Category: არქივი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვაზე – არიან დაშავებულები

    თბილისის ზღვაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

    დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა  საავადმყოფოში გადაიყვანა.

  • ყალბი მართვის მოწმობების გაცემის ფაქტზე 5 პირი გამოავლინეს

    შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა მძღოლთა პროფესიული მომზადება-გადამზადება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე გასცემდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალების მომზადების სასწავლო პროგრამის ყალბ მოწმობებს, აღნიშნული პროგრამის გავლის გარეშე“, – აცხადებენ  უწყებაში.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

  • პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს შეხვდებიან

    მთავრობის ახალი  დასამტკიცებელი შემადგენლობის მოსმენა დღეს ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება.  პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს   „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციებში მოუსმენენ.

    „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის გამო, მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატებთან შეხვედრას არ გეგმავდა, თუმცა  მათ ბოიკოტი გადაიფიქრეს.”ნაციონალური მოძრაობის” სხდომა  12:00 საათზეა ჩანიშნული.

    7 სექტემბერს კანდიდატებს „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.

    8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომა  გაიმართება, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

  • “პირველი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მე და ეკა კვესიტაძე ვიქნებით კანონების დარღვევით ეთერში”-ნიკა გვარამია

    “რუსთავი2”-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ვიდეო მიამრთვა გაავრცელა სადაც განაცხადა თუ რატომ ჰქვია მის ახალ არხს “მთავარი არხი”.

    კითხვაზე თუ რატომ მთავარი?! ნიკა გვარმია პასუხობს: 

    “პირველი იმიტომ რომ უსამართლოდ წაგვართვეს რუსთავი2 და არ მიყვარს უსამართლობა და გუნდს რომელიც აქ არის არ უყვარს უსამართლობა. მეორე, არასდროს არ ვაგებ, როდესაც მორალური უპირატესობა მაქვს, პირიქით ყოველთვის ვიგებ. და მოვიგებ ახლაც.მთავარი ჟურნალისტები უნდა აკეთებდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს და ქმნიდნენ მთავარ კონტენტს. ამიტომაც მთავარი და ამიტომაც იქმნება ადგილი, სადაც ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ. იმიტომ “მთავარი”, რომ პირველ რიგში თქვენ გინდათ ეს, თქვენ ითხოვთ ამას და მე ცოტა მეშინია თქვენი მოლოდინების, ამხელა მოლოდინების და იმედია არ გაგიცრუებთ.იმიტომ მთავარი რომ უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად მოვიპოვებთ თავისუფლებას. 9-ში 9 საათზე ვიწყებთ და პირველი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ  მე და ეკა კვესიტაძე ვიქნებით კანონების დარღვევით ეთერში,  ორშაბათს მაგრამ აუცილებლად ვიქნებით. მე ვიქნები ამ პიჯაკით გპირდებით ზოგადად სულ ვიქნები პიჯაკებით და აუცილებლად არ ვიგინო რადგან ასე მთხოვა ჩემმა გუნდმა და მე მათ გამო ვარ აქვს.  

  • რუსთავი2 ნინო ხოტარიამ დატოვა

    რუსთავი2–ის გადაცემა სხვა შუადღის წამყვანმა,  ნინო ხოშტარიამ ტელეკომპანია დატოვა. ნინო ხოტარია რუსთავი2–ზე წლებია მუშაობს და არაერთი პროექტის წამყვანი იყო. წასვლის შესახებ ნინო ხოტარიამ   ფეისბუქის გვერდზე დაწერა:

    “და კიდევ ბევრი სხვა… 25 დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ. Left job at my sweet home R2“ – წერს ტელეწამყვანი.

  • ფორსაჟის გადაღებების გამო 8–დან 15 სექტემბრამდე ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა შეიზღუდება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით ჰოლივუდური ფილმის, ფორსაჟის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, 8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

    8 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე:

    – პაატა დათუაშვილის ქუჩასა (მე-4 მიკრორაიონი) და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე) მოძრაობა სრულად აიკრძალება. ასევე, დაიკეტება თამაზ ნადარეიშვილის ქუჩა, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის კვეთამდე, ავტომანქანები კი მოძრაობას გააგრძელებენ მხოლოდ ლისის ტბის მიმართულებით;

    – ავტოტრანსპორტით გადაადგილება ასევე აიკრძალება ელგუჯა ამაშუკელისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებზე გამომსვლელ ყველა ქუჩაზე.

    – ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონში მაცხოვრებელი მოსახლეობა გადაადგილებას შეძლებენ როგორც ვარაზის ქუჩით და ბესო ჟღენტის ქუჩის გავლით ნუცუბიძის ქუჩაზე; ასევე, მოძრაობას შეძლებენ ლისის ტბის მხრიდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

    – ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის ფერდობზე მიმავალი ავტომანქანები ლისის ტბის წრიდან იმოძრავებენ ბერიტაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოხვდებიან მე-4 მიკრორაიონში.

    10 სექტემბერს:

    – 00:00 საათიდან 11 სექტემბრის 00:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა გაფართოვდება და დამატებით მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე.

    – ნუცუბიძის ფერდობის მე-5 მიკრორაიონამდე მისასვლელი გზა სრულად დაიკეტება.

    მე-5 მიკრორაიონში მცხოვრებ მოსახლეობას ქალაქის სხვა უბნების მიმართულებით, როგორც ქვეითად, ასევე, კერძო ავტომობილებით, გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლება 00:00 საათიდან 08:00 საათამდე. ადგილობრივ მოსახლეობას დილის და საღამოს საათებში ფილმის გადამღები კომპანიის ავტოტრანსპორტი მოემსახურება. ასევე, დღის განმავლობაში პერიოდულად გაიხსნება მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ მიმავალი გზა.

  • თემქაზე მოკლული ქალის ქმარი დაკითხვაზე შეუძლოდ გახდა

    თემქაზე მოკლული ქალის ქმარი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს დილას მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში ხანძრის გაჩენის მიზეზით მისულ მაშველებს ბინაში ქალი გარდაცვლილი დახვდათ.მას ჭრილობები თავის არეში აღენიშნებოდა. ახლობლების ინფორმაციით, სახლიდან ფულია წაღებული.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • რომან გოცირიძის ინფორმაციით, ბოიკოტის გამო ნაციონალური მოძრაობასთან“ მინისტრობის კანდიდატების ჩანიშნული შეხვედრა არ გაიმართება

    საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განხილვის მიმართ ბოიკოტს განაგრძობს.

    როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა, მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქციის ფორმატში, რომელიც 6 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული, არ გაიმართება.

    “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არც საკომიტეტო მოსმენებში მიუღიათ მონაწილეობა. ამასთან, უცნობია, დაესწრებიან თუ და არა 8 სექტემბრის პლენარულ სხდომას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობა დასამტკიცებლად გადის.

  • “მგონი, ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წელი აერიათ”- გომელაური 20 ივნისის ღამეზე

    “მგონი, ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წელი აერიათ “- შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური მადლობას უხდის პოლიციელებსა და გიორგი გახარიას, რომლებმაც, 20 ივნისს სახელმწიფო დაიცვეს. 

    “ძალიან სამწუხაროა, რაც 20 ივნისს მოხდა. დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ისე – პოლიციელები. რთულია იმის თქმა, ვინ როგორ მოიქცეოდა. როცა დამთავრდება, მარტივია თქმა, ასე ვიზამდი ან ის რატომ არ ქნეს… ძალიან რთულია, როცა შენს მეწყვილეს ხედავ, რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, უკაცრავად და ფეხით თელავენ, ჩაფხუტებს გლეჯენ. შეიძლება გადაცდომები იყო. ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუმცა მარტო პოლიციელებმა დააშავეს, ასე არ უნდა მივუდგეთ. მინდა მადლობა გადავუხადო რიგითიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული. მართლა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა. ოცი წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა. მგონი, ზოგ-ზოგიერთებს 2003 და 2019 წელი აერიათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა იმ ბიჭებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ჩვენი სახელმწიფო დაიცვეს ”, – განაცხადა გომელაურმა.

    ამავე თემაზე:

    “თუ დამნაშავეა ჩაჯდება ციხეში, უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?!”-გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე

  • “სამხედრო სამსახურის მიზანმიმართულ თავის არიდებაზე „გირჩის“ მცდელობა უპასუხისმგებლო მოქმედებაა ” – სესიაშვილი

    ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც უზრდელი და თავხედი პოლიტიკოსების ქმედებებზე ან განცხადებებზე რეაგირებას ახდენს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „გირჩის“ ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

    „ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოვემსახუროთ, მეორე მხრივ ახალგაზრდებს მაქსიმალურად მოვუხსნათ დისკომფორტი. „გირჩის“ ასეთი მიდგომა და მცდელობა, რომ გვერდის ავლით და მოტყუებით, კანონის გარკვეული ხარვეზების გამოყენებით, მიზანმიმართულად წავიდნენ სამხედრო სამსახურის თავის არიდებისკენ, არის უპასუხისმგებლო მოქმედება, მაგრამ მეც არ გავურბივარ იმ პრობლემატიკას, რომელიც არის გაწვევის სისტემაში, წვევამდელების ყოფნა ზოგიერთ უწყებაში გამართლებული არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

    თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ „გირჩი“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა.

    ამავე თემაზე :

    ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას-ღარიბაშვილი „გირჩზე“

    „გირჩი“ ღარიბაშვილს პასუხობს: შენ და მეორე ირაკლიმ გადაა***თ ერთმანეთს

    “ჯარი განსაცდელშია!“ – უგულავა ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობაზე

    “ღარიბაშვილი კუნთებს ათამაშებს და “ბლატაობს” – ბიბლიური თავისუფლება