რომან გოცირიძის ინფორმაციით, ბოიკოტის გამო ნაციონალური მოძრაობასთან“ მინისტრობის კანდიდატების ჩანიშნული შეხვედრა არ გაიმართება

Written by

in

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განხილვის მიმართ ბოიკოტს განაგრძობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა, მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქციის ფორმატში, რომელიც 6 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული, არ გაიმართება.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არც საკომიტეტო მოსმენებში მიუღიათ მონაწილეობა. ამასთან, უცნობია, დაესწრებიან თუ და არა 8 სექტემბრის პლენარულ სხდომას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობა დასამტკიცებლად გადის.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *