Category: არქივი

  • რატომ იცინოდა 20 ივნისის კადრების გაშვებისას მაია ცქიტიშვილი- მინისტრობის კანდიდატის განმარტება

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს  მაია ცქიტიშვილს ჟურნალისტებთან განმარტების გაკეთება მოუწია დღეს პარლამენტში 20 ივნისის კადრების ხილვის დროს მის რეაქციასთან დაკავშირებით. ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მისი ღიმილი კადრებს არ ეხებოდა.

    “ჩემი ღიმილი არ ეხებოდა კადრებს, არამედ ოპოზიციის ქმედებას და მათ უნიჭო წარმოდგენას” – განაცხადა ცქიტიშვილმა.

    შეგახსენებთ, პარლამენტში გიორგი გახარიას მთავრობის მოსმენაზე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომათა დარბაზის მონიტორში  კლიპი “გახარიას უხარია” გაუშვა, რომელიც 20 ივნისის ღამის მძიმე კადრებს შეიცავს.  მაია ცქიტიშვილი კი მთელი  ამ ხნის განმავლობაში იღიმოდა.

  • 8 სექტემბერს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

    8 სექტემბრიდან წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი გახდება. წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-22 სექტემბერს ჩატარდება.

    ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას. წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.

    წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბდა პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭა.

    წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ. პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს.

    საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი – მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი – ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი – გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე. ფესტივალი თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ტარდება.

    15 დღის განმავლობაში 40 მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი 1200 კაციან ამფითეატრში და კამერული მუსიკის 600 კაციან დარბაზში ჩატარდება, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა. უნიკალური აკუსტიკის მქონე და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ დარბაზებში საღამოსა და დღის კონცერტები გაიმართება.

  • “როგორმე, მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს” – გახარია

    “მე, როგორმე, მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს”, – ასე უპასუხა პრემიერობის კანდიდატმა კითხვას, რატომ არ გასცა მაკო გომურს პასუხი.

    გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ შეფასება უწოდა 20 ივნისის დარბევისას დაზარალებული მაკო გომურის კითხვას, რატომ არიან მომიტინგეები ციხეში და ის, ვინც თვალი გამოთხარა, თავისუფალი?

    ელენე ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მაკო გომურის შეკითხვა წაუკითხა.

    “რატომ არიან აქციის მონაწილეები ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი ამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია — თავისუფალი?”- წაიკითხა ხოშტარიამ მაკო გომურის შეკითხვა.

    გიორგი გახარიამ მაკო გომურის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

    “ეს კითხვა არ ყოფილა ეს შეფასება იყო”-განაცხადა გახარიამ.

    ხოშტარიამ ასევე გახარიას აქციის დარბევასთან დაკავშირებითაც ჰკითხა. საჭირო იყო თუ არა მიტინგის დაშლის წინ ხალხის გაფრთხილება.
    მაკო გომურის შეკითხვა გიორგი გახარიას (ვიდეო)

  • “პროკურატურისგან მომდის ანეკდოტები”-გვარამია საგამოძიებო უწყებაში მივიდა

    “პროკურატურისგან მომდის ანეკდოტები”-ნიკა გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    „პრობლემა არის ეს მიკროფონი, რომელიც დროებითია და ნამდვილი მალე იქნება ნამდვილი და საბოლოო. ამათზე კარგი, ისევე როგორც ნიუსი. ბოდიში კოლეგებო. დღეს ვარ აბსოლუტურად ემოციებისგან დაცლილი და მშვიდი, რამდენიმე მიზეზის გამო. უკვე ეს გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფცია ჩემთვის წითელი ხაზია და მიუღებელი უკვე ამისი გამოხატვა არ შემიძლია, რადგან პროკურატურისგან მომდის ანეგდოტები, მოგონილი ისტორიები. რომელიც ბუნებაში არ ყოფილა, მეუბნებიან ფული, რომელიც იყო, არ ყოფილა. მერე რა რომ ბანკში შეტანის საბუთი არსებობს. რა უნდა ვუპასუხო ახლა ამას.

    ვარ მშვიდად კიდევ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე უკვე დავასრულე. ამ მიკროფონის ირგვლივ რაც საჭიროა ყველაფერი მზადაა და ყველაფერი გაკეთებულია. ჩემი სადმე ჩაჯენა, იზოლირება და ა. შ არავითარ შედეგს არ გამოიღებს.

    ველოდები ყველაფერს, საერთოდ არ მიმაჩნია ამ ხელისუფლების მხრიდან პრობლემად და მოულოდნელობად, რომ დაგვაკაონ მე და სხვები. ეს ხელისუფლება დაკავებულია ლეგიტიმური ხელისუფლების ზღვრებიდან.

    ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს არის დამკრძალავი კომისია, ისინიც მალე გააცნობიერებენ, მაგრამ რომ არ ეშველა „რუსთავი 2“-ს და ჩვენთან რომაა ყველა, ვინც მაგარია ამ ქვეყანაში, ამას არ ეშველება ნიკა გვარამიას დაჭერით, აქ იმიტომ არიან, რომ ფასეულობა ვისაც ჰქონდა, წამოვიდა იქ, სადაც უნდა იყოს. ამიტომ, ღიად ვაცხადებ, ეს ადამიანები ვინც ჩემს უკან დგანან, გააკეთებენ საუკეთესო კონტენტს, იქნება ნიკა გვარამია დროებით მათთან თუ არა. კვესიტაძე შეიძლება ცოტა ხნით დაობლდეს, მეტი არანაირი ცვლილება არ იქნება.

    დიტო საძაგლიშვილს ვაბარებ ოფიციალურად დირექტორის მოვალეობის შესრულებას, დანარჩენებმა ყველამ თავისი საქმე იცის – ნოდარი, როგორც ყოველთვის, გააკეთებს საუკეთესო ნიუსს, ვანო – საუკეთესო სოციალურ იუმორს, დიკო და პაატა, როგორც ყოველთვის, საუკეთესო კურიერს გახსნიან, კვესიტაძე – ობლად ან არაობლად, გაბუნია საუკეთესოდ უხელმძღვანელებს იმ სფეროს რომელიც ჩაბარებული აქვს და ასევე P.S-იც იქნება ისეთი, როგორიც არის და გიჟი ჟორჟოლიანი ახალ ამპლუაში იქნება ბევრად უფრო უკეთესი, როგორც ოდესმე. ამ ამბავს, მეგობრებო, აღარაფერი ეშველება. ჩვენს მაყურებელს ვპირდები, რომ მე აქ შევალ აუცილებლად და გამოვალ თუ არა ეს თქვენს იმედზე არ უნდა აისახოს. ახალ ტელევიზიას ხელ;ახლა აუცილებლად ნახავთ. ნიკა გვარამიასგან „ქართული ოცნება“ თუ გააკეთებს ნელსონ მანდელას, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ ამას. როგორ მთავრდება ეს ისტორიები, ყველამ კარგად ვიცით“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

    შეგახსენებთ,რომ დღეს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გვარამიას ბრალი დაუმძიმდა და ახალი დადგენილების მიხედვით, მას დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და ასევე ყალბ გარიგებებში ედება ბრალი.

    პროკურატურამ ბრალი არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და რუსთავი 2-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს წარუდგინა.

    11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. თუმცა გვარამიას გირაოს თანხა არ გადაუხდია.

  • რა შედეგით დასრულდა ერგნეთის შეხვედრა

    ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზე პოზიციები განსხვავებულია და შეთანხმება ვერც დღეს იქნა მიღწეული.

    ქართული მხარემ საოკუპაციო რეჟიმს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე ფაქტო “სამხრეთ ოსეთის” საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.

    „ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და განვუმარტეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე სტაბილურობა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც უკანონოდ წარიმართება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეს არის უსაფრთხოების გარემოსთვის დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ პრინციპულად მოვითხოვეთ, რომ ამგვარი ქმედებისგან ყველამ შეიკავოს თავი და ამგვარი ქმედებები აღიკვეთოს. პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული”, – განაცხადა ანთაძემ.

    მიუხედავად ამისა, ანთაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ამაზე საოკუპაციო რეჟიმიც თანხმდება. მისივე თქმით, კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.

    „შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზაციისთვის. ამის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს“, – განაცხადა ანთაძემ.

    მისივე თქმით, ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოსთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

    „საგუშაგო დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში. წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებზე კი გამოხატულია პრინციპული პოზიცია, რომ აღნიშნული ქმედებები უკანონოა, ყველა სამუშაო უნდა იქნას შეჩერებული და შექმნილი იყოს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს მშვიდად“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

    ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა.ოსური მხარე სოფელ ჩორჩანას არსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვდა.

  • “იტყვილებით”-გახარიამ ნადირაშვილს ტყვია მიუტანა (ვიდეო)

    “კონკრეტულად ვინ მიიღო გადაწყვეტილება აქციის დარბევის დროს ამ ტიპის ტყვიების გამოყენების?”-20 ივნისის ღამეს გამოყენებული ტყვიების შესახებ ირმა ნადირაშვილმა პრემიერობის კადიდატს გიორგი გახარიას  ჰკითხა. ნადირაშვილმა ასევე ჰკითხა, იცოდა თუ არა გახარიამ  რომ ტყვიებს ნაკლებად ლეტალური აწერია. გახარიამ უპასუხა, რომ ნადირაშვილი ცრუობს და ტყვიები არალეტალური იყო.

    “იტყვილებით, საერთოდ როცა ფაქტზე გიწერენ რომ იტყვილებით ღიზიანდებით ხოლმე”-უპასუხა გახარიამ.

    “ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ და მე პასუხისმგებლობა მაქვს”-მიმართა გახარიამ აკაკი ბობიხიძეს.

    {{VIDEO}}

  • მაკო გომურის შეკითხვა გიორგი გახარიას (ვიდეო)

    ელენე ხოშტარიამ პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მაკო გომურის შეკითხვა წაუკითხა.

    “რატომ არიან აქციის მონაწილეები ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი ამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია — თავისუფალი?”- წაიკითხა ხოშტარიამ მაკო გომურის შეკითხვა.

    გიორგი გახარიამ მაკო გომურის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

    “ეს კითხვა არ ყოფილა ეს შეფასება იყო”-განაცხადა გახარიამ.

    ხოშტარიამ ასევე გახარიას აქციის დარბევასთან დაკავშირებითაც ჰკითხა. საჭირო იყო თუ არა მიტინგის დაშლის წინ ხალხის გაფრთხილება.

  • “თუ წესიერად მოიქცევით ჩაგირთავენ მიკროფონს”- ბოკერია-გახარიას კითხვა-პასუხი პარლამენტში (ვიდეო)

    პრემიერ-მინისტრობის და მის მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტის მოსმენა “ევროპული საქართველოს” ფრაქციაში ხმაურით დაიწყო.  “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ გახარიას გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა და კონკრეტული კანონის 2 პუნქტი  წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ქართულ მხარეს შეეძლო გავრილოვი საქართველოში არ შემოეშვა.

    “არ მიპასუხია თქვენ ერთი მსახიობის თეატრში კი არა ხართ”-მიმართა ბოკერიას გახარიამ.

    ბოკერიას კითხვაზე უნდა შემოეშვათ თუ არა საქართველოში გავრილოვი, გახარიამ უპასუხა , რომ გავრილოვის გარდა სამიტში  სხვებიც მონაწილეობდნენ.

    “ეს იყო საერთაშორისო პლატფორმა, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებდა ამ ბატონის გარდა კიდევ ბევრი სსხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი”-უპასუხა გახარიამ.

    ბოკერიამ გახარიას მოსთხოვა კითხვაზე კონკრეტულად ეპასუხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიკროფონს არ ჩაურთავდნენ.

  • “სირცხვილიას” ორგანიზატორების განმარტება მაკო გომურის საშვთან დაკავშირებით

    “სირცხვილიას” ორგანიზატორები მაკო გომურის საშვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებენ. მათი განცხადებით, მაკო გომურის სახელზე საშვი მოთხოვნილი ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ წინა რამდენიმე დღე მათ უარს ეუბნებოდნენ საშვის დაშვებაზე, არც დღეს ჰქონდათ შეშვების გარანტია. ამის გამო  მაკო გომური პარლამენტთან არ იმყოფებოდა  და  გეგმის მიხედვით ქალაქგარეთ გაემგზავრა. 

    “მოკლედ, 4 დღეა სისტემამ გაჭედაო, ამბობენ და არ გვიშვებენ პარლამენტში. ბუნებრივია, გუშინაც ვიცოდით, რომ არ შეგვიშვებდნენ. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია, მაგრამ ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. მოლოდინი, რაღა თქმა უნდა, გამართლდა – ვინც არიან, იმათ არ უშვებენ.

    გუშინ გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა “სისტემამ გაჭედა”, კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.

    ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს – შემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.

    დღეს, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ახალი დასამტკიცებელი მთავრობის მოსმენაზე განაცხადა, რომ პარლამენტში არ უშვებდნენ  20 ივნისის აქციაზე დაშავებულ მაკო  გომურს, რომელზეც საშვი იყო დაშვებული. გახარიამ განაცხადა, რომ  ეს ტყუილია და გომური პარლამენტთან არ იმყოფებოდა.

  • ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოდის – თარიღი უკვე ცნობილია

    ოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პატიმრობის ვადა იწურება.

    როგორც ცნობილი გახდა, ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. ის 2013 წლის მაისიდან პატიმრობაშია.

    მერაბიშვილს ე. წ. “სასჯელის შთანქმის” პრინციპით, 6 წელი და 9 თვე ჰქონდა მისჯილი. მას ერთდროულად რამდენიმე საქმეს ედავებოდნენ. მათ შორისაა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვა, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეები.

    ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაზეც ყოფილ პრემიერს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

    შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, რაც მის საკნიდან გაყვანას ეხება. ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მერაბიშვილის სასარგებლოდ 4000 ევროს გადახდა დააკისრა, თუმცა, იუსტიციის მინისტრის- თეა წულუკიანის თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 15 ათასს ითხოვდა.