
ყოფილ პრემიერ-მინისტ მამუკა ბახტაძესთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ტელეკომპანია “კავკასია” არ მიიწვიეს.
“რატომ არ არის ჩვენს გვერდით ტელეკომპანია “კავკასია”, რომელსაც აქვს ეროვნული მაუწყებლობის ლიცენზია?”- ეს შეკითხვა მამუკა ბახტაძეს ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტმა თამარ ჩიხლაძემ დაუსვა.
ბახტაძის განცხადებით, ის საქმის კურსში არ არის რატომ არ მოიწვიეს “კავკასიას” წარმომადგენელი სხვა მედიასაშუალებებთან ერთად.
“მე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ რატომ არ არის კავკასია მოწვეული? მე ვიცი ერთი რამ, რომ ჩემი პრემიერ მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისევე როგორც ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში მე თითოეულ მედიასთან თანაბრად მქონდა კომუნიკაცია და ძალიან ინტენსიური”-პასუხობს ბახტაძე.
ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ადასტურებს, რომ კავკასია ეროვნული მაუწყებელია და ამას მოწმობს კომუკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის დოკუმენტი.
“მეტ კვალიფიკაციას არც მოველოდი მთავრობისგან და მათი პიარისგან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ: კავკასია არის ეროვნული ტელემაუწყებელი საქართველოს კანონმდებლობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით. ახლა თქვენ სად აგიხსნათ, რომ ეროვნული ტელემაუწყებელი ერთ კონკრეტულ მულტიპლექსში ჩართვას არ ნიშნავს და ციფრულ საუკუნეში საქართველო შესაძლოა რამდენიმე მულტიპლექსით, თანამგზავრით და სხვადასხვა საშუალებებით დაფარო. ისე, თუ გეპატარავებით თვალში ან უბრალოდ არ მოგწონვართ, პირდაპირ თქვით, ან რამე სხვა მიზეზი მოიფიქრეთ სამომავლოდ”-აცხადებს ჯანგირაშვილი.