Category: არქივი

  • ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

    49 წლის ასაკში, ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო  მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    ხადური 2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო.

    2012-2016 წლებში ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.

    2003-2004 წლებში ის  საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საპარლამენტო მდივნის თანამდებობებს იკავებდა.

  • ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

    ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ  დაკისრებული გირაოს საფასური გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენის ადვოკატი კახა წერეთელი ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, გირაოს საფასური ბიზნესმენმა ოჯახის წევრის უძრავი ქონებით უზრუნველყო.

    შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს ავთანდილ წერეთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაო დააკისრა.

    საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

  • ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

    თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს.განცხადების მიხედვით, თიბისი ბანკის დამფუძნებელი დეპუტატ  გია ვოლსკისგან მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას ითხოვს და სასამართლოს მიმართავს.

    „ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ბრძოლის დანახვა იოლად შეიძლება სხვადასხვა სამთავრობო პირების საჯარო გამოსვლებში და მათ ქმედებათა ჯაჭვში, რომელიც ერთ წელზე მეტია, გრძელდება. ფაქტია, რომ პროკურატურას მიღებული აქვს ჩვენზე შემოტევის დავალება, რის შედეგადაც შეითხზა სრულიად აბსურდული ბრალდება და დაგვიწესდა ბრუტალური რეპრესიული ხასიათის შეზღუდვები.

    მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტარულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ „ფაქტებს“ ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ.

    ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ „ფაქტებს“ იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო, გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ.

    ვინ იქნება შემდეგი, დრო გვიჩვენებს“, – აღნიშნულია  ბადრი ჯაფარიძის განცხადებაში.

  • ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ გამშვებ პუნქტზე ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

    ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ გამშვებ პუნქტზე ე.წ. საზღვარი  ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო რეს ცხინვალის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

    ოკუპირებულოი ცხინვალის რეჟიმი გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიზეზად “საქართველოს მხრიდან მდგომარეობის ესკალაცია და მდგომარეობის გართულებას ასახელებს. 

    “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით შეწყდება გამშვები პუნქტების “რაზდახანსა” და “სინაგურის” ფუნქციონირება”, — წერია განცხადებაში.

  • ილჰამ ალიევმა გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა

    აზერბაიჯანი  პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

    “მჯერა, შესანიშნავ ტრადიციებზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება. გისურვებთ წარმატებებს საქმიანობაში, მეგობარი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია ილჰამ ალიევის მილოცვაში.

  • გვარამია–კვესიტაძის გადაცემა ახალი არხის ეთერში გავიდა

    მთავარი არხის ეთერში, რომელმაც საინფორმაციო მაუწყებლობა დღეს დაიწყო საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის გადაცემა გავიდა. გადაცემას რუსთავი2–ის ეთერში კვირის აქცენტები ერქვა, ახალი არხის ეთერში კი “მთავარი აქცენტები“ ქვია. 

    მთავარი არხი რუსთავი2–დან წამოსულმა გუნდმა სამი კვირის განმავლობაში შექმნა. არხი ტელეკომპანია იბერიას ყოფილი შენობიდან და იქ არსებული ტექნიკით მაუწყებლობს.

  • “ჩვენ დავბრუნდით რომ ერთად შევქმნათ ცენზურისგან და ხელისუფლებისგან თავისუფალი ტელევიზია”-მთავარი არხი ეთერშია (ვიდეო)

    ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული “მთავარი არხი” ეთერშია. ტელევიზიამ მაუწყებლობა  9 სექტემბერს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარი საინფორმაციო დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ. საინფორმაციო გამოშვების სახელწოდებაა “მთავარი”. 

    “ჩვენ ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან, ჩვენ დავბრუნდით რომ ერთად შევქმნათ ცენზურისგან და ხელისუფლებისგან თავისუფალი ტელევიზია, დავბრუნდით იგივე შეუპოვრობით, იგივე შემართებით, გუნდი, რომელსაც ენდობით და არცერთი წუთით არ დანებებულა, ამ გუნდისთვის მთავარი ხართ თქვენ საქართველოს მოქალაქეები , ვინც ქმნით საქართველოს აწმყოს და მომავალს, ქვეყნის რომელიც არა რუსეთის არამედ ევროპის ნაწილია, ჩვენ ერთად მოვიგებთ ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლებისთვის”-ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა დიანა  ჯოჯუამ.

  • სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

    სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა.

    ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

    რაც შეეხება 85 წლის გამყრელიძის შვილიშვილს, მოსამართლემ პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმაც.

    შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება. მორიგი სასამართლო 19 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

  • „დოიჩე ველეს” სტატიაში გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია”- თალაკვაძე

    „დოიჩე ველეს” სტატიაში გიორგი გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „დოიჩე ველეს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „რუსეთის კაცად“ არის მოხსენიებული.

    „რეალობა არის ის, რომ ჩვენი გუნდი, გიორგი გახარიასთან ერთად, 2012 წლიდან აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში, აღწევს რეალურ შედეგებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, აღწევს რეალურ შედეგებს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვრჩებით ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუციის ქვეყნად. ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად, ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად. რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ: ადამიანის უფლებების დაცვა, ინსტიტუტების გაძლიერება, საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა – ეს არის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და პროდასავლურ კურსზე. ეს არის, რაც მიუთითებს გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის მიზნებზე. ასე, რომ შეფასებები უნდა გავაკეთოთ იმ საქმეებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლის შემდეგ შეასრულა,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა

    რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სასამართლის მიერ დაკისრებული გირაოს თანხა – 40 000 ლარის ოდენობით გადაიხადა. ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურაში.

    გირაოს გადახდასთან დაკავშირებით გვარამიამ აზრი გუშინ შეიცვლა. მან სოციალურ ქსელში განმარტა, რომ ემორჩილება მისი ახლობლების რაციონალურ პოზიციას და ეს არაა მისი პირადი ნება.

    ნიკა გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებს.

    “გადავიხდი გირაოს არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით”- ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდა გადაწყვიტა