Category: არქივი

  • კომპანიის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ-რუსთავი 2-ის განცხადება

    კომპანიის facebook გვერდს უკანონოდ იყენებენ- ამ განცხადებას ტელეკომპანია “რუსთავი 2″ავრცელებს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია ნოდარ მელაძეს უპასუხისმგებლო ქმედებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არხის გვერდის გამოყენება შესაძლოა კიბერდანაშაულის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს.

    “უკვე რამდენიმე დღეა “რუსთავი2”-ის “Facebook” გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეჰყავს. “რუსთავი2″-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს”-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

  • გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო-სააკაშვილი

    გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო- მიხეილ სააკაშვილი გუშინ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “გუშინდელი დღე არის ნათელი დასტური იმისა, რომ ივანიშვილის მცდელობა, ხალხს ხელები ჩამოაშვებინოს და დაარწმუნოს, რომ ის არის ყოვლისშემძლე მახრჩობელა გველი, რომელიც აუცილებლად ბოლომდე შეუსრულებს ყველას, არის სრული ბლეფი! პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა პრეცედენტი, რომ ოლიგარქის და ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ტელევიზიის დახურვის შემდეგ, პრაქტიკულად მთელი კოლექტივი წამოვიდა იმ ტელევიზიიდან და პირველად ალბათ მსოფლიოში სამ კვირაში ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი ტელევიზია!

    ეს ყველაფერი მოხდა ივანიშვილის შანტაჟის, წნეხის და ყველანაირი პროვოკაციების მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო! ის რომ მან ვერ მოახერხა “მთავარის” ტელევიზიის დაბლოკვა, ის რომ ვერ მოახერხა ახალი ლიდერთა ინიციატივაში მრავალი ათასობით ძალიან საინტერესო ახალგაზრდას მისვლა და გაწევრიანება. ის, რომ ვერ მოახერხა რუსების დახმარებით ოპოზიციის დისკრედიტირება და გამოკითხვებში ის ახლა აგებს ოპოზიციასთან.

    ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გარდაუვალი გამარჯვება ძალიან ახლოს არის! ყოჩაღ “მთავარი არხი”. მადლობა ნიკა გვარამიას, ზაზა ოქუაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ყველას, ვისაც სჯერა და ვინც იბრძვის და ყველა დანარჩენმა უნდა შეწყვიტოს ჩივილი. ახლა ჩივილის და ხელების ჩამოშვების დრო კი არ არი, ახლა არის ორგანიზების და ივანიშვილის რეჟიმის დამთავრების დრო! ყველაფერი გამოგვივა საქართველოში უნდა გათენდეს! ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, გუშინ “მთავარმა არხმა” მაუწყელობა დაიწყო და ეთერში სიანფორმაციო გამოშვება “მთავარი” გავიდა.

  • კადრები სადაც საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილი დიპლომატებს დაუპირისპირდა

    ხმაური საერთაშორისო კონფერენციაზე- პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი კონფერენციაზე დიპლომატებს დაუპირისპირდა.

    “ამდენი ტყუილის გამო პასუხს აგებთ თქვენ”-მიმართა ინაშვილმა დიპლომატს. ინაშვილმა პროსტესტი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე მიწვეული არ იყო “პატრიოტთა ალიანსი”.

    კონფერენციის ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. დარბაზის დატოვებას ასევე სთხოვენ ირმა ინაშვილს. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელიც ამ დროისთვის ჩაშლილია.

    {{VIDEO}}

  • ხმაური საერთაშორისო კონფერენციაზე-ირმა ინაშვილი დიპლომატებს დაუპირისპირდა

    ხმაური საერთაშორისო კონფერენციაზე- პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი  კონფერენციაზე დიპლომატებს დაუპირისპირდა. 

    “ამდენი ტყუილის გამო პასუხს აგებთ თქვენ”-მიმართა ინაშვილმა დიპლომატს.  ინაშვილმა პროსტესტი გამოთქვა, რომ კონფერენციაზე მიწვეული არ იყო “პატრიოტთა ალიანსი”.

    კონფერენციის ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. 

    დარბაზის დატოვებას ასევე სთხოვენ ირმა ინაშვილს. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია.

    “გუშინ ჩვენზე იყო საუბარი მთელი დღის მანძილზე. ბრალს გვდებდნენ, ცილს გვწამებდნენ. მოვედი აქ, რომ მომესმინა და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენება წამეკითხა. ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა, რომელიც  ამ დროისთვის ჩაშლილია.

    თბილისში მიმდინარე კონფერენციას ნატოს ყოფილი გენერალური  მდივანი  ანდრეს ფოგ რასმუსენიც ესწრება.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მოისწრაფიშვილი ფეისბუქში გამოთქმული მოსაზრების გამო გაათავისუფლეს

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მოისწრაფიშვილი ფეისბუქში გამოთქმული მოსაზრების გამო გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

    “ხატია მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

    მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.

    ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო”-აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ მოისწარაფიშვილმა “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს სოციალურ ქსელში მხარადჭერა გამოუცხადა.

  • განიხილება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე-რასმუსენის ინიციატივა

    “ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე “- ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

    „ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს. განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, თქვენ აჩვენეთ ნატოს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე გააფართოვეთ რეფორმების მასშტაბი. უპირველეს ყოვლისა, გააძლიერეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ა.შ. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს გზა.

    ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ასპექტი როგორც საქართველოში, ისე ნატოს შიგნით, ეს არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი. თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატოსგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატო-ში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას“, – განაცხადა რასმუსენმა.

    მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი იყო გერმანიის შემთხვევაში, როცა ქვეყანა დაყოფილი იყო.

    „ჩვენ გვქონდა მსგავსი პრეცედენტი. მე გერმანიას ვგულისხმობ, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყო დაყოფილი. გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს ნატოს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთ გერმანიაც. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ის არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატოში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა

    ქუთაისის მერიის შენობის წინ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქვასანაყით წყალი დანაყა.

    წულაიამ აღნიშნული აქცია-პერფორმანსით განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან საუბარი ისეთივე უშედეგოა, როგორც წყლის ნაყვა.

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის ავტომობილის ჩუქებას აპროტესტებს. 

    „როგორც წყლის ნაყვა არ არის შედეგის მომტანი, ასეთივე უშედეგოა ხელისუფლებისთვის ჩემი ბრიფინგები. თითქოს გადასაყრელი გვქონდეს ქონება, ისე ვაჩუქეთ ჭიათურას უახლესი მოდელის ავტომობილი. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ასე როგორ გეზიზღება ქუთაისი, რომ მერად ბრიყვი პოლიტიკოსი დაგვისვი?!“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

  • თბილისის ცენტრში მანქანა იწვის (ვიდეო)

    თბილისის ცენტრში მანქანა იწვის. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური.  ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტომობილი ტაქსის მძღოლს ეკუთვნოდა და მანქანა გაზზე მუშაობდა.

  • “დოიჩე ველეს” სტატია შეკვეთილი იყო – კახა კალაძე

    „დოიჩე ველეს” სტატია შეკვეთილი იყო”-  თბილისის მერი კახა კალაძე “დოიჩე ველეს” სტატიას გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას “რუსეთის კაცს” უწოდებენ.

    „დოიჩე ველეს” სტატია შეკვეთილი იყო. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი” – განაცხადა კალაძემ.

    “დოიჩე ველეს” სტატიაში საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მოხსენიებულია, როგორც „რუსეთის კაცი“.

  • საგამოძიებო სამსახურმა ხორცისა და თევზის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ფაქტები გამოავლინა (ვიდეო)

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში განთავსებული სამი საწარმო ფალსიფიცირებულ ხორცის ნახევარფაბრიკატებს და თევზს აწარმოებდა, რომელთა შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.