Category: არქივი

  • დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენიანი წარადგინა

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიან ელჩად კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა.

    კელი დენიანს დიპლომატიურ სამსახურებში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. დიპლომატი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში.  დენიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა  იტალიაში, კოსოვოში, ავაღანეთსა და თურქეთში.

    ის ასევე  ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი იყო. კელი დენიანი ასევე  მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ პოლიტიკურ საკითხებში.

    აშშ-ს წელიწადზე მეტია საქართველოში ელჩი არ ჰყავს. იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, რის შემდეგაც  აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

  • ნინო შუბლაძე რუსთავი2–ში ამ დღეებში მივა

    ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი და მთავრობის პიარ ჯგუფის წევრი, ნინო შუბლაძე რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და  ის ტელევიზიაში ამ დღეებში მივა. ამის შესახებ არხზე დარჩენილ თანამშრომლებს უკვე შეატყობინეს. პრინციპში, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იყო მიღებული, თუმცა რუსთავი2–ის ხელმძღვანელობა სკანდალის ჩაცხრობას ელოდა, რომელიც შუბლაძის კანდიდატურის ამ პოსტზე დასახელებას მოჰყვა.

    რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახური ორ კვირაზე მეტია პარალიზებულია მას შემდეგ, რაც სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ახალმა მფლობელმა და დირექტორმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამის შემდეგ კი კურიერის მთელმა შემადგენლობამ სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოდარ მელაძის შემცვლელად ნინო შუბლაძე განიხილებოდა, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა. შუბლაძეს, რომელიც წლების წინ რუსთავი2–ზე მუშაობდა ხელისუფლების ცენზორი უწოდეს. თავად შუბლაძემ მაშინ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავი2–ზე მისვლას აპირებდა. კულუარული ინფორმაციით მან რუსთავი2–ზე მისვლა ატეხილი აჟიოტაჟის გამო გადაიფიქრა.

    მას შემდეგ რუსთავი2-ის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოების რუსთავი2–დან წამოსულ თანამშრომლებთან უკან დასაბრუნებლად, თუმცა მათი დიდი ნაწილი ნიკა გვარამიას ახალ არხზე იწყებს მუშაობას. მათ გარდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს წარსულში რუსთავი2–ზე ნამუშევარ ადამიანებთან, რათა მათი დაბრუნებით ძველი რუსთავი2–ის აღდგენის შთაბეჭდილება შეიქმნას. გასულ კვირას არხის დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელად და აღმასრულებელ დირექტორად ირაკლი იმნაიშვილის კანდიდატურა წარადგინა. ორი დღის წინ კი განაცხადა, რომ რუსთავი2 მალე სრულყოფილ მაუწყებლობას აღადგენს.

  • “გახარია როგორც ანტიგმირი ივანიშვილს პირად შვებას აძლევს“– გია ხუხაშვილის სამი მიზეზი, რატომაც ივანიშვილმა გახარია გააპრემიერა

    ექსპერტი გია ხუხაშვილი სამ მიზეზს ასახელებს, რატომაც მისი აზრით ივანიშვილმა გახარიას გაპრემიერება გადაწყვიტა. ხუხაშვილი თვლის, რომ გახარია ივანიშვილისთვის ამ ეტაპზე ყველაზე კომფორტული პრემიერი იქნება:

    “ბევრი ამბობს, რომ გახარიას დანიშვნა პრემიერ მინისტრად აზიანებს ხელისუფლებას, თუმცა მე ვფიქრობ რომ ძალიან მწყობრი ლოგიკის დანახვა შეიძლება ამ ისტორიაში. უნდა ამოვიდეთ, იქიდან, რა ამოცანას ისახავს ამ ეტაპზე ივანიშვილი. მისი ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება. მოგეხსენებათ საარჩევნო ციკლში შევედით და გახარია ამ ამოცანისთვის არის მისთვის ყველაზე კომფორტული ფიგურა იმ პირობებში, როდესაც სათადარიგო სკამი ძალიან მწირი აქვს დიდი არჩევანი მაინცდამაინც არ აქვს.

    გახარიაზე არჩევანი გაკეთდა სამი მიზეზის გამო:

    1. სტანდარტული შუას გაკრეფის სპეცოპერაციისთვის, რომელიც ყველა არჩევნების წინ ხდება და ახლა განსაკუთრებით პრინციპულია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების არდაშვების სპეცოპერაციის ჩატარება ხელისუფლებისთვის. ანტიგმირი გახარია ამ პოლარიზაციისთვის, ორპოლუსიანობისთვის არის ძალიან მისაღები. მარტივი ტექნლოგიით მოხდება ყველაფერი: სამყაროში ვართ ჩვენ და ნაციონალური მოძრაობა . ნაციონალური მოძრაობა არის მტერი და ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს ისიც არის მტერი, ანუ ნაციონალური მოძრაობა. ამ სქემაში უნდა ჩასვას ივანიშვილმა ისევ საარჩევნო პროცესი.

    2. გარდა ამისა გახარია როგორც ანტიგმირი ივანიშვილს გარკვეულ პირად შვებას აძლევს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გარკვეულწილად მთელ ნეგატივზე პასუხისმგებლობის გადანაწილება მოხდება გახარიაზე. თუ აქამდე ივანიშვილის დემონიზაცია ხდებოდა მუდმივად და ყველა პრობლემა მას ბრალდებოდა, ივანიშვილს ახლა იმედი აქვს, რომ პროცესის ბოლოში ყველა შეიძლება აღმოჩნდეს ქაქში და ის თეთრ ფრაკში, და მთელი ნეგატივი შეიძლება წავიდეს გახარიასკენ, ყოველ შემთხვევაში ნაწილი მაინც და ეს მისთვის მისაღები იქნება.

    3. ყველაფერი ამის გაკეთება თან გრძელი საბელით გახარიასთვის, მისთვის არ იქნება სახიფათო, იმიტომ რომ გახარია დღეის მდგომარეობით არის დაზიანებული ბრენდი ივნისის მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს მასთან აქვს საკმარისი მორალური უპირატესობა, რომ თუ რამე არ მოაწონა ადვილად გადააგდოს. გახარია დღეის მდგომარეობით უკვე ძაფზე კიდია და მისი მოშორება ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა არ ინება, ანუ თეორიული შანსიც არ არსებობს იმისა, რომ გახარიამ დაიწყოს საკუთარი პოლიტიკური თამაში.“– ამბობს გია ხუხაშვილი.

  • პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

    პარლამენტის შენობის წინ “სირცხვილიას” ორგანიზებით  აქცია  განახლდა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ.

    აქციის ორგანიზატორები  სამოქმედო გეგმის შესახებ ჯერჯერობით ვრცლად არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ გახარიას დამტკიცება პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ უნდა მოხდეს. 

  • მდინარე ალაზანში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში,  სოფელ კარდენახთან მდინარე ალაზანში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო.

    მოზარდი  სოფელ კოლაგიდან იყო.

    ცხედარი მდინარიდან მყვინთავების დახმარებით ამოიყვანეს.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.   

    გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

  • თბილისში მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება

    თბილისში რუსი მომღერლისა და კომიკოსის მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიებიდან გახდა ცნობილი.კონცერტის ორგანიზატორი  Tickets Online GROUP არის. 

    კონცერტი 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.  რამდენად გაიმართება დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე უცნობია,რადგან სავარაუდოა, რომ რუსი მომღერლის საქართველოში ვიზიტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვეს.

    შეგახსენებთ, რომ  20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ბათუმში  ჯგუფ A-Studio-ს  კონცერტი  გაუქმდა, რომელიც წელს ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო.

  • იხმაურონ მაგრამ შეეგუონ რომ გახარია გახდება პრემიერი-შალვა რამიშვილის 3 რჩევა ოპოზიციას

    შალვა რამიშვილი ოპიზიციას 3 რჩევას აძლევს,ამის შესახებ მან  სოციალურ ქსელში დაწერა.

    “სულ სამი გამოსავალი აქვთ ოპოებს (მე თვითონებს, თაკოებს, მაჭუებს, ევრონაცებს და მისთ უმცირესობებს):

    1. გავიდნენ კონსტიტუციის ფარგლებიდან და დაუყონებლივ მოახდინონ რევოლუცია (მიშა ამისკენ მოუწოდებს)

    2. არ დაამტკიცებინონ პარლამეტს გახარია მაგრამ დარჩნენ კონსტიტუციის ფარგლებში, რითაც გამოიწვევენ ვადამდელი საპარლამეტო არჩევნების დანიშვნას (მათთვისვეა ძალიან ცუდი).

    3. იხმაურონ მაგრამ შეეგუონ რომ გახარია გახდება პრემიერი.

    რას აპირებენ თავად ვერ ამბობენ და ამიტომ რაღაც ბრტყელი ლოზუნგებით იფარგლებიან”-წერს შალვა რამიშვილი.

  • არ გვაქვს მოლოდინი, რომ გახარიას გაპრემიერება საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევს-ჩუგოშვილი

    “მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოებრივ პროტესტეს გამოიწვევს, არ გვაქვს”-ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

    ჩუგოშვილი ამბობს, რომ  უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მხარს და შესაბამისად  მმართველი  გუნდი ვალდებული არაა ოპოზიციის მოთხოვნები გაითვალისწინოს. 

    „გახარიას გადადგომას ოპოზიცია ითხოვდა. შესაბამისად, ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ოპოზიციის მოთხოვნები ასე აპრიორი გავითვალისწინოთ. რა გადაწყვეტილებაც ჩავთვალეთ საჭიროდ, ის გადაწყვეტილება მივიღეთ!“, – განაცხადა  ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • აბასთუმანში მშენებლობაზე მუშა დაშავდა

    აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში მშენებარე სასტუმროსთან მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. მუშას თავში სამშენებლო მასალა მოხვდა. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინა და კლინიკაში გადაიყვანა.

    „პაციენტს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, კონტაქტური არ არის. ამ ჩვენებით გადავიყვანეთ კლინიკაში, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში.

  • Apple Pay-თ სარგებლობა უკვე თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ

    თიბისი ბანკი მომხმარებლებისთვის ინოვაციურ სერვისს, Apple Pay-ს ნერგავს და მობილური გადახდების პროცესს უფრო მარტივს, უსაფრთხოს და დაცულს ხდის. Apple Pay-თ სარგებლობა შესაძლებელია iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით, რაც მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში შოპინგს უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის.

    Apple Pay დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ.

    „თიბისი ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას. თიბისის სერვისების Apple Pay-სთან ინტეგრაციაც ამის დასტურია. მოხარული ვართ, რომ დღეიდან, თიბისის მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას Apple Wallet-ის გამოყენებით უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებენ“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

    „მივესალმებით Apple Pay-ს კავკასიის რეგიონში შემოსვლას. მას შემდეგ, რაც 2009 წელს რეგიონში პირველად დაინერგა ვიზა PayWave, საქართველომ ციფრული გადახდების სისტემასთან ადაპტაცია სწრაფად მოახდინა და მოხმარებლის ძალიან მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. მოხარული ვართ, რომ Apple Pay-ს შემოსვლა კიდევ უფრო დააჩქარებს გადახდების ახალი და ინოვაციური გზების განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა ქრისტინა დოროსმა, ვიზას მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    „მასტერქარდი ტექნოლოგიური ლიდერია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენი მიზანია, საქართველოში დავნერგოთ გადახდების სფეროში არსებული ინოვაციური სერვისები და პროდუქტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სწრაფად განვითარებად ციფრულ ეკონომიკას“ -, აღნიშნა იგორ სტეფანოვმა, მასტერქარდის მენეჯერმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

    უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

    iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის. Apple Pay –თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი.

    თიბისი ბანკის ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია ბმულზე: www.tbcapplepay.ge

    Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apple.com/apple-pay/