Category: არქივი

  • “დღეს ყველანაირად უნდა დავძაბოთ”- “სირცხვილიას” ორგანიზატორების სახელით ყალბი მიმოწერა ვრცელდება

    ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიმოწერას ავრცელებს, სადაც “სირცხვილიას” ორგანიზატორების  შოთა დიღმელაშვილისა და  მარიამ გეგუჩაძის სახელით ყალბი მიმოწერა ვრცელდება.   

    “უკეთესს ფეიქს აკეთებს ჩემი მეგობარი და რომ დაგჭირდებათ ასეთი სირობების გაკეთება მომწერეთ, დაგეხმარებით პ.ს. უნდა ჩაგემატებინათ, ნანუკას ყოფილი ქმარი რო იყო ირაკლი კოდუა, იმანაც დამირეკა და მითხრა დაძაბეთო. უფრო ეფექტური იქნებოდაMariam რადგან ასე გებრძვიან ესეიგი სწორად მიდიხარ და ეგრე გააგრძელე.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეუსბუქ გვერდზე.

    ყალბ მიმოწერას მარიამ გეგუჩაძეც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა რომ მიმოწერის დროს ის უკვე დიღმელაშვილთან  ერთად პარლამენის შენობასთან  იმყოფებოდა. გეგუჩაძემ რამდენიმე შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ფეიქი მიმოწერის ფაბრიკაციის დროს  დაუშვეს.

    “სამი უდიდესი შეცდომა გაგეპარათ:)
    1. ამ დროს მე და შოთა ერთად ვიყავით. ფოტო მტკიცებულებად:)
    2. ყოველთვის ქართული შრიფტით ვწერ.
    3. ნანუკა გამორიცხეთ. ძალიან ბრაზდება სახელით რომ მივმართავ
    4.ანდროიდი არ მაქვს.”- წერს მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში.

  • 9ში 9საათზე ვიწყებთ-გვარამია

    მთავარი არხი ეთერში 9 სექტემბერს გავა, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის  დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.

    “ხოდა, ვეხმიანები წინა სტატუსს და გაცნობებთ, რომ ამ წამს პირველად ჩაეშვა მთავარი არხი სიგნალი სატესტო რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 9ში 9საათზე ვიწყებთ” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • გავრილოვს იმედი აქვს, რომ გიორგი გახარიას რუსეთთან გულახდილი მოლაპარაკებების გამბედაობა ექნება

    რუსეთის დუმის სამოქალაქო განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრის გადადგომასა და ამ პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნასთან დაკავშირებით. 

    გავრილოვი ამბობს, რომ გახარია თბილისში ივნისში განვითარებული მოვლენების დროს მკაცრი პოზიციით გამოირჩეოდა და იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს ეყოფა ვაჟკაცობა “რუსეთთან გულახდილი მოლაპარაკებების დასაწყებად თანამშრომლობის აღდგენისთვის.“ გავრილოვის აზრით მხოლოდ ეს შეიძლება გახედს კონფლიქტის დაძლევის გარანტია.

    „საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე,რომ  რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა. 

    რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტის გამო პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც 21 ივნისს პოლიციამ ძალის, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

    გიორგი გახარია „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობის კადიდატად წარადგინა.

  • “რუსთავი 2-ის დეოკუპაცია, დეოკუპაციის დასაწყისი ყოფილიყოს ყველა ოკუპირებული ტერიტორიებისა”-კვიციანი (ვიდეო)

    “გილოცავთ რუსთავი2-ს დეოკუპაციას”-ეს განცხადება საშემოდგომო სესიის გახსნაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ემზარ კვიციანმა გააკეთა.

    “მინდა მოგილოცოთ თქვენც და სრულიად საქართველოს  რუსთავი 2-ის დეოკუპაცია  და დეოკუპაციის დასაწყისი ყოფილიყოს ყველა ოკუპირებული ტერიტორიებისა და საერთოდ ყველა ჩვენი ტერიტორია დაბრუნებულიყოს ჩვენთან”-განაცხადა ემზარ კვიციანმა.

    ემზარ კვიციანმა ყურადღება რამდენიმე საკითზე გაამახვილა, მათ შორის  დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასა და გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლაზე.

    “მაინტერესებს, საერთაშორისო ორგანიზაციები რას ამბობენ, ხმა არ ამოუღიათ საერთოდ, ხო არიან ჩვენი მეგობრები არა? თუ ჩვენი მეგობრები არიან ხმა ხო უნდა ამოიღონ, რომ ჩვენ ტერიტორიას გვართმევენ, ეს უკვე აღარ არიან რუსები”-განაცხადა კვიციანმა.

  • “არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალოს”-თალაკვაძე

    “არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალოს” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

    „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. ასევე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების პროტესტი იყო გამოხატული, კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ კი, ვაგრძელებთ საქართველოს პარლამეტის სხდომას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესია სტვენის ფონზე გაიხსნა. ეროვნული ჰიმნის დასრულებისთანავე, ევროპული საქართველოს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და სხვა წევრებმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

    პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა, დარბაზში წესრიგი დაეცვათ, ამის შემდეგ კი მან მადატურის სამსახურს მიმართა.

  • “ივანიშვილი ზვიგენს და ზებრას უფრო დიდ პატივს სცემს ვიდრე მის ხალხს”- რომან გოცირიძე

    საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელებას გამოეხმაურა.

    ​როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, დღევანდელი მთავრობა არის „რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება“.

    „ივანიშვილი მეტ პატივს სცემს მის ზვიგენსა და ზებრას, ვიდრე ხალხს. ნაცვლად იმისა, რომ ანგარიში გაეწია საზოგადოებრივი პროტესტისთვის და მოეხსნა გახარია, პირიქით, თავზე დაგვასვა. დღეს ის არის მთავრობის თავმჯდომარე. ეს არის საზოგადოების დაცინვა, სილის გაწვნა და გამოწვევა. ამ გამოწვევას საზოგადოება მიიღებს და ძალიან ცუდად დამთავრდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბედი, ვინაიდან ის მთავრობა, რომელიც ჩვენ ახლა მივიღეთ, ეს არის ფაქტობრივად გავრილოვისმთავრობა. ეს არის რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება. საქარველოში რუსეთი შემოვიდა ჯერ სიმბოლურად ამ დარბაზში, როდესაც გავრილოვი წამოსკუპდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და დღეს, უკვე რუსეთი შემოვიდა საქართველოს მთავრობაში იმ სულისკვეთებით, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა

    პარლამენტის თავმჯდომარემ  არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს  დარბაზი დაატოვებინა.

    პარლამენტის თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა “ევროპული საქართველოს” მიერ პროტესტის ფორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები სასტვენებით გააპროტესტეს. 

    „პარლამენტის რეგლამენტის 224 მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხიელბას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

    „ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, სასესიო დარბაზი  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც დატოვეს.

  • პარლამენტის საშემოდგომო სესია სტვენის ფონზე გაიხსნა (ვიდეო)

    პარლამენტის საშემოდგომო სესია სტვენის ფონზე გაიხსნა. ეროვნული ჰიმნის დასრულებისთანავე, ევროპული საქართველოს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ  და სხვა წევრებმა  მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

    პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა, დარბაზში წესრიგი დაეცვათ, ამის შემდეგ კი მან მადატურის სამსახურს მიმართა.

    “ასე გადაწყვიტეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ დღეს ქვეყანაში არსებული დემოკრატია და დემოკრატიის ხარისხი გამოხატონ. საზოგადოებას ვთხოვ, თვალი მიადევნოს,” – აღნიშნა თალაკვაძემ.

  • “მონებო”- “სირცხვილიას” წევრებმა პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის კორიდორები მოაწყვეს

    “მონებო”- ამ შეძახილებით ხვდებიან პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილი ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოში მიმავალ უმრავლესობის წევრებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის შესასვლელებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. ისინი “ქართული ოცნების” დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

    შეგახსენებთ რომ  ბიძინა ივანიშვილმა  პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ახალგაზრდები 20 ივნისიდან მოყოლებული ითხოვენ.