სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

Written by

in

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა.

ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

რაც შეეხება 85 წლის გამყრელიძის შვილიშვილს, მოსამართლემ პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნიეს ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმაც.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბრალდება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება. მორიგი სასამართლო 19 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *