Category: არქივი

  • მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თარიღს 2 დღეში გამოაცხადებს

    თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ხაზარაძე აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თარიღს 2 დღეში გამოაცხადებს.

    ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება.

    ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა. ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც “ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი არის უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელება”. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან მისივე განცხადებით, ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

    ითანამშრომლებს თუ არა მამუკა ხაზარაძე ვანო მერაბიშვილთან-ხაზარაძის პასუხი

  • კოსმეტიკურ საშუალებებში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა-იხილეთ ჩამონათვალი

    თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი კოსმეტიკური საშუალების 35 სახეობიდან, 5 ნიმუშში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge ავრცელებს. მათივე განმარტებით, აღმოჩენილი პარაბენების გამოყენება აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.

    35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები საფრანგეთის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად.

    მავნე ნივთიერება აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

    L’Oreal Co — ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier;
    Quimi Romar S.L.U — ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy;
    Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati — თმის საღებავი CLAIROL;
    Orkide Cosmetics — ფრჩხილის ლაქი Olivia;
    Bell Cosmetics — თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline.

  • მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა-საქსტატი

    საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა.

    „სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ. აშშ დოლარით.

    2018 წლის მარტიდან საქსტატმა დაიწყო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკის გამოქვეყნება ინტეგრირებული ფორმატით, რაც საშუალებას აძლევს ეკონომიკურ სუბიექტებს, რეგულარულად მიაწოდონ საქსტატს დაზუსტებული ინფორმაცია. საქსტატი, თავის მხრივ, იყენებს აღნიშნულ შესაძლებლობას და მუდმივად ახორციელებს მონაცემთა განახლებას სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის ამაღლების მიზნით“,- აღნიშნულია საქსტატის  ინფორმაციაში.

  • ითანამშრომლებს თუ არა მამუკა ხაზარაძე ვანო მერაბიშვილთან-ხაზარაძის პასუხი

    მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას 2 დღეში დააფუძნებს. ამის შესახებ მან ჟურნლაისტებთან გაანცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე ითანამშრომლებს თუ არა ხაზარაძე ვანო მერაბიშვილთან, რომელიც საპყრობილეს რამდენიმე თვეში დატოვებს,  “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი მასთან კავშირს უარყოფს.

    “ვანო მერაბიშვილთან არანაირი კავშირი არ გვქონია არასდროს” – აცხადებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი.

  • “ვიქნებით თქვენს გვერდით, არამხოლოდ საზეიმო დროს, არამედ სირთულეებშიც”-ლინას ლინკევიჩუსი

    ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით, როცა საჭირო იქნება, არამხოლოდ საზეიმო დროს, არამედ სირთულეებშიც-ესგანცხადება  საქართველოში მყოფმა  ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და  აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის 25- წლიანი ურთიერთობის დამყარების საიუბილეო თარიღი.

    “მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ყოველთვის ვაცხადებდით, რომ საქართველო ლიდერი გახლავთ. ნატო-ს კონტექსტში საქართველო მოქმედებს, როგორც ნატოს- წევრი, გამოყოფს თავის შეიარაღებულ ძალებს, იზიარებს რისკებს.

    თქვენგან მოველი ამის რეალიზაციას , ეს გახლავთ ცოცხალი დემოკრატია ქვეყნის შიგნით. ეს ნიშნავს ჩართულობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან , განსაკუთრებით მომავალ შემოდგომაზე არჩევნების ჭრილში.

    მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მედიის პლურალიზმზე. ყველა აღნიშნული ინსტრუმენტი მხარდაჭერილი უნდა იყოს მთავრობის მიერ. აღნიშნული ცხადყოფს ჯანსაღ საზოგადოებას, ქვეყანას, რომელსაც ვიხილავთ ევროატლანტიკური კლუბის წევრად მომავალში. ადვილი არ გახლავთ ამის მიღწევა, ვიცით ბარიერი და ობიექტური პრობლემები დგება ჩვენს წინაშე, მაგრამ ეს უკან დახევის მიზეზი არ გახლავთ.

    ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით, როცა საჭირო იქნება, არამხოლოდ საზეიმო დროს, არამედ სირთულეებშიც. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ღირებულებებს, რომელიც არამარტო საქართველოსთვის, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია – ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენტიტეტი. ვინც იყენებს სამხედრო წესებს, მიუღებელია. ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინაში, რეალურად და სერიოზულად უნდა იქნას დანახული“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

  • მკვლელობა თიანეთში – მამაკაცმა მეზობელი დანით დაჭრა, შემდეგ კი თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა

    სასტიკი მკვლელობა თიანეთის მუნიციპალიტეტში- სოფელ მამადაანებში 40 წლამდე მამაკაცმა მეზობელი ჯერ დანით დაჭრა, შემდეგ კი თავში ჭრილობა შეშის ნაჭრით მიაყენა. მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობის დროს ადგილზე არასრულწოვანი შვილი იმყოფებოდა.

    მკვლელობაში ბრალდებული პირი პოლიციამ დააკავა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი წარსულში ნასამართლევია და მან ციხე ამნისტიით დატოვა.

    მკვლელობა სოფელ მამადაანებში 6 სექტემბერს მოხდა.

  • ნუ გვიწვევთ, ვეუბნები ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს – ირმა ინაშვილი

    “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში  პარლამენტთან მომხდარ გუშინდელ ინციდენტს ეხმაურება, სადაც ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
    ინაშვილი აცხადებს, რომ  გმობს ძალადობას,თუმცა მისთვის ასევე მიუღებელია მოღალატის დაძახება, რამაც მისი თქმით, კვიციანს წონასწორობა დააკარგვინა.

    “ძალადობას ამართლებთ? ” -, მკითხა დღეს ჟურნალისტმა. რა თქმა უნდა, არ ვამართლებ! არც მე და არც ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი, მაგრამ ძალადობა მარტო ფიზიკური შეხლა- შემოხლა, ცემა და წამება არ არის. ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმა ადამიანის ღირსების შელახვაა, ადამიანის შეურაცხყოფაა და რაც პარლამენტის შესასვლელთან ხდება, ესაა ძალადობა მიმართული ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, ამიტომ ვინც ემზარ კვიციანს კბენს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილზე. ძალადობის ამ ფორმის მიზანია დაურღვიოს ე. წ. მსხვერპლს წონასწორობა. მერე კი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად.

    ამდენად, დეპუტატია, თუ არადეპუტატი, ყველას აქვს ღირსება. დამიძახო “მოღალატე” (როცა არა ვარ) ნიშნავს, რომ მიწვევ ემოციური აფეთქებისკენ. ნუ გვიწვევთ, ვეუბნები ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს, რომელიც საკუთარ თავს ე.წ. ახალგაზრდა აქტივისტებს უწოდებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

    გასათვალისწინებელია ისიც, ვინ გეძახის მონას და მოღალატეს. როცა ამას არამართალი ხალხი აკეთებს, ასმაგად დამთრგუნველია”-წერს ინაშვილი.

  • პირი,რომელმაც დალი ჩიტალაძის შვილი დაჭრა, დააკავეს

    მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც დალი ჩი­ტა­ლა­ძის შვი­ლის, ვახო სუ­თი­ძის დაჭ­რა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ამ დროისთვის დაკავებულია. ინ­ფორ­მა­ცი­ას  ამის შესახებ შსს ავ­რცე­ლებს.

    უწყების ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი დ.ს.

    გამოძიების ცნობით,  და­კა­ვე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, თარ­ხნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა 1980 წელს და­ბა­დე­ბულ ვახო სუ­თი­ძეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სუ­თი­ძე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დ.ს. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

    დაკავებულის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამოიღეს.

  • თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მაზლი დააკავეს

    თემქაზე 62 წლის სიმა მირზოევას  მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც აღმოჩნდა დაკავებული პირი გარდაცვლილის მაზლია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს – 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    გამოძიება 108-ე მუხლით გრძელდება. აღნიშნული მუხლი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    შეგახსენებთ, თემქაზე, მე – 11 მიკრორაიონში  ქალი  საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალს თავის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

  • აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში,  მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

    რუსული მედიის ინფორმაციით, მან ხმათა 47.38 პროცენტი მიიღო, მისმა მოწინააღმდეგე ალხას კვიცინიამ კი – 46.19 პროცენტი.  შედეგებს არ ეთანხმება ალხას კვიცინია და აპირებს რომ გაასაჩივროს.

    შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო უბნებზე 83 000-მდე ადამიანი მივიდა.