“გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება”- საპატრულო პოლიციის უფროსი

Written by

in

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს  განუმარტა,თუ რატომ გამოიყვანეს აქცია „სირცხვილიას” მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან, სადაც აქცია დილიდან მიმდინარეობს.

„შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული. შესაბამისად, მოვუწოდეთ, რომ გადაწეულიყვნენ და გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმატში. გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. ნუ დაბლოკავენ“, – განაცხადა სირაძემ.

საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ეზოში შეძახილით: „მონა“ შეაცილეს.ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის მარცხენა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *