Category: არქივი

  • თიბისი სტატუსი მომხმარებელს ახალ ციფრულ ნაკრებს სთავაზობს

    თიბისი სტატუსი მომხმარებელს ახალ ციფრულ ნაკრებს სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვინც აქტიურად მოიხმარს არასაბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს და ვისაც ურჩევნია დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარშე მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო ოპერაციები.

    სტატუსის ციფრული ნაკრები ტრადიციულ ნაკრებში შემავალ ყველა უპირატესობასა და პროდუქტს აერთიანებს, პერსონალური ბანკირის გარდა. მომხმარებელს შეუძლია მისი ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებებით, სავაჭრო ობიექტებში ფასდაკლებებითა და სხვადასხვა ღონისძიებაზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლოს. სტატუს კონსიერჟი კი სხვადასხვა მოთხოვნების განხორციელებაში დაეხმარება.

    სტატუსის ციფრული ნაკრების საბანკო და არასაბანკო პროდუქტების სრული სია:

    საბანკო პროდუქტები:

    · პრემიუმ კლასის VISA/MASTERCARD PLATINUM ბარათი:

    – თანხის უფასო განაღდების პირობა ბარათიდან თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში

    – დღიური განაღდების მაღალი ლიმიტი ბანკომატში

    – ბარათზე არსებულ ნაშთზე სარგებლის დარიცხვის პირობა

    – ბარათის უსაფრთხოების უფასო „პრემიუმ”მომსახურება

    · ფიქსირებული ტარიფები საბანკო გადარიცხვებზე

    · შეღავათიანი ტარიფები შემნახველი და მიმდინარე ანგარიშებიდან თანხის განაღდებაზე

    · განსაკუთრებული შეთავაზებები სადაზღვევო პროდუქტებზე

    · ცნობა და ამონაწერი უფასოდ

    · პრიორიტეტული რიგის მართვის ბარათი

    · სტატუს ცენტრის მომსახურება 24/7

    არასაბანკო პროდუქტები:

    · კონსიერჟ მომსახურება

    · ფასდაკლებები 150-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში

    · მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ტრენინგები, მასტერკლასები და ღონისძიებები

    · აეროპორტების ლაუნჯებზე წვდომის ბარათი (Lounge Key; Priority Pass)

    სტატუს ციფრული ნაკრების ყოველთვიური ღირებულება 10 ლარია.

    ციფრული ნაკრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე –https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/status-digital. დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით სტატუს ცენტრს ნომერზე – 2 272700.

  • ნიკა მელია პროკურატურის აკრძალვის მიუხედავად “კავკასიაში” მივიდა (ვიდეო)

    ნიკა მელია პროკურატურის აკრძალვის მიუხედავად “კავკასიაში” მივიდა.

    “ჩვენი პროკურატურა არ არის პროკურატურა, როდესაც ის შავზე ამბობს თეთრს და კონსტიტუციას შორდება ასობით კილომეტრს და საერთოდ სამართლებრივ სივრცესთან არანაირი შეხება არ აქვს.ანტიკონსტიტუციურია ის მოთხოვნა, რომელიც დღეს აქვს პროკურატურას, რომ დღეს მელიას აეკრძალოს გადაადგილება და კავკასიაში მოსვლა, ამის უფლება არ აქვს”-განაცხადა მელიამ.

    “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი უკვე სტუდიაში იმყოფება და დავით აქუბარდიას გადაცემის სტუმარია.

  • თერჯოლაში 17 წლის ბიჭი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს

    თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ მან თავი ჩამოიხრჩო.

    შემთხვევა გუშინ მოხდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სახლში დაბრუნებულმა დედამ მოზარდი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.

    საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • გრიგორი კარასინს ევგენი ივანოვი შეცვლის

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ევგენი ივანოვი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

    თანამდებობის დატოვების მიზეზი კარასინის ასაკია. 23 აგვისტოს გრიგორი კარასინი 70 წლის გახდა. კანონის მიხედვით, თანამდებობაზე ყოფნა მას სწორედ 70 წლამდე შეეძლო.

  • გრიგორი კარასინმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

    თანამდებობის დატოვების მიზეზი კარასინის ასაკია. 23 აგვისტოს გრიგორი კარასინი 70 წლის გახდა. კანონის მიხედვით, თანამდებობაზე ყოფნა მას სწორედ 70 წლამდე შეეძლო.

    გრიგორი კარასინი  ჟენევის დისკუსიებში რუსეთის მხარეს წარმოადგენს.

    ამასთანავე აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები წლების განმავლობაში. კარასინთან დიალოგში ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.

    გრიგორი კარასინმა დიპლომატიური კარიერა 1972 წლიდან დაიწყო.საგარეო საქმეთა  მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილედ კი  2005 წელს დაინიშნა.

    რუსული მედიის  ინფორმაციით, კარასინის ადგილმონაცვლედ  სამი კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არის  ივან ვოლინკინი, რომელიც  2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.

  • პროკურატურამ TVკავკასიაში მისვლა ამიკრძალა – ნიკა მელია

    “დღეს ვაპირებ დავით აქუბარდიას გადაცემაში მისვლას, ტელეკომპანია კავკასიაზე, რის შესახებაც ეცნობა ადვოკატის მეშვეობით პროკურორს, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ”- ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა  ნიკა მელიამ facebook-ის პირდაპირი ჩართვის დროს გააკეთა.

    „დღეს ვაპირებ მე დათო აქუბარდიას გადაცემაში მისვლას,ტელეკომპანია “კავკასიაზე” რის შესახებაც ეცნობა ფორმალურად პროკურორს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო ჩემმა ადვოკატმა შესაბამისად მე. დღეს მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ვაპირებ მისვლას, გავალ სახლიდანაც  და მივალ ბატონ აქუბარდიას გადაცემაში, შემდეგ ვერთვები ინგა გრიგოლიას გადაცემაში. რა სისულელეს გააკეთებს ქართული ოცნება წარმოდგენა არ მაქვს. ვერ ამიკრძალავს იმას რისი აკრძალვის უფლება არა აქვს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

    შეგახსენებთ,  27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

  • ბოკერია-სააკაშვილები ცდილობენ თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია-ირმა ინაშვილმა უცხოელ დიპლომატებს მიმართა

    ბოკერია-სააკაშვილები ცდილობენ  თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია-ეს განცხადება თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილმა გააკეთა. ინაშილს საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მას შემდეგ მისცეს, რაც მის მისვლას კონფერენციაზე ხმაური მოჰყვა.

    “მე მგონი ყველა განერვიულდა და მე დარბაზს ვთხოვ მშვიდად იყოთ, იმიტომ რომ არაფერი პროვოკაცია არ ყოფილა და არც მოხდება  ჩვენ ვართ ცივილიზირებული ადამიანები დ აყოველთვის მოხმრე ვართ სიმშვიდის და არა დესტრუქციის,

    ძალიან საინტერესო კონფერენციაა რომელიც მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, სამწუხაროა, რომ ჩვენი საპარლამენტო პარტია არ იყო მოწვეული, თორემ მივიღებდით მონაწილეობას, როცა მე ვიყავი ჟურნალისტი და ვაშუქებდით აშშ-ში მაშინდელი პრეზიდენტის ვიზიტებს, მაშინ ჩვენ ამერიკელი პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ რომ მათი მონაპოვარია პოლიტიკური პლურალიზმი, პლურალიზმი ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენზე სუაბრობენ, მე ცუნდ ამქონდეს გამოსვლის საშუალება, რამდენიმე ცოტა არ იყოს ცინიზკური შეფასება მოვისმინე დარბაზში მყოფებისგან და მინდა გამოვეხმაურო, ბოკერიას გამოსვლას, რომელმაც ძირითადად ჩვენზე ილაპარაკა, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები საქართველოს პატრიოტები პირველ რიგში, ჩვენ ვაფასებთ დასავლეთის დახმარებას და ურთიერთობას საერთასორისო პარტნიორებთან, მაგრამ ის რაც გუშინ ჩვენზე ითქვა იყო ტყუილი და ცილისწამება, ბოკერია-სააკაშვილები ცდილობენ თქვენზე შეინარჩუნონ მონოპოლია, ხოლო ესენი ქვეყნის მტრები არიან. დასავლურობა მათ როგორ ესმით იცით? ადამიანთა წამება რასაც აკეთებდნენ, მიტინგების დარბევა, ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა, არჩევნების გაყალბება, ადამიანთა წამება, მკვლელობა არის თუ არა დასავლური ღირებულებები? მე გაგახსენებთ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტს მერე მოგიყვებიან”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ინაშვილი კონფერენციაზე ცოტა ხნის წინ ობიექტივის ჟურნალისტთან ერთად მივიდა, რასაც ხმაური მოჰყვა. პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ის ფაქტი გააპროტესტა, რომ კონფერენციაზე თავად არ იყო მიწვეული.

  • „თავისუფალი საქართველო“ ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას ეხმაურება

    პარტია „თავისუფალი საქართველო“ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას ეხმაურება.

    „მიგვაჩნია, რომ მაღალი რანგის დიპლომატის ეს კონკრეტული განცხადება არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და ადასტურებს იმას, რომ როგორც მინიმუმ, ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების ნაწილი, სინამდვილეში, ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეები არიან, რომელთათვისაც საქართველო არის არა სუვერენული სახელმწიფო და პარტნიორი, არამედ ტერიტორია და კოლონია, რომელსაც განიხილავენ, როგორც ფორპოსტს რუსეთის წინააღმდეგ სტრატეგიულ დაპირისპირებაში, ხოლო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა კი, მათთვის მეასეხარისხოვანია.

    რასმუსენის განცხადებები წარმოადგენს სტრატეგიულ საფრთხეს საქართველოსათვის, ვინაიდან თუ მოხდა ამ პოციზიასთან შეგუება და როგორც რასმუსენი ბრძანებს, დაიწყო დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, შემდეგ უკვე გარდაუვლად დაიწყება საქართველოსთან მიმართებაში იგივე პროცესი, რაც რამდენიმე წლის წინ, სერბეთთან დაკავშირებით დაიწყო.

    რასმუსენის განცხადებები არაფრით განსხვავდება გავრილოვის ცნობილი განცხადებებისაგან და საქართველოს კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს მოვუწოდებთ, რომ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, ისევე, როგორც გავრილოვს, საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს. შემოღებულ უნდა იქნეს „რასმუსენისა და გავრილოვის სია“, რომელშიც ის პირები იქნებიან შეყვანილი, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მას ეჭვის ქვეშ აყენებენ.

    მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მემარცხენე და მემარჯვენე ფრთას, ე.წ. პროდასავლურ და ეროვნულ-კონსერვატიულ პოლიტიკურ პარტიებს: შევიმუშაოთ ერთობლივი დოკუმენტი, ერთობლივი მიმართვა, რომელშიც ცალსახად დავგმობთ და გავემიჯნებით ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას და დავადასტურებთ, რომ მისი ეს პროვოკაცია კატეგორიულად მიუღებელია დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი პოლიტკური სპექტრისათვის!

    დისკუსიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე ნამდვილად უნდა დაიწყოს, ოღონდ უნდა დაიწყოს არა იმ კუთხით, მისაღებია თუ არა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატო-ში ინტეგრაცია, არამედ საერთოდ, აზრი აქვს თუ არა ნატო-სთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თუკი ამის შედეგად ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და არა აღდგენა?

    იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საგარეო, უწყება წლების მანძილზე ინტენსიურად მუშაობს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის, რასმუსენის აღნიშნული განცხადება პირდაპირ ფრთებს შეასხამს მოსკოვის საგარეო პოლიტიკას, აგრეთვე, ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო რეჟიმებს, რათა თავიანთი საქმიანობა გაააქტიურონ და მხარდამჭერები ეძიონ უკვე არა ტუვალუსა და ნაურუში, არამედ კოპენჰაგენსა და ვაშინგტონში!

    მოვუწოდებთ, აგრეთვე, საქართველოს ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოებს და ნამდვილ პარტნიორებს, გაემიჯნონ ანდერს ფოგ რასმუსენის პროვოკაციულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. ეს იქნება იმის დასტური, რომ მისი განცხადება მხოლოდ მისი პირადი აზრია და არანაირად არ ასახავს დასავლეთის პოლიტიკური ელიტების განწყობას საქართველოს მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • რძლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

    7 წლამდე პატიმრობა 62 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის – სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

    ცნობილია, რომ ბრალდებულმა ძმის ცოლი ანგარების მოტივით მოკლა. 

    გამოძიება განმარტავს, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულემა 62 წლის ქალს თავში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

    მისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა და გამოძიებისთვის ხელისშეშლასა და მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა.

    შეგახსენებთ, თემქაზე, მკვლელობა 5 სექტემბერს მოხდა.

    დანაშაული 3 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • “პაატა სალია ამას განცხადებაში ჩემზე წერთ?” – ნოდარ მელაძე სალიას სიცრუეში ადანაშაულებს

    ნოდარ მელაძე “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებას ტყუილს უწოდებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის “ფეისბუქის” გვერდზე არც ერთი ლაივი არ გაუშვია, ასევე არ მიუღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება თუ ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადააბაროს გვერდი. 

    “ტყუილია 1 – რუსთავი 2 ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში რა ლაივი გავუშვი პირადად მე – პასუხი არც ერთი.

    ტყუილია 2 – ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი , არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო.

    “უპასუხისმგებლობა” – Paata Salia ამას განცხადებაში ჩემზე წერთ? ეს ტექსტი ალბათ თქვენი დაწერილი არ არის. უპასუხისმგებლობაზე და დანარჩენ ბევრზე შემიძლია უფრო მეტი გელაპარაკოთ. ამ პოსტს გავარგძელება ექნება ახლა არ მცალია. დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს.”-წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-მა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის ფეისბუქ გვერდს უკანონოდ იყენებენ, და ეს ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშაულის ნიშნებს.

    “უკვე რამდენიმე დღეა “რუსთავი2”-ის “Facebook” გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეჰყავს. “რუსთავი2″-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს.”- წერია განცხადებაში.