Category: არქივი

  • ბრაზიელ ფეხბურთელ კაფუს შვილი გარდაეცვალა

    ბრაზილიელ ფეხბურთელ კაფუს უფროსი შვილი გარდაეცვალა. ამის შესახებინფორმაციას  “Skysports”-ი ავრცელებს. როგორც ირკვევა, 30 წლის დანილო  მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშის დროს გარდაიცვალა. მიზეზად, კი  გულის შეტევა სახელდება. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

    კაფუ არის პირველი და დღემდე ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა სამი ფინალი მსოფლიო ჩემპიონატებზე, რომლიდანაც 2 მოიგო — 1994 და 2002 წელს.

    „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა

  • “ჯარის პოპულარიზაცია ბაღიდან უნდა დავიწყოთ” – ღარიბაშვილი

    თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და გაღვივება იქნება.

    როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჯარის პოპულარიზაციის თემა ყველა ოჯახში უნდა შევიდეს.

    “ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საყრდენი და ფუნდამენტი უნდა იყოს ჯარის სიძლიერეზე დაფუძნებული. მოდით ვაღიაროთ, ბოლო წლების განმავლობაში მცდელობა, რა თქმა უნდ,ა იყო… ყოველთვის იყო ჯარის მიმართ, პატივისცემა, პრესტიჟულობა და სიამაყის განცდა, ალბათ, ყველა მოქალაქეს გვაქვს, მაგრამ რატომღაც არ ეთმობა ამ საკითხს სათანადო ყურადღება. ჩვენ უნდა შევიდეთ ყველა ოჯახში. ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში.

    ამ საკითხის პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღიდან, სკოლებიდან. სკოლებში უნდა შევიდეს. მე ვიცი, რომ სამინისტრომ სახელმძღვანელო შეიმუშავა და ძალიან მალე იქნება დასრულებული. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და გაღვივევბა. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი საზრუნავი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • კომუნიკაციების კომისიამ გვარამიას “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა

    კომუნიკაციების კომისიამ ნიკა გვარამიას „მთავარ არხს“ სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა.

    კომუნიკაციების ეროვნულ  კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა.

    „კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

    არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა“, – ნათქვამია კომისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე ტერიტორიებს ვერ დაგვაბრუნებინებს”-სოფო კილაძე

    “შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე, ვერ დაგვაბრუნებინებს ვერაფრით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

    ის თავდაცვის მინისტრობის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის აუცილებელი შრომა და თავდადებაა.

    „მინისტრობის კანდიდატების მხრიდან სწორი აქცენტები იყო დასმული. მეც შევაფასებდი ერთ საკითხს, რაც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა „გირჩთან“ დაკავშირებით და რასაც აჟიოტაჟი მოყვა. ჩვენ მაშინ შევძლებთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას თუ, პატრიოტული სულის კვეთება გვექნება. ამას სჭირდება თავიდანვე სწავლება და შეყვარება. მგონი, ამაზე საუბრობდა ბატონი ირაკლი. უკაცრავად და შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე, ვერ დაგვაბრუნებინებს ვერაფრით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას სჭირდება თავდადება, შრომა,“ – განაცხადა კილაძემ.

    დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის შესახებ თქვა, რომ „გირჩის“ მიერ ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას. მან პოლიტიკურ პარტიას სექტა უწოდა.

  • გორში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბინა გაქურდეს

    გორის საკრებულოს  დეპუტატის, თამარ მურალოვას საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სახლიდან  წაღებულია ძვირფასი ნივთები. 
    თამარ მურალოვა „ქართული ოცნების“ წევრია.

  • “ღარიბაშვილი კუნთებს ათამაშებს და “ბლატაობს” – ბიბლიური თავისუფლება

    თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმთავარი, ლევან ჯგერენაია ეხმაურება. როგორც მან გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა, ამ განცხადებით ღარიბაშვილი კუნთებს ათამაშებს და რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

    ჯგერენაიას განცხადებით, „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ დაარსებიდან დღემდე, მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიხსნა.

    „ღარიბაშვილს აქამდეც ჰქონდა ასეთი მცდელობა, კუნთებს ათამაშებს, თითქოს რაღაცას წყვეტს და ამბობს რომ ბიბლიურ თავისუფლებას ავკრძალავთ და ამით ჩვენ უფება გვექნება ადამიანები მონებად ვაქციოთო. საბოლოო ჯამში, ეს ღარიბაშვილის გადასაწყვეტი მაინც ვერ იქნება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ისე შევაწუხებთ ამაზე რომ ღარიბაშვილზე ზემდგომ ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. თვითონ კი „ბლატაობს“ ახლა, მაგრამ „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმება მისი გადასაწყვეტი არაა. ეგ კი არა, თანამდებობაზე მოსვლა-წასვლა არაა მისი გადასაწყვეტი.

    „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ ამ ქვეყანაში სისტემის მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიცვა და ახლა ღარიბაშვილი ამბობს რომ, 700 ათასი ადამიანი არის ამ ქვეყანაში ვისაც ჯარი ეხება და მათ პოტენციურ მონებად განიხილავს. ახლა გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ადამიანების უფლებების დაცვა აგვიკრძალოს და „ვიშკაზე“ მათ მსახურებად წაიყვანოს. ეს არ გაუვა ღარიბაშვილს იმიტომ რომ სიმართლე არ არის მის მხარეს“ – აცხადებს ჯგერენაია.

    თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გირჩის საქმიანობა, ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

  • “ისინი ცდილობენ ქვეყანა გადააგდონ ავტორიტარიზმის რელსებზე”- ლევან გოგიჩაიშვილი მმართველ ხელისუფლებაზე

    დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა, რომ “ქვეყანას სინდიკატი მართავს”. გოგიჩაიშვილის აზრით, ახალი მთავრობა განწირულია არაეფექტურობისთვის, რადგან გახარიას მოუწევს ყველა საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმოს.

    “მინისტრები, ბიძინა ივანიშვილს ეხმარებიან, ამ ქვეყანას წაართვან დემოკრატიული მომავალი და ქვეყანა გადააგდონ ავტორიტარიზმის რელსებზე. მე არ შევაფასებდი მათ რაღაც განსაკუთრებული ტალანტის მქონე ადამიანებად. ამ პერიოდში მიიღეს გამოცდილება, მაგრამ კონკრეტულ მიმართულებებში სულ ჰქონდათ პრობლემები”, — თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

    მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი 77 დღეა ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 3 სექტემბერს წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს.

  • ვინ არის თემქაზე მოკლული ქალი-ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

    დღეს დილით თემქაზე ზღვის უბნის მე-11 რაიონში 39-ე კორპუსში ქალი მოკლეს, შემდეგ კი ბინაში ხანძარი გააჩინეს. როგორც გაირკვა მოკლული ქალი 62 წლის რიმა მირზოევაა.

    ახლობლების ცნობით, გარდაცვლილის მეუღლე უძრავი ქონების აგენტია,მათი შვილი კი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს.

    პირველად მეზობლებმა ხანძარი შენიშნეს და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. სამაშველო ჯგუფმა კი ბინაში რიმა მირზოევას ცხედარი აღმოაჩინა. გარდაცვლილს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.

    ახლობლების განცხადებით, ბინიდან ყველაფერი წაღებულია, მკვლელობის მოტივიც სწორედ ქურდობას უკავშირდება.

    ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

  • თემქაზე ქალი მოკლეს და ბინაში ხანძარი გააჩინეს

    თემქაზე ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. გარდაცვლილი  60 წლამდე ასაკის ქალია. მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. სახანძრო სამსახური მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინაში ხანძარი შენიშნეს.

    მეზობლების ინფორმაციით, ქალი მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ცეცხლი გააჩინეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • “ჯარი განსაცდელშია!“ – უგულავა ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობაზე

    ევროპული საქართველოს ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს იმის შესახებ, რომ  პრემიერობის თუ მინისტრობის პერიოდში მას ყოველთვის ქონდა უკმარობის განცდა, რომ ჯარისთვის ბოლომდე ვერ დაიხარჯა:

    “მაინც რამხელა საქონელია უტიფრობა. ამ არსებამ შეთხზა კაბელების საქმე, დასდევდა გამოგონილ ფაღარათებს, ამისთვის ატერორა და აწიოკა ბევრი პატიოსანი თავდაცვის მოხელე და ახლა გაიძახის ბოლომდე ვერ დავიხარჯეო. კატასტროფაა. ჯარს გვერდში დგომა სჭირდება

    #ჯარიგანსაცდელშია“ – წერს გიგი უგულავა ფეისბუქ გვერდზე.